საიდუმლო

0
1431

თუ გვსმენიათ ფილმი „საიდუმლოს“(“The Secret”) შესახებ?

მაშინ თქვენ იცით, როგორი უნდა მოახდინოთ თქვენი ყველაზე თამამი ოცნებების რეალიზება. ეს, ფილმშიც კარგად არის გადმოცემული და ნახავთ ალბათ, ვისაც  ჯერ კიდევ არ უნახავს.

რატომ ხდება ისე, რომ წარმატების პრინციპები (რომელიც ასე მარტივად და გასაგებად არის ახსნილი ფილმში) მუშაობს ზოგისთვის და არ მუშაობს უმეტესობისთვის? რაშია საქმე?

აღმოჩნდა რომ ამისთვის საჭიროა იმ ტალღაზე ყოფნა, სადაც განსაკუთრებული ვიბრაციები მუშაობენ.

ყველას გაგვაჩნია ენერგეტიკული ველი, რომლელშიც სხვადასხვა სიხშირის ტალღები ვიბრირებს. არსებობს ვიბრაციების შკალა, რომელიც  კვლევების შედეგად დადგინდა. შკალა იწყება  მე-20- დონიდან.

ჩვენი ემოციები შეესაბამის ტალღაზე გადის. 

 

აზრები, ფიქრები და განცდები სწორედ ის მაგნიტია, რომელიც შესაბამის სიხშირეზე მომუშავე შეგძნებებს, აზრებს და ქმედებებს იზიდავს. ჩვენ ვგავართ რადიო მიმღებს, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს მიერ შეკვეთილ ტალღებზე.

ენერგეტიკული ველი შეგვიძლია შევადაროთ, მანქანის საჰაერო ფილტრს. რაც უფრო მეტად დაბინძურებულია ფილტრი, მით მეტად ცუდად მუშაობს ძრავი.

ზუსტად ასევეა, ჩვენი ენერგეტიკული ველიც. რაც მეტად „გაჭედილია“ ადამიანი – წყენით, რისხვით, წუხილ-წუწუნით, შურით, განკითხვით, სიძულვილით…. მსგავსი ემოციებით, მით მეტად ქვემოთაა მისი ვიბრაციები.

იმისთვის რომ გადავიდეთ მაღალ ვიბრაციებზე საჭიროა გავუშვათ „მსხვერპლის მდგომარეობა“, შევწყვიტოთ წუწუნი, დადანაშაულება, განკითხვა და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

ამ შკალას აქვს კრიტიკული წერტილები – 200-მდე, 500-მდე და ზემოთ.

როცა, ადამიანის ვიბრაციები არის 200-ის ქვემოთ ის, უმეტესწილად ფიქრობს თვითგადარჩენაზე. ძირითადად ასეთი ადამიანები  „იღებენ“ ცხოვრებიდან და სისტემიდან, ვიდრე „გასცემენ“. მათი ზეგავლენა ვრცელდება იმ ენერგეტიკული ველის ადამიანთა ჯგუფზე, რომლის ნაწილსაც თავად წარმოადგენს. ადამიანები დაბალი ვიბრაციებით ხშირად მიდრეკილნი არიან გამოავლინონ ისეთი ემოციები, როგორიცაა – ბრაზი, რისხვა, შიში, ეჭვიანობა, ცინიზმი, გულგრილობა, ცრუობენ და განიკითხავენ. გამოირჩევიან უარყოფითი, ნეგატიურო აზროვნებით.

ადამიანს რომელსაც 200-ზე მეტი ნიშნული აქვს, მოწოდებულნი არიან იზრუნონ არა მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ გარშემომყოფებზეც. ამიტომ მათი ზეგავლენა, შესაბამის ჯგუფის ადამიანებთან, ატარებს პოზიტიურ ხასიათს. ადამიანები მაღალი ვიბრაციებით არიან ნათელი, ბედნიერი, უანგარო, სუფთა გულით და სულით, მზად არიან გვერდში დგომისთვის. ახასიათებთ – მადლიერება, უსაზღვრო სიყვარული, თანაგრძნობა, მორჩილება… ისინი იზიდავენ მეტად ფაქიზ ენერგიებს და პირდაპირი მნიშვნელობით ასხივებენ. ეს უკანასკნელი ეხება 500 მეტი ნიშნულზე მყოფ ადამიანებს.

თუ ადამიანის ცხოვრებაში მუდმივად ხდება ცუდი მოვლენები, იქნებ ღირს დაფიქრება და კითხვის დასმა: მე ჩემი აზრებით ხომ არ ვიზიდავ ამ ყოველივეს?..

თუ დავიჯერებთ:ფიქრი რომელიც გვიტრიალებს თავში, დავტვირთავთ ემოციებით – შედეგად ჩნდება ენერგია, რომელიც, თავის მხრივ ჰაერში ვერ ჩამოეკიდება და უნდა ჰპოვოს რეალიზება… მაშინ – როგორ ფიქრობთ ვისი ცხოვრება მიიზიდავს ამ მოვლენებს მაგნიტივით? ვინც შესაბამისად ფიქრობს!

მოდით, დააკვირდით დიალოგს საკუთარ თავთან, ხომ არ ჰგავს: „მე ვერ შევძლებ“, „არაფერი გამოვა“, „ყველფერში ვინმე გჭირდება“, „უამრავი, თავზე საყრელი პრობლემები მაქვს“ „ცხოვრება ბრძოლაა“… ხომ არ გადაგაქვთ პასუხისმგებლობა სხვაზე – კოლეგაზე, მშობელზე,  მთავრობაზე….

ეს შკალა გვიჩვენებს გზას თუ როგორ უნად განვიცადოთ პროგრესი და ავიდეთ დაბალი ვიბრაციებიდან მაღლისკენ. ფსიქოსამატიკაც ხომ ამას გვეუბნება – ჩვენი დაავადებები განპირობებულია ჩვენი აზრებით, გადატანილი განცდებით და ჩვენი შეხედულებებით ე.ი. დაბალი ვიბრაციებით.

პრაქტიკულ ფსიქოლოგიას რომ დავუბრუნდეთ, არა მარტო ფიზიკური გამოვლინებებია დამოკიდებული ცუდ ვიბრაციებზე, ასევეა წარმატების მიღწევის საკითხიც.

ავტორი:თამარა კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი