როცა გეჩვენება, რომ ცხოვრება არ გახვედრებს იმ ადამიანებს, ვინც გაწყობს

0
1349
vector silhouette of a girl with raised hands and broken chains

ცხოვრება არ გვახვედრებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვაწყობს..
ის გვიგზავნის იმ ადამიანებს, რომლებსაც ვსაჭიროებთ ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში, გასანთავისუფლებლად.

ამ ადამიანებს ვუყვარვართ თავისებურად, როგორც იციან… უფრო სწორად, როგორც ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავი…

ისინი მწარედ გვტკენენ გულს, გვასწავლიან ამ ტკივილზე, გვტეხავენ, გვამსხვრევნ, გვამცირებენ, გვინგრევენ „წარმოდგენებს“….

ყველაზე მთავრი და სასტიკი გაკვეთილი ის არის, თუ ვერ მივხვდით, რომ ეს ადამიანები გვაძლევენ გაკვეთილს და თუ გადავხტით თვითგვემაში, მსხვერპლის როლში –
სამწუხაროდ, გაკვეთილი რთულდება სხვა ადამიანებისგანაც და უფრო მეტი სისასტიკით და დაუნდობლობით…

გაჭირვებულს, ქვა რომ აღმართში დაეწევა – ალბათ გსმენიათ. და მუდმივ წრეზე სიარული გვიწევს, აუთვისებელი მასალის გამო… ვერ განთავისუფლების გამო…

და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ვიქცეთ იმ ადამიანად, როგორიც გვინდა ვიყოთ. 

როგორი გინდათ იყოთ თქვენ, რეალურად, როგორი გინდათ იყოთ? 

ავტორი:თამარა კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი