ოშო – რატომ განიცდიან რევოლუციები მარცხს

0
356

პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი არ არიან რევოლუციები. რევოლუცია შესაძებელია მხოლოდ ინდივიდუალურ სულში. სოციალური რევოლუცია, ეს ფსევდო-მოვლენაა, რადგანაც საზოგადოებას არ გააჩნია საკუთარი სული. რევოლუცია – ეს სულიერი მოვლენაა. რევოლუცია პოლიტიკორი, სოციალური და ეკონომიკური ვერ იქნება. შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური რევოლუცია, სულის რევოლუცია. თუ მილიონობით ინდივიდი შეიცვლება, მაშინ, როგორც შედეგი, საზოგადოებაც შეიცვლება, მაგრამ არა პირიქით. შეუძლებელია ჯერ საზოგადოება შეცვალო და იმედი გქონდეს, რომ შედეგად ინდივიდები შეიცვლებიან.

სწორედ ამიტომ მარცხდებიან რევოლუციები. ჩვენ რევოლუცია არასწორად გვესმის. ჩვენ ვთვლით, რომ თუ შევცვლით საზოგადოებას, შევცვლით მის სტრუქტურას, ეკონომიკურს ან პოლიტიკურს, მაშინ ერთხელაც ინდივიდები, საზოგადოების უშუალო შემადგენლები, ასევე შეიცვლებიან. ეს სისულელეა. ვინ მოახდენს ამ რევოლუციას?

მაგალითად, 1917 წელს რუსეთში მოხდა ეგრეთ წოდებული დიდი რევოლუცია. მაგრამ ვინ ხელმძღვანელობდა მას? ვინ მოვიდა სათავეში? სათავეში მოვიდა იოსებ სტალინი.  სტალინი არ მოსულა რევოლუციის მეშვეობით, იგი თავად იყო იმ საზოგადოების პროდუქტი, რომლის შეცვლასაც ცდილობდა. იგი გაცილებით უფრო სახიფათო მეფე აღმოჩნდა, ვიდრე მეფეები, რომლებიც მან გაანადგურა, რადგანაც იგი ამ მეფეების მემკვიდრე იყო, ფეოდალური საზოგადოების პროდუქტი იყო. იგი ცდილობდა საზოგადოების შეცვლას, მაგრამ თავად დიქტატორის გონება ჰქონდა. მან თავს მოახვია ქვეყანას თავისი დიქტატურა, რევოლუცია კონტრ-რევოლუციად იქცა, – და ეს მარცხი ყველა რევოლუციამ განიცადა, რაც კი ამქვეყნად მომხდარა, რადგანაც რევოლუციონერები – ადამიანთა იგივე ტიპს წარმოადგენენ, რომელსაც ისინი, ვინც სათავეში დგანან. ისინი წარსულის შვილები არიან, მათში არაფერია ახალი. რას გააკეთებენ? – უბრალოდ გაიმეორებენ წარსულს და ამისთვის ახალ იარლიყებს გამოიყენებენ. ისინი ამას კომუნიზმს, სოციალიზმს, ფაშიზმს უწოდებენ – მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევთ ამას, სახელი შეიძება ნებისმიერი იყოს. პათოსურ სახელწოდებებს მხოლოდ შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები.

მოლა ნასრედინი ექიმთან მივიდა გასინჯვაზე და უთხრა:

– გთხოვთ, ყველაფერი მარტივი სიტყვებით ამიხსენით. მე არ მჭირდება არანაირი ჭკვიანური სამედიცინო ტერმინი. ამიხსენით უბრალოდ და გასაგებად, რაშია პრობლემა. არაა საჭირო ლამაზი სახელწოდებების წარმოთქმა ლათინურად ან ბერძნულად. მარტივად ამიხსენით, რა მჭირს?

ექიმმა გამოიკვლია იგი და უთხრა:

– თუ გინდათ, რომ იცოდეთ, მარტივი სიტყვებით ეს შეგვიძლია ასე ვთქვათ: თქვენი ჯანმრთელობა წესრიგშია, უბრალოდ ზარმაცი ხართ.

მოლამ თქვა:

– კარგი, დიდი მადლობა. ახლა მომეცით ამის სამედიცინო სახელწოდება ჩემი ცოლისთვის. და რაც უფრო გრძელი და ჩაკვარახჭინებული იქნება, მით უკეთესი.

ჩვენ განვაგრძობთ ჩაკვარახჭინებული სახელწოდებების მოგონებას, მაგრამ რეალობა თავისი არსით იგივედ რჩება.

1917 წელს არაფერი არ მომხდარა. ერთი მეფის ნაცვლად სხვა მოვიდა, უდავოდ – უფრო საშიში. რატომ, უფრო საშიში? – იმიტომ, რომ სტალინი გადაგდებულ მეფეზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა – და რა თქმა უნდა უფრო ცბიერიც. მან იცოდა, როგორ გაანადგურეს მეფე, ამიტომ კარგად იცოდა, როგორ დაეცვა თავი, რომ მას არ მიჰყოლოდა. მან რუსეთში გაცილებით მეტი მონობა შექმნა, ვიდრე მანამდე იყო, რადგანაც ეშინოდა, რომ ადრე თუ გვიან მასაც გადააგდებდნენ. ამიტომაც მან ყველა ხიდი დაწვა და ყველა კიბე გადააგდო, რომელსაც მანამდე იყენებდა. იგი გამუდმებულ სიფრთხილეში იყო. თავად მეფე არ ყოფილა ასეთი ფრთხილი, რადგანაც ის დაბადებიდან მეფე იყო და მემკვიდრეობად ერგო ტახტი. სტალინი კი თავად იკვლევდა გზას, ეს რთული იყო და ბევრი დრო დასჭირდა ამისთვის, და მას ყველა თავისი მტრის განადგურება მოუხდა.

რევოლუციის შემდეგ მან დაიწყო იმ ადამიანების ხოცვა, რომლებსაც ასე თუ ისე შეეძლოთ კონკურენცია გაეწიათ მისთვის. ტროცკი მოკლულ იქნა იმიტომ, რომ მნიშვნელობით მეორე პირი იყო სტალინის შემდეგ, და ამასთან უფრო გავლენიანი იყო რუსეთში, ვიდრე სტალინი. იგი ინტელექტუალი ებრაელი იყო, მშვენიერი ორატორი და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მასებში. ინტელექტუალურად სტალინი ვერანაირად ვერ შეედრებოდა ტროცკის, ამიტომ მისი მოკვლა მოუხდა. არის ვარაუდი, რომ ლენინიც ასევე თავისი ექიმების მიერ იყო მოწამლული. იმ დროის განმავლობაში, რაც სტალინი ხელისუფლების სათავეში იდგა, მან ყველა პოტენციური კონკურენტი ჩამოიშორა. ერთიმეორეს მიყოლებით განადგურდა პოლიტ-ბიუროს ყველა წევრი. როგორც ჩანს, სტალინი ყველაზე ძლიერი ადამიანი იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, – და მან მთელი ქვეყანა უზარმაზარ ციხედ აქცია.

სწორედ ასე განიცდიან მარცხს რევოლუციები. პირველი მიზეზი: ჩვენ საჭირო ბოლოდან არ ვიწყებთ.

მეორეც, როცა რევოლუცია იმარჯვებს, ყველა რევოლუციონერის განადგურება უწევთ ხოლმე, რადგანაც რევოლუციონერები – სახიფათო ადამიანები არიან. მათ წინა საზოგადოება დაანგრიეს, ამიტომ შეუძლიათ მომდევნოც დაანგრიონ, რადგანაც მიდრეკილება აქვთ რევოლუციისკენ. მათ მხოლოდ ერთი რამ იციან, მხოლოდ ერთი საქმის სპეციალისტები არიან – მთავრობის დამხობის. მათთვის სულერთია, რა მთავრობაა ეს. რაც იციან, რაშიც ძლიერები არიან – ეს მთავრობის დამხობაა. როცა რევოლუცია იმარჯვებს, იმ ხალხის პირველი ამოცანა, რომლებიც სათავეში მოდიან, იმ დარჩენილი რევოლუციონერების განადგურებაა, რომელთა წყალობითაც მთავრობაში მოვიდნენ. ნებისმიერი რევოლუცია კონტრ-რევოლუციად იქცევა, რადგანაც ადამიანები, რომელთა ძალისხმევითაც ლიდერები სათავეში მოდიან, სახიფათონი აღმოჩნდებიან ხოლმე.

შეეცადეთ გაიგოთ ეს. რევოლუციონერის გონება დამანგრეველია: მან იცის ნგრევა, მაგრამ არ იცის შენება. მას შეუძლია ძალადობისკენ მოუწოდოს ხალხს, მაგრამ საერთოდ არ ძალუძს – დაეხმაროს ადამიანებს იმაში, რომ დამშვიდდნენ, სამუშაოდ წავიდნენ და რაღაც შექმნან. მას არ ესმის ეს ენა: მთელი თავისი ცხოვრება ის რევოლუციონერი იყო, მთელი მისი სამუშაო, მთელი მისი საქმიანობა მიმართული იყო იმაზე, რომ დაენგრია, ადამიანების პროვოცირება მოეხდინა. მან მხოლოდ ეს ენა იცის; შეუძლებელია, რომ მან ცხოვრების ბოლოს შეიცვალოს პარადიგმა.

ამიტომ მათ, ვინც ხელისუფლებაში მოდიან, დარჩენილი რევოლუციონერების განადგურება უხდებათ. ნებისმიერი რევოლუცია ანადგურებს თავის მამებს, – ეს გარდუვალია, – და როცა ეს მამები კვდებიან, რევოლუცია კონტრ-რევოლუციად იქცევა. ის უკვე აღარაა რევოლუციური, ის უკვე ანტირევოლუციურია.

რაღაც მსგავსი მოხდა ცოტა ხნის წინ ინდოეთშიც. ჯეიპრაკაშ ნარაიანამ დიდი გადატრიალება მოახდინა, იგი მთავრობის შეცვლაში დაეხმარა ქვეყანას. ხელისუფლებაში მოსული ადამიანები, მორარჯი დესაი და კომპანია, სწორედ ჯეიპრაკაშ ნარაიანას წყალობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მაგრამ როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, მაშინვე დაიწყეს ნარაიანას ჩამოცილება, დააკნინეს მისი მნიშვნელობა. მათ შეესინდათ: „ეს ადამიანი სახიფათოა, მას ავტორიტეტი აქვს მასების წინაშე. მის გამო შესაძლოა პრობლემები შეგვექმნას. აუცილებელია მისი მნიშვნელობის დაგდება, ნულამდე დაგდება“.

იგივე მოხდა, როცა ამ ქვეყანაში ბრიტანული მმართველობა გადააგდეს. გადატრიალება მაჰატმა განდის ხელმძღვანელობით მოხდა. როგორც კი ხელისუფლება ინდოელების ხელში გადავიდა, მათ მაჰატმა განდის იგნორირება დაიწყეს. მისი ბოლოს სიტყვები იყო: „მე არავინ არ მისმენს. მე ყველაზე უსარგებლო ადამიანი ვარ“. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მისი წყალობით მოხვდნენ იქ, მაგრამ მას არავინ უსმენდა. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ამ ადამიანების ხელი ურევია მის მკვლელობაში. შესაძლოა ისინი არიან ამ მკვლელობის მონაწილეები პირდაპირ ან ირიბად: მათ მშვენივრად ესმოდათ, რომ განდის მოკლავდნენ, მაგრამ არანაირი თავდაცვის ზომა არ მიიღეს. ამგვარად ირიბად შეუწყვეს ხელი მკვლელობას.

ხელისუფლების სათავეში მორარჯი დესაი იდგა. მან იცოდა, რომ შეთქმულება მზადდებოდა, მაგრამ არანაირი ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის. შესაძლოა, გულის სიღრმეში დესაის და კომპანიას უნდოდათ მაჰატმას თავიდან მოშორება, რადგანაც იგი გამუდმებით ქმნიდა სირთულეებს და ხელს უწყობდა ძველ იდეას. იგი კვლავაც ეჭიდებოდა თავის ძველ იდეას: ის ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო და ახლაც განაგრძნობდა მის წინააღმდეგ ყოფნას. ახლა მას თავისი ხელისუფლება ჰქონდა, მაგრამ განუწყვეტლივ განაგრძობდა მის კრიტიკას, და მთავრობის წევრები უხერხულად გრძნობდნენ თავს. მისი მკვლელობის შემდეგ კი შვებით ამოისუნთქეს. თუმცა ისინი მოთქვამდნენ და ტიროდნენ, და ამბობდნენ, რომ საშინელი უბედურება მოხდა, გულის სიღრმეში შვებას გრძნობდნენ.

იგივე სიტუაცია მოხდა ჯეიპრაკაშ ნარაიანასთან დაკავშირებითაც: ახლა ის გრძნობს, რომ მის იგნორირებას ახდენენ, რომ მას არ ითვალისწინებენ. სინამდვილეში, ადამიანები, რომლებიც სათავეში დგანან, ლოცულობენ, რომ ის მალე მოკვდეს. იგი ძალიან ავადაა, კვირაში რამდენიმე დღე „ხელოვნური თირკმლის“ აპატარზეა შეერთებული. მას არ შეუძლია მუშაობა, მისი სხეული დღითიდღე სუსტდება. როგორც ჩანს ძალიან უხარიათ, რომ ის მალე წავა, და მაშინ აღარავის ექნება იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე მათ აქვთ.

მე მინდა ვუთხრა ჯეიპრაკაშს…

მე მიყვარს ეს ადამიანი. ის კარგი ადამიანია – იმდენად კარგი, რომ პოლიტიკა არ უნდა გამხდარიყო მისი ბედი. ის არაა პოლიტიკოსი. ის პოეტია, მეოცნებე, უტოპისტი, კარგი ადამიანი. ყველა მეოცნებე – კარგი ადამიანია.

მე მინდა ვუთხრა მას: ბოდიში მოიხადეთ ქვეყნის წინაშე, სანამ მოკვდებით. უთხარით ქვეყანას, რომ თქვენც და მთელი ქვეყანაც ძალაუფლებას მოწყურებულმა პოლიტიკოსების ბანდამ მოატყუა. უთხარით ქვეყანას, რომ რევოლუცია ჩავარდა! და არ დაგავიწყდეთ ისიც უთხრათ, რომ ზუსტად ასევე განიცდის კრახს ყველა რევლუცია, რადგანაც თავად მათი საფუძველია არასწორი.

შეუძლებელია რევოლუციის თავსმოხვევა ზემოდან. ვინ გვახვევს თავს? ადამიანები, რომლებიც თავს გვახვევენ რევოლუციას, წარსულის ნაწილს წარმოადგენენ და წარსულის გაგრძელება იქნებიან. უთხარით ხალხს, რომ პოლიტიკურ რევოლუციებს არ აქვთ მომავალი. შესაძლებელია მხოლოდ ერთი რევოლუცია – სულიერი: ყოველი ინდივიდი უნდა შეიცვალოს შიგნიდან. თუ მილიონობით ადამიანი შეძლებს შეცვლას, მაშინ საზოგადოებაც შეიცვლება. სხვა გზა, უფრო მოკლე გზა არ არსებობს.

აუცილებელია ასევე გაიგოთ, რომ ნებისმიერი განვითარებადი სისტემის განუყოფელი თვისებაა, რომ გმირები, რომლებიც მასში ჩნდებიან, გმირებს მხოლოდ იმ კონტექსტში წარმოადგენენ, რომელიც მათი  გამოჩენის პროვოცირებას ახდენს. როგორც კი ეს გმირები გადალახავენ და შეცვლიან ამ კონტექსტს, ისინი თავად ხდებიან კონტექსი, რომელც აუცილებლად კვლავ უნდა შეიცვალოს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი