თამარ კვარაცხელია – საიდან ვიღებთ ინფორმაციას ეგოდან თუ შინაგანი ,,მე”-დან

0
236

ეგო ამბობს: მე მჭირდება, მე მინდა, მე უნდა….

იმ წუთშივე ირთვება გონება და „მინდას“ მისაღებად იწყებს უამრავი ვარიანტების გადარჩევას. გადარჩევის პროცესის დროს, ეყრდნობა ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სხვების აზრს, სადღაც გაუგია, წაუკითხავს, მეცნიერულ ფაქტებს და ა.შ.

„მე მინდა“-ზე შეთავაზებული უამრავი ვარიანტიდან ადამიანი ირჩევს მისთვის მისაღებს. თანაც, ეგო მშიშარაა. ეშინია შეცდომის დაშვების და მუდმივად ეძებს ასარჩევ ვარიანტებში გარანტიებს, იზღვევს თავს და გათვლას აკეთებს წვრილმანებადე.

როცა, ეგო და გონება შეთანხმებულად მუშაობენ, ადამიანი ცდილობს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. ისინი აწვდიან ისეთ აზრებს  და აკეთებნებენ ისეთ საქმეებს, რომელიც სოციუმში ნებადართული, მისაღები და მოწონებულია. გამოდის რომ ეგოსთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მასზე სხვები, როგორ შეაფასებენ და ა.შ. გარდა ამაისა, ის ადვილად ღიზიანდება, ემოციურია, აკრიტიკებს, მსხვერპლის როლშია და მუდმივად იცავს თავს ვიღაცისგან და რაღაცისგან,  განუწყვეტლივ რაღაცას ამტკიცებს, კამათობს, აქვს სხვებზე უპირატესობის მიღების სურვილი, დაობს, ეპარება ეჭვი….

თუ კი ადამიანი  გრძნობს თავს შესაბამისად – ჯერჯერობით ცხოვრობს ეგოში (დაბალ ენერგეტიკულ სიხშირეზე).

შევადაროთ ეგო შინაგან ხმას (იგიბე ინტუიცია, მეორე „მე“), გულთან და სულთან კავშირი. როდესაც აქტიურდება ინტუიცია, გონება დუმს. ამ დროს, ადამიანს აქვს სრული მიმღებლობა. არის მშვიდი, გაწონასწორებული, იმყოფება ბატონ-პატრონის როლში, არ ითხოვს არანარ გარატიას, იმიტომ, რომ აქვს მიმღებლობა და ნდობა… ეგოსგან გასხვავებით, ინფორმაციას აღიქვამს სხვა გზით, სხვა კუთხით . მას აქვს წვდომა უმაღლეს გონთან (რომელიც გაცილებით დიდი ხნის არის ვიდრე, თავად ადამიანის ერთი სიცოცხლე) თავისი შინაგანი „მე“-თი. იცის მასთან ურთიერთობა და პასუხების იღებს გრძნობების და ხედვების მეშვეობით.

მაგალითად: ადამიანმა მიიღო გარკვეული ინფორმაცია გარემოდან (კერძოდ, დაინახა კაცი, რომელსაც აქვს ჩალურჯებული თვალი და ეუბნება, რომ მოყვა არვარიაში), მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას აწვდიან გარედან, ინტუიცია აქტიურდება დამოუკიდებლად. ის, მოდის უმაღლესი გონის გამოცდილებასთან შესაბამისობაში და წამის გაელვებაში – შეგრძნებების და აზრების ნაკადის სახით იღებს ინფორმაციას. ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ გონება ვერ ასწრებს პროცესში ჩართვას (ვერ უკეთებს ანალიზს, არ ეძებს ვარიანტებს). გონებას სხვა როლი აქვს ამ ეტაპზე. ის დაკავებულია ნაკადში შემომავალი წამიერი გასხივოსნების გაშიფრვით, შეგრძნებების აღქმით. აქ არის ერთი მაგრამ, თუ კი მას სთხოვთ და მისცემთ ნებართვას, შეგიძლიათ გონება ჩართოთ პროცესში და დამხმარე როლში, მაგრამ ძირითადად, გონება ამ დროს დუმს. ეს მხოლოდ პრაქტიკით მიიღწევა.

აღწერილი მდგომარეობაზე გასვლა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ მის მერე, რაც ადამიანი შინაგანად გახდება კრისტალურად სუფთა (განთავისუფლდება ყველა  დაბალი ვიბრაციების დონეებისგან – დედამიწის და კოსმოსის კუნდალინი).

თუ კი ადამიანი თავს გრძნობს ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი – მიჰყვება გულის კარნახს, ცხოვრობს ინტუიციის შესაბამისად, ჰარმონიაშია და ინფორმაციას იღებს უმაღლესი „მე“-დან.

ალბათ, ყველას გქონიათ შემთხვევა, პირველად მოსული აზრი განგიგდიათ და მერე გინანიათ. დაბადებიდან ყველას აქვს კავშირი უმაღლეს „მე“-სთან და ეს ფუნქცია კი არ იკარგება დროთა განმავლობაში არამედ, „ჩლუნგდება“. ამას ხელს უწყობს სოციუმი თავსმოხვეული სტერეოტიპებით და მოგვიანებით კი ადამიანში ჩამოყალიბებული შეხედულებები, მტკიცებულებები, რწმუნობულებები. რის შედეგად, ინტუიცია დუნდება და ატროფირდება.

კარგი ამბავი არის ის, რომ ნებიმიერ ასაკში შესაძლებელია დაუბრულდე პირველწყაროს. ისწავლო საკუთარ თვთან ურთიერთობა, ჩაიხედო შინაგან სამყაროში, ყური უგდო ინტუიციას.

რა არის ამისთვის საჭრო?

აუცილებელია მაღალ ვიბრაციულ ველზე გადასვლა – მიმღებლობა!

– პირველ რიგში საკუთარი თავის მიმღებლობა.

– შემდეგ გამოუცხადოთ თავს ნდობა (პირველი აზრი კარნახია ზემოდან, ის იმწუთშივე უნდა დაიჭირო. ყველა შემდგომი აზრები უკვე გაანალიზებული და დეტალური განხილვის შედეგია).

– გქონდეს ყოველდღიური ურთიერთობა მასთან.

როდესაც საკუთარ თავზე გამოცდის ადამიანი ორივეს ძალას, მიხვდება სად გადის ზღვარი ინტუიციას და ეგოს შორის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი