ფრედერიკ პერლზი:,,გაუშვი ყველაფერი და შენი შენთან დარჩება”

0
3928

პლანეტის დაბინძურება მხოლოდ გარეგნული ასახვაა ჩვენი შინაგანი დაბინძურებისა, იმის შედეგი, რომ მილიონობით შეუგნებელ ადამიანს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს თავის შინაგან სივრცესთან.

ეგო ამბობს: „ასეთ ტანჯვას არ ვიმსახურებ“, და ეს აზრი მეტად გტანჯავთ. ეს ჭეშმარიტების დამახინჯებაა, ხოლო ჭეშმარიტება ყოველთვის პარადოქსულია. ჭეშმარიტების არსი ისაა, რომ ტანჯვას უთხრას „დიახ“, სანამ თქვენ მის გადალახვას შეძლებთ.

ეგოისტური გონება ჰგავს გემს, რომელიც იძირება. თუ მას არ დატოვებთ, ფსკერზე ჩაგითრევთ.

გინდა, გაიგო, რა არის სინამდვილეში შენი – გაუშვი ყველაფერი და შენი შენთან დარჩება. როდესაც მოიშორებ მოლოდინს, რომ ადამიანი, ვითარება, ადგილი ან საგანი დაგაკმაყოფილებს, უფრო გაგიადვილდება ამ მომენტში ყოფნა, რადგან აღარ ელოდები შემდგომ მომენტს.

ჭეშმარიტი ხსნა – ეს თავისუფლების შეგრძნებაა: შიშისგან, ტანჯვისგან, უკმარისობისა და არაეფექტურობის გრძნობისგან და, შესაბამისად, ყველაფრისგან თავისუფლების შეგრძნება, რაც გსურს, რაც გჭირდება, რასაც ებღაუჭები და რასაც ეჩვევი. ესაა თავისუფლება აკვიატებული აზროვნებისგან, ნეგატივისგან და, პირველყოვლისა, წარსულისა და მომავლისგან, როგორც ფსიქოლოგიური მოთხოვნილებისგან.

სიყვარული, სიხარული და სიმშვიდე მანამ ვერ აყვავდება თქვენში, სანამ გონების ბატონობისგან არ გათავისუფლდებით.

გეშტალტ–თერაპიის დამფუძნებლის ფრედერიკ პერლზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი