ალფრედ ადლერი – არასრულფასოვნება

0
175

ალფრედ ადლერმა შემოგვთავაზა ახალი შეხედულება ადამიანის ინდივიდუალურობის შესახებ, რომელიც განსხვავდებოდა მანამდე არსებული მოძველებული შეხედულებებისგან, რომ ინდივიდი ინსტიქტების და კონფლიქტების მსხვერპლია და განწირულია ბიოლოგიური ძალების ან ბავშვობაში მიღებული გამოცდილების მიერ. ადლერი თავის მიდგომას უწოდებდა ”ინდივიდუალურობის ფსიქოლოგიას”, რადგან ის ადამიანს განიხილავს, როგორც უნიკალურ ინდივიდს და უარყოფს თეორიას უნივერსალური ბიოლოგიური მოტივების და მიზნების შესახებ, როგორც ამას აღწერდა ზიგმუნდ ფროიდი.

ადლერის აზრით, საკუთარი პიროვნულობა ფორმირდება საკუთარი უნიკალური სოციალური გარემოს და ურთიერთობების და არა ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შედეგად. გარდა ამისა, ფროიდისთვის სექსუალური მოთხხოვნილებები იყო ერთ ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი ინდივიდში, ადლერმა კი სექსის როლი შეამცირა საკუთარ თეორიაში.

ადლერისთვის, გონიერებაზე, და არა უგუნურებაზე, დაყრდნობილი ქცევაა ადამიანისთვის დამახასიათებელი. ადამიანი აქტიურად არის ჩართული საკუთარი თავის ჩამოყალიბებაში და საკუთარი მომავლის დაგეგმვაში.

ადლერი თვლის, რომ ადამიანში ძირითად მამოტივირებელ ძალას წარმოადგენს არასრულფასოვნების გრძნობა. ”იყო ადამიანი, ნიშნავს განიცდიდიე საკუთარ თავს არასრულფასოვნად” – წერდა იგი,- იმიტომ, რომ ეს არის ყველა ჩვენგანისთვის საერთო მდგომარეობა, თუმცა, ეს არ არის ავადმყოფობის ნიშანი”.

ადლერი ფიქრობდა, რომ არასრულფასოვნების განცდა ძირითადი რესურსია მიღწევისთვის. მცდელობა, რომ ადამიანმა გადაფაროს საკუთარი რეალური თუ წარმოსახვითი არასრულფასოვნება, გამოიხატება სხვა შესაძლებლობით კომპენსაციაში. ადამიანი იმართება ძალით, რომ გადაფაროს ეს არასრულფასოვნების გრძნობა, ამისთვის ის ესწრაფვის მასში არსებული შესაძლებლობა მაქსიმალურ დონეზე განავითაროს.

ეს პროცესი იწყება ჩვილობიდან. ჩვილები აბსოლუტურად დამოკიდებულნი არიან მოზრდილებზე. ადლერს სჯეროდა, რომ ჩვილმა იცის საკუთარი მშობლის სიძლიერეების და მცდელობების შესახებ, წინააღმდეგობა გაუწიოს ან გამოიწვიოს ეს ძალები. შედეგად, ბავშვს უყალიბდება არასრულფასოვნების განცდა იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი ადამიანები არიან მის გვერდით.

ასევე, არასრულფასოვნების პირველადი გამოცდილება ვრცელდება ყველზე, ჩვილობის პერიოდში და არ არის განპირობებიული გენეტიკური ფაქტორებით.

არასრულფასოვნების განცდა არის გარდაუვალი და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის ამოძრავებს, ამოქმედებს მიღწევისა და ზრდის მოთხოვნილებას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი