ენერგეტიკული ვიბრაციების ამაღლების ნიშნები

0
1105

თითოეული ჩვენთაგანი წრმოადგენს ნაკრებს ენერგეტიკული ვიბრაციების, ნაწილაკების, მოლეკულების, უჯრედების, ორგანოების. ამ ვიბრაციულ ნაწილაკებს გააჩნია თავისი ინდივიდუალურობა.

ნაწილაკების ჯამური კრებული დამოკუდებულია ძალიან ბევრ ფაქტორებზე: ორგანიზმის მდგომარეობაზე, საკვების ხარისხზე, მავნე ჩვევებზე, ჰიგიენაზე, ბუნებასთან კავშირზე, კლიმატზე… ურთიერთობებზე, რას გრძნოთ და როგორ აზროვნებთ… და სხვა უამრავ ფაქტორებზე.

ადამიანი ნათელი და მაღალი ვიბრაციებით, არის ის, ვინც მუდმივად იმყოფება შინაგანი სიმშვიდის, სიხარულის, სიყვარულის მდგომარეობაში. თავს გრძნობს კომფორტულად, რადგანაც იმყოფება ჰარმონიაში გარე და შინაგან სამყაროსთან. ამ წონასწორობის მდგომარეობაში ორგანიზმი და ყველა შინაგანი სეკრეცია მუშაობს გამართულად და შესაბამიასად, მასზე დაქვემდებარებული ორგანოების ქსოვილებიც და უჯრედებიც.

უარყოფითი გრძნობები, ადამიანის ვიბრაციებს ძალიან დაბლა სწევს. ესენია – შიში, წყენა, შური, მრისხანება, სიძუნწე…. ნებისმიერი არასასურველი მოქმედება, ცუდი აზრები და გრძნობები აბინძურებენ, ამძიმებენ სხეულს და ადამიანი ვიბრირებს დაბალ სიხშირეზე. არსებობს გამონათქვამები „დამძიმებული სული“, „ბინძური აზრები“ – ისინი პირდაპირ მეტყველებენ აზრების და სულის დაბალ სიხშირეზე. იმათი ხვედრი, ვინც „ხმოვანებს დაბალა“ არის ის, რომ მუდმივად ეჯახებიან ცხოვრებაში უარყოფით მოვლენებს და ნეგატიურ სიტუაციებს, ისინი იმყოფებიან მსხვერპლის როლში – მუდმივ წუწუნში, უკმაყოფილებაში, განკითხვაში, შურში… 

რაც მეტად არის ადამაინი სავსე სიყვარულით, მით მეტად ლაღია და მხიარული. ამავე დროს, კიდევ უფრო მეტად ჯანმრთელია მისი ფიზიკური სხეულიც და მეტად მაღალია ტალღურ „სიხშირის ხმოვანებაც“ და ეს გამოწვეულია მაღალი ვიბრაციების შერწყმით.

ჩვენ აზრებს აქვს თავისი ტალღური სიხშირეები და ვიბრირებენ შესაბამისად. ის, რაც არ არის ხილული, არ ნიშნავს რომ არ არსებობს რეალობაში. ჩვენ ვუყურებთ ტელევიზორს ან ვუსმენთ რადიოს, თუმცა არც ვიცით (ან ვიცით) როგორ მიდის ჩვენამდე  სიხშირეები და ტალღები, რომლითაც ხდება ტრანსლირება.

სიხარულის და ბედნიერების შეგრძნება მოდის, ძალიან მაღალი სულიერი თვისებების გახსნისას. ამ დროს ადამიანს აქვს კარგი ჯანმრთელობა, კარგი დამოკიდებულება ხალხთან, აუცილებელი მატერიალური უზრუნველყოფა, იხსნება შემოქმედებითი პოტენციალი. მისი მდგომარეობა ვრცელდება უახლოეს გარემოცვაზე, ნათესავებზე, მეგობრებზე რომლებსაც უნათებს, უსხივოსნებს ცხოვრებას, მისი დანახვა „ერთი ზეიმია“ ადამიანებისთვის და ასევე, შეიძლება მან იმოქმედოს სრულიად სამყაროზე.

ამავე დროს, როდესაც იმყოფება ასეთ მდგომარეობაში, ადამიანი ახდენს თავისი ბედის ფორმირებას, ჰარმონიულად ურთიერთობს გარემოცვასთან და თავად სამყაროსთან. ის, ცხოვრობს და ტკბება სიცოცხლით! მას შეუძლია გადაჭრას მაღალი და მის წინ მდგარი ურთულესი ამოცანები. ეს არის – ადამიანი შემოქმედი! იმასთან შესაბამისად, თუ როგორ მაღლდება მისი ვიბრაციები, ადმიანი ხდება უფრო და უფრო მეტად თავისუფალი, გამოავლენს და აღმოაჩენს ნიჭს, დაფარულ პოტენციალს…

ამაღლებული ენერგეტიკული ვიბრაციის ნიშნებია:

  •  მცირდება საჭმლის მიღების სურვილი. შიმშილის გრძნობა ამ დროს არ გიჩნდებათ და ეს ხდება იმ მიზეზით, რომ ვიბრაციული დონის ამაღლებასთან ერთად მაღლდება ენერგეტიკული პოტენციალი… ორგანოები წყვეტენ მძიმე (დაბალ სიხშირიანი) საკვების მიღეაბას.
  • მცირდება ძილისთვის განკუთვნილი დრო. იკარგება გამოუძინლობის შეგრძნება  და მთელი დღე ორგანიზმში იგრძნობა სიმხნევე და შემართება…
  • ძილი ხდება გააზრებული, ცოცხალი და მკაფიო… მერე ქრება საერთოდ და მას ცვლის სინათლის განცდა სიზმარში. იშლება საზღვარი სიზმარსა და რეალობას შორის…
  • სხეული ხდება მსუბუქი, მასში შეიგრძნობა აღმაფრენის ენერგია. „გეზრდებათ ფრთები ზურგზე“ 
  • იწყებთ, სხვა ადამიანების მძაფრად შეგრძნებას. საკმარისია ერთი შეხედოთ ან ნახოთ სურათი, რომ შეიგრძნოთ მათი არსი.  ადამიანი ხდება, მეტად მგრძნობიარე და ფაქიზი. თუ მასში იწყებს  ამაღლდებას სიხშირის დონე, ეგრევე გრძნობს სხვის მაღალ და გაცილებით მაღალ სიხშირეეზე ყოფნას…
  • სუსტდება ან საერთოდ ქრება ურთიერთობების სურვილი. მარტოობა ხდება სასიამვნო. მოდის მთლიანობის და უზრუნველყოფილების შეგრძნება. მოდის იმის გააზრება, რომ ყოველივე გარშემო რაც ხდება არის მხოლოდ და მხოლოდ შინაგანის ანარეკლი. იკარგება იმის ძიების სურვილი, რაც ადრე გეგონა კარგი სხვებში და არ გაგაჩნდა შენ…
  • მთლიანად ქრება შიში და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. შიში უკვე ხდება უფუნქციო, რადგანაც დგება მომენტი, როცა გარშემო განვთრებული მოვლენების სრული მიმღებლობა გიჩნდება…
  • კიდევ უფრო მაღალ სიხშირეებზე, გონება წყვიტავს შიშის და დაბალი თვითშეფასების აზრების და იდეების წარმოქმნას… როგორც სხვა ბევრ რამეს… ოდესღაც,  სულიერი წიგნებიდან ამოკითხული აზრები ხდება გაცნობიერებადი. დგება გააზრებების პერიოდი…
  • გიჩნდებათ აბსოლიტური რწმენა და  მიზნებში მართებულოის განცდა. არ რჩება არანაირი ეჭვის ადაგილი, იმასთან დაკავშირებით – საით მიდიხართ და რატომ.  უმეგობრდებით ინტუიციას, რომელიც არსდროს არ გღალატობთ და არ ცდება…
  • ძლიერდება თქვენი ზემოქმედების არეალი. ის, რასაც ფიქრობთ და ლაპარაკობთ იწყებს ახდენა. ამას ეძახიან იღბალს. ხდები იღბლიანი და ასე ჩნდება ენერგეტიკული პოტენციალი.
  • მოდის უმიზეზო სიხარული, იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. ეს არის შიშისაგან და საკუთარ თავში დაურწმუნებლობისგან განთავისუფლების შედეგი… და ეს არის საოცრი, შეუდარებელი შეგრძნება
  • იღვიძებს გულისხმიერების, თანაგრძნობის, თანადგომის, დახმარების უდიდესი სურვილი და ჩნდება კიდევაც ამის განხორციელების გზები…
  •  ჩნდება ყოფიერების ჭეშმარიტი გაბრწყინება. მოდის სურვილი იარო გაუჩერებლივ და მიხვიდე ბოლომდე… იბადება გრძნობა – თქვენ ეძებდით მთელი ცხოვრება და სწორედ ამას ელოდით, ახლა იპოვეთ და ეს ხართ თქვენ… და უკვე აღარასოდეს დაბრუნდებით უკან და აღარასოდეს ღალატობთ გადაწყვეტილებას იყოთ ის, ვინც ხართ!

ავტორი:თამარა კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი