ოშო:„ურთიერთობის მცდელობები ან გარეთ გაქცევა ცუდ შედეგებს იძლევიან“.

0
726

მე მსმენია ერთ პოეტზე, რომელიც ტყეში დაიკარგა და სამი დღე საჭმლის გარეშე გაატარა იქ. როცა სავსე მთვარე ამოვიდა, შეხედა მას და გაუკვირდა, რადგანაც მთელი ცხოვრება, როცა არ უნდა შეეხედა სავსე მთვარისთვის, ყოველთვის ქალის სახის სილამაზეს, თავის შეყვარებულს აგონებდა. მაგრამ იმ ღამით, სამდღიანი შიმშილობის შემდეგ, გატანჯულმა, მწყურვალმა პოეტმა მთვარეს შეხედა და ჩაპატი, ხმიადი, დაინახა, რომელიც ცაზე დაცურავდა ღრუბლებს შორის. იგი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა: „რა პოეზიაა ეს? მე დიადი პოეტი ვარ, სავსე მთვარე კი ხმიადივით გამოიყურება!“

ყველასთვის ცნობილია, რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში გაკლიათ რაღაც, მაშინ თქვენს წარმოსახვაში იწყებთ მისი შემცვლელის ძიებას. და თუ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდით ტყეში, მარტოობაში და ერთი ქალიც კი არ გინახავთ, მაშინ მსოფლიოში ყველაზე უსახური ქალიც კი კლეოპატრად მოგეჩვენებათ.

მოლა ნასრედინი ხანდახან ტყეში მიდის საცხოვრებლად. მას იქ ქოხი აქვს. დროდადრო ამბობს: „სამი კვირით მივდივარ“, მაგრამ უკვე მეორე კვირის ბოლოს ან ათი დღის შემდეგაც კი ბრუნდება.

მე ვკითხე ნასრედინს:

– შენ ხშირად ამბობ, რომ სამი ან ოთხი კვირით მიდიხარ, მაგრამ ორ კვირაში ან უფრო ადრე ბრუნდები. რატომ?

მან მიპასუხა:

– ეს შემთხვევითი არაა. მე იქ ქალი მყავს, რომელიც იქაურობას უვლის. ის საოცრად უსახური, მახინჯი და საშინელია! როგორც კი შეხედავ, მაშინვე ღებინება გეწყება.

– კი მაგრამ, რით უკავშირდება ეს შენს ადრეულ დაბრუნებებს? – ვკითხე მე.

– ახლავე აგიხსნი, – მიპასუხა მან. – როცა ტყის ქოხში მივდივარ, ეს ქალი მახინჯი მეჩვენება. მაგრამ თანდათან, ოთხი-ხუთი დღის შემდეგ, ისეთი მახინჯი აღარ ჩანს. რვა-ათი დღის შემდეგ რაღაც სილამაზეს ვხედავ მასში. იმ დღეს როცა სილამაზეს ვხედავ, გამოვრბივარ იქიდან. ეს ნიშნავს, რომ საკმარისია! ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდხანს ვიყავი სამყაროსგან მოშორებით, საკუთარი ცოლისგან მოშორებით, რადგან ასეთი მახინჯი ქალი ლამაზად მეჩვენება! ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ძალიან მომშივდა. მე ვამბობ, რომ სამი-ოთხი კვირით მივდივარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი ნამდვილი კრიტერიუმი შემდეგში მდგომარეობს: იმ დღეს, როცა მახინჯი ქალი ლამაზად მეჩვენება და ფანტაზიები მიჩნდება მასთან დაკავშირებით, მაშინვე მოვდივარ იქიდან. ვიცი, რომ ეს ქალი მახინჯია და კიდევ რამდენიმე დღით დარჩენა სახიფათოა: შეიძლება შემიყვარდეს ეს უსახური ქალი!“

სიყვარული ვერ გაჩნდება მარტოობისგან. მარტოობისგან შესაძლოა მხოლოდ საჭიროება გაჩნდეს. სიყვარული – ეს არაა საჭიროება. მაშ, რა არის სიყვარული? სიყვარული – ეს ფუფუნებაა. იგი მარტოსულობაში იბადება, როცა თქვენ ბედნიერი ხართ, როცა თქვენ გახარებული ხართ, როცა თქვენს მარტოსულობას ზეიმობთ, როცა უზარმაზარი ენერგია გამუდმებით გავსებთ. თქვენ არავინ გჭირდებათ. ასეთ მომენტებში იმხელა ენერგია გაქვთ, რომ მისი გაზიარება გინდათ, – და მაშინ თქვენ გასცემთ. გასცემთ, რადგან ძალიან ბევრი გაქვთ, გასცემთ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ. სწორედ ესაა სიყვარული.

ადამიანთაგან მხოლოდ ცოტას შეუძლია სიყვარულის შეცნობა, და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავდაპირველად მარტოსულობას შეიცნობენ. როცა მარტოსულობაში იმყოფებით, მედიტაცია რაღაც უბრალო, ბუნებრივი, სპონტანური ხდება. მაშინ თქვენ უბრალოდ ზიხართ, არაფერს აკეთებთ, და მედიტაციაში ხართ. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე მანტრის გამეორება, თქვენ არ გჭირდებათ რაიმე სულელური ბგერის გამეორება. თქვენ უბრალოდ ზიხართ, ან სეირნობთ, თქვენს საქმეებს აკეთებთ, და მედიტაცია თქვენს გარშემოა, როგორც თეთრი ღრუბელი, მთელ სივრცეს იკავებს თქვენს გარშემო. თითქოს სინათლით ხართ სავსე, შერწყმული ხართ მასში, გარშემორტყმული ხართ მისით, და ეს სიჯანსაღე განუწყვეტლივ გროვდება თქვენში. ახლა თქვენ გაზიარებას იწყებთ. სხვა რა შეგიძლიათ აკეთოთ?

როცა თქვენს გულში სიმღერა იბადება, არ შეგიძლიათ, რომ არ იმღეროთ. როცა თქვენს გულში სიყვარული იბადება, სიყვარული კი – მარტოსულობის შედეგი პროდუქტია, – გარეთ იწყებთ მის გადმოღვრას. როცა ღრუბელი ტენით ივსება, მაშინვე წვიმად იღვრება; როცა ყვავილი არომატით ივსება, აუცილებლად აფრქვევს მას. არომატი იხარჯება, მაგრამ იგი არსად არაა მიმართული; ყვავილი არ კითხულობს: „რას მივიღებ სანაცვლოდ?“ ყვავილი ბედნიერია უკვე იმიტომ, რომ ქარები საკმარისად კეთილები აღმოჩნდნენ და გაანთავისუფლეს იგი ამ მოვალეობისგან. სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული. მასში არაა მესაკუთრეობა. სწორედ ესაა ნამდვილი მედიტაცია. მასში არაა ძალისხმევა.

შენ რაღაც საოცრად ძვირფასი დაგემართა, მაგრამ არასწორ ინტერპრეტაციას იყენებ.

შენ ამბობ: „მოვლენათა უზარმაზარი და გამომფიტველი ტალღის შემდეგ, ვრჩები რა ძალიან ღრმა განცდის შესახებ მოგონებასთან ერთად, მე პირისპირ ვრჩები მარტოსულობის ახალ შეგრძნებასთან“.

გთხოვ, ნუ უწოდებ ამას მარტოსულობას, ან თუ მარტოსულობას უწოდებ, ეცადე გაიგო მისი ბუნება.

„ურთიერთობის მცდელობები ან გარეთ გაქცევა ცუდ შედეგებს იძლევიან“.

ისინი უცილობლად მოგცემენ ცუდ შედეგებს – რადგანაც სინამდვილეში ეს მარტოობაა. თუ გაექცევი მას, რაღაცას გაუშვებ ხელიდან. შენ საკუთარ შინაგან საგანძურს გაურბიხარ, საკუთარ სიმდიდრეს გაურბიხარ, საკუთარ შინაგან სამეფოს გაურბიხარ. შედეგები კატასტროფული იქნება. არ გაქცე მას, ჩაუღრმავდი მას რაც შეიძლება მეტად, დაივიწყე გაქცევა. შენ მთელი ცხოვრება გარბოდი. ამჯერად – არა! ამჯერად უნდა შეხვიდე მასში.  ანჯერად მთელი ტოტალურობით უნდა შეიგრძნო იგი. შენ ის უნდა გახდე, სრულად უნდა დაინახო, თუ რა არის ეს. როცა შეიცნობ მას, განიცდი მას, გაჩნდება სრულიად ახალი ადამიანი. შენ ხელახლა დაიბადები.

მე გაკვირდებოდი: მას შემდეგ, რაც აქ გამოჩნდი, გამუდმებით გაკვირდებოდი. შენს გვერდით ვიყავი, თვალებში გიყურებდი, შენი სახის გამომეტყველებას ვხედავდი, – მოხდა რაღაც ნამდვილად სიღრმისეული. მაგრამ გაცილებით უფრო მეტი წინ გაქვს! და თუ გაიქცევი, ხელიდან გაუშვებ ამ „გაცილებით მეტს“, რომელიც გელოდება. არა! ამჯერად – არა! შენ ეს უკვე ბევრჯერ გააკეთე, შენ ეს მრავალი ცხოვრების განმავლობაში გიკეთებია. ამჯერად გადააგდე მთელი შიში, გადააგდე მთელი მეხსიერება და იარე მარტოსულობის ამ ახალი შეგრძნებისკენ. სინამდვილეში ეს მარტოობა კი არა, მარტოსულობაა. შენ არ გჭირდება მისგან გაქცევა. როცა მარტოობას გაურბიხარ, უკეთ გრძნობ თავს. თუ მარტოსულობას გაექცევი, უარესად იგრძნობ თავს.

„ურთიერთობის მცდელობები ან გარეთ გაქცევა ცუდ შედეგებს იძლევიან“.

ახლა შენ არ გჭირდება ურთიერთობა. ნება მიეცი მას, რომ დაგროვდეს, ღრუბლად იქცეს, ტენით სავსე ღრუბლად, მაშინ ურთიერთობა თავისთავად მოხდება, მაშინ აღარ დაგჭირდება ძალისხმევა ურთიერთობის დასამყარებლად. თუკი ახლა დაიწყებ ურთიერთობას, ეს კვლავაც ურთიერთობის საბაბით ვინმეს პოვნის საშუალება იქნება. ეს გაქცევა იქნება. ჯობია ნება მისცე ურთიერთობას, რომ თავისთავად მოხდეს. უბრალოდ განაგრძე შენი მარტოსულობის დაგროვება, და ერთხელაც შენ დაინახავ, რომ ეს სისავსე, ეს კეთილსურნელება გარეთ გამონთავისუფლდება. ერთხელაც დაინახავ, რომ საკუთარი თავის გაზიარება დაიწყე, მაგრამ ამასთან უბრალოდ დამკვირვებლად დარჩები. შენ არ იქნები მკეთებელი, შენ უბრალოდ დამკვირვებელი იქნები.

რატომ ვეჭიდები ამ ჩვევას: გავექცე მარტოსულობას?“

რადგან აქამდე ვერ მიხვდი, რომ ეს მარტოსულობაა! შენ განაგრძობ მის ინტერპრეტირებას – როგორც მარტოობისას. მე შემიძლია გავიგო ეს. ამას ყველა აკეთებს, როცა პირველად გრძნობ მარტოსულობას, შენ ახდენ მისი, როგორც მარტოობის ინტერპრეტაციას, რადგანაც მარტოობა – შენთვის ცნობილი მოვლენაა, შენ გრძნობდი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმ მომენტში, როცა ბავშვი დედის წიაღს ტოვებს, ხდება მარტოობის პირველი განცდა, იგი მარტოდ გრძნობს თავს: მას სახლის დატოვება მოუხდა.

ყველაზე დიდი ტრამვა ხდება, როცა ბავშვს დედის საშვილოსნოს დატოვება უწევს. მას უნდა დარჩეს მასში, არ უნდა იქიდან გამოსვლა. იგი ცხრა თვის განმავლობაში იმყოფებოდა საშვილოსნოში, მან შეიყვარა ეს სივრცე, ამ სივრცის სითბო, სადაც მასზე ასე ზრუნავდნენ, სადაც არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი პრობლემები არ ჰქონდა. რატომ უნდა გამოვიდეს იქიდან? მაგრამ მას აგდებენ იქიდან. თავად არ უნდა ეს. დაბადების შემდეგ მას ცხოვრება ელის, მაგრამ ბავში ფიქრობს, რომ სიკვდილი ელის. მისთვის ეს სიკვდილია, რადგანაც იმ სიცოცხლის დასასრულია, რომელსაც ცხრა თვის განმავლობაში იცნობდა. ბავშვი შოკს განიცდის, იგი დასჯილად გრძნობს თავს. და მას ჯერ არ შეუძლია ფიქრი, ამიტომაც ეს განცდა ღრმად აღწევს მის სხეულში. ეს არაა აზრი. ეს მთელი მისი არსის განცდაა, ამიტომ მისი სხეულის ყოველ უჯრედში აღწევს და იქ ინახება. ეს მარტოობის პირველი განცდაა. შემდეგ მას მრავალი სხვა  ასეთი განცდა მოსდევს.

ერთხელაც დედა ძუძუს აშორებს ბავშს, და ბავში მარტო რჩება. შემდეგ დედა ძიძას სთხოვს, რომ ბავშზე იზრუნოს, და იგი კვლავ მარტო რჩება. შემდეგ უფლებას არ აძლევენ, რომ დედასთან ერთად ერთ ოთახში დაიძინოს, ცალკე ოთახს გამოუყოფენ – და კვლავ მარტოობაშია. გაიხსენეთ თქვენი ბავშობის ის დღე, როცა პირველად მოგიხდათ მარტო დაძინება: გარშემო სიცივე და სიბნელეა, გვერდით კი არავინაა. აქამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო: დედა გვერდით გყავდათ, მისი სხეულის სითბო და სინაზე ყოველთვის მისაწვდომი იყო. ახლა ბავშვი ფუმფულა სათამაშოს იხუტებს, მაგრამ ნუთუ შეუძლია მას დედის შეცვლა? ან ზეწარს ეჭიდება, მაგრამ შეცვლის კი ეს დედას? ეს უბადრუკი შემცვლელებია, მაგრამ ბავშვი რაღაცნაირად კმაყოფილდება ამით. სიბნელეში ძალიან მარტოდ, მიტოვებულად, უარყოფილად გრძნობს თავს. ყველა ეს ჭრილობა გროვდება და აღრმავებს მარტოობის შეგრძნებას. შემდეგ ერთხელაც ბავშვს უხდება, რომ დატოვოს სახლი და იცხოვროს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში უცნობ ადამიანებთან. უბრალოდ გაიხსენეთ ეს ჭრილობები, ისინი ყველა თქვენშია! და ასე გრძელდება განუწყვეტლივ: მთელი თქვენი ცხოვრება – ეს მარტოობის განცდის ხანგრძლივი პროცესია.

შემდეგ, შემთხვევით, თქვენთან მოდის ღრმა განცდა, და ამ განცდის მეშვეობით თქვენი არსების გამობრწყინებას ხედავთ, მაგრამ მთელმა თქვენი გონება მხოლოდ მარტოობას იცნობს, ამიტომაც მარტოსულობის განცდას მარტოობის განცდად აქცევს. იგი ახდენს მარტოსულობის, როგორც მარტოობის ინტერპრეტაციას, მარტოსულობის განცდას განსაზღვრავს, როგორც მარტოობის განცდას.

სწორედ აქ უშვებ შეცდომას. დაივიწყე შენი ინტერპრეტაცია. სინამდვილეში რაღაც ახალი ხდება. ეს ახალი განცდაა, და ამიტომაც შენ არ შეგიძლია გაერკვე, თუ რა არის ეს. ამის გაგების ერთადერთი საშუალება – მასში ჩაღრმავებაა. როგორც ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა: „როცა წყალს სვამთ, მხოლოდ თქვენ იცით, თბილის იგი თუ ცივი“.

შესვი ეს მარტოსულობა. იგემე, შესვი ის ახალი ენერგია, რომელიც გაგეხსნა. შენ გაგიკვირდება: ეს არ იქნება რაღაც, რასაც ადრე იცნობდი. ეს თავისუფლებაა. თავისუფლება სხვა ადამიანებისგან. ესაა ის, რასაც აღმოსავლეთში მოქშას, სრულ თავისუფლებას ვუწოდებთ. ამ თავისუფლების განცდის შემდეგ შესაძლებელი გახდება სიყვარული, ამ თავისუფლების განცდის შემდეგ მოხდება ურთიერთობა, ამ თავისუფლების განცდის შემდეგ შენს ცხოვრებას სრულიად სხვა აზრი, ახალი სილამაზე, ახალი ბრწყინვალება გაუჩნდება. გამონთავისუფლდება მთელი შენი დაფარული სილამაზე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი