ჯონ ასარაფი – თქვენი ცხოვრება გადაიქცევა იმის შესაბამისად, რისიც ყველაზე მეტად გჯერათ

0
1568
არ არის არაფერი სწორი და მკვრივი. – ასეთია კვანტური ფიზიკის სამყარო. დადგინდა, რომ მხოლოდ აზრებს შეუძლიათ მოაგროვონ და ადგილზე გააჩერონ ის «ობიექტები», რომელსაც ვხედავთ მუდმივად ცვალებად ენერგეტიკულ ველზე.
მაშ, რატომ ვხედავთ ადამიანს და არა მუდმივად ნათებად, ბლანტ ენერგიას?
წარმოიდგინეთ, კინო ფილმის ფირი. ფილმი – ეს კადრების ნაკრებია, 24 კადრი წამის სიხშირით. კადრები დაყოფილია დროის ინტერვალით, თუმცა, სიჩქარის წყალობით რა დროსაც ერთი კადრი ცვლის მეორეს, მიმდინარეობს ენერგიების გაცვლა და ამ დროს ჩვენ გვგონია, რომ ვხედავთ უწყვეტ და მოძრავ გამოსახულებას.
ახლა, გაიხსენეთ ტელევიზია. ელექტრო-გამოსხივებადი  სატელევიზიო მილი – ეს უბრალოდ მილია უამრავი ელექტრონებით, რომლებიც ეჯახება ეკრანს გარკვეული სახით და ამით ქმნის ფორმის და მოძრაობის ილუზიას.
აი, რას წარმოადგენს ყველა ობიექტი, ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ 5 ფიზიკური გრძნობის ორგანო (მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა, შეხება). თითოეულ მათგანს გააჩნია გარკვეული სპექტრი (მაგალითად, ძაღლს ესმის სხვა დიაპაზონში, ვიდრე ადამიანს; გველი ხედავს სხვა სპექტრში, ვიდრე ადამიანი და ა.შ.). სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი გრძნობითი აღქმის ნაკრები, გარშემო არსებულ სამყაროს ენერგიებს აღიქვამს გარკვეული შეზღუდული ხედვიდან და აქედან გამომდინარე, აწყობს გამოსახულებას. 
ეს არა სრული და  არც ისე ზუსტი სურათია – მხოლოდ ინტერპრეტაციაა. ყველა ინტერპრეტაცია დაფუძნებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული რეალობის «შინაგან რუქაზე» და არა ობიექტურ ჭეშმარიტებაზე. ჩვენი «რუქა» – ეს არის სიცოცხლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილები. ჩვენი აზრები დაკავშირებულია ამ უჩინარ ენერგიებთან და ისინი საზღვრავენ იმას, რასაც აყალიბებენ მოგვიანებით ეს უჩინარი ენერგიები.  აზრი, პირდაპირი გაგებით, სამყაროში გადაარჩევს  ნაწილაკებს ნაწილაკებზე, რათა შექმნას ფიზიკური რეალობა.
მიმოიხედეთ გარშემო. რასაც ხედავთ ფიზიკურ რეალობაში, დაიწო როგორც იდეა – იდეა, რომელიც იმის მიხედვით თუ როგორ  აზიარებდნენ და გადმოსცემდნენ, გაიზარდა იმდენად, რომ რამდენიმე ეტაპის გავლის შედეგად გახდა ფიზიკური ობიექტი.ფაქტიურად, თქვენ ხდებით ის, რაზეც ფიქრობთ ყველაზე მეტად. თქვენი ცხოვრება იქცევა იმად, რისიც გჯერათ ყველაზე მეტად.

სამყარო – სარკეა პირდაპირი მნიშვნელობით, რომელიც  ფიზიკურ დონეზე გაიძულებთ განიცადოთ ის, რასაც თვლით ჭეშმარიტად თქვენთვის.

კვანტური ფიზიკა იმის დემონსტრირებას აკეთებს , რომ გარემომცველი სამყარო – არც ისე მყარი და შეუცვლელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მაგალითად, ეს არის რაღაც მუდმივად ცვალებადი, მორგებული ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ აზრებზე.

ჩვენ რასაც ვთვლ ჭეშმარიტებად, სინამდვილეში – ილუზიაა, თითქმის საცირკო ილეთია. საბედნიეროდ, ნელ-ნელა დავიწყეთ ამ ილუზიის გახსნა და რაც მთავარია, მისი შეცვლის შესაძლებლობის ძიება.

და რისგან შედგება თქვენი სხეული? ადამიანის სხეული შედგება  ცხრა სისტემისგან, მათ შორის სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელის, ენდოკრინული სისტემის, კუნთების, ნერვული, რეპროდუქტიული, სასუნთქი, ძვლოვანი და საშარდე გზისგან.

რისგან შესდგებიან ისინი?
ქსოვილებისგან და ორგანოებისგან.
რისგან შესდგება ქსოვილები და ორგანოები?
უჯრედებისგან.
რისგან შესდგება უჯრედი?
მოლეკულებისგან.
რისგან შესდგება მოლეკულები?
ატომებისგან.
რისგან შესდგება ატომები?
სუბატომური ნაწილაკებისგან.
რისგან შესდგება სუბატომური ნაწილაკები?
ენერგიისგან!

თქვენ და მე – ეს სუფთა ენერგია-სინათლე ვართ, მისი ყველაზე მშვენიერ და გონიერ გადაწყვეტაში. ზედაპრქვეშა ენერგია მუდმივად ცვალებადია, მაგრამ – თქვენი უმძლავრესი ინტელექტის ზედამხედველობის ქვეშ.

თქვენ – ერთი დიდი ვარსკავური და უძლიერესი ადამიანური არსება ხართ.

რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა მძლავრი ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ, დარწმუნდებოდით – შესდგებით ბლანტი ცვალებადი ენერგიისგან, რომელსაც აქვს ელექტრონების, ნეიტრონების და ა.შ.  სახე. ასევე ის ყველაფერი, რაც გახვევიათ გარშემო.

კვანტური ფიზიკა გვეუბნება – სწორედ რომ დაკვირვების აქტი ობიექტს აიძულებს იყოს იქ და იყოს ისეთი, სად და როგორსაც დამკვირვებელი ხედავს. ობიექტი არ არსებობს დამოუკიდებლად, მაზსე დამკვირვებლის გარშე!

თქვენი დაკვირვება, მიმართული ყურადღება და გადაწყვეტილება პირდაპირი მნიშვნელობით, ქმნის მოცემულ ობიექტს. ეს მეცნიერულად არის დასაბუთებული.

ადამიანი შესდგება სულისგან, გონისგან და სხეულისგან. თითოეული, ამ სამი ელემენტიდან ასრულებს ფუნქციას, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ მისთვის და მიუწვდომელის სხვისთვის. ის, რასაც ხედავს თვალები და გრძნობს სხეული – ეს ფიზიკური სამყაროა, რომელსაც  ჰქვია სხეული. სხეული – ეს ეფექტია, რომელიც გარკვეული მიზეზით შეიქმნა. ამ შემთხვევაში მიზეზი – აზრია.

სხეულს არ შეუძლია შექმნას, ის მხოლოდ გრძნობს. ეს მისი უნიკალური ფუნქციაა.

აზრს არ შეუძლია იგრძნოს… მას შეუძლია გამოიგონოს, შექმნას და ახსნას.

იმისათვის რომ აღიქვას, აზრს ჭიდება ფარდობითობის სამყარო (ფიზიკური სამყარო, სხეული) – სული არის ყველაფრის არსი.

სიცოცხლისთვის სული იძლევს – აზრს და სხეულს. თუმცა კი, გვაწვდის ისეთ ილუზიას, რომ სხეულს ხელეწიფება შექმნა, მაგრამ ეს ილუზია ბევრი იმედგაცრუების მიზეზი ხდება. სხეული – ეს მხოლოდ შედეგია და მის ძალაუფლებაში არ არის გახდეს მიზეზი ან შექმნას რაიმე.

ყველა ამ ინფორმაციის გასაღებს წარმოადგენს გახსნას კარები, დაგვანახოს სამყარო სხვა კუთხით, რათა მოგვახვერდროს თუ როგორ უნდა  შევასხათ ხორცი ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ჩვენს ჭეშმარიტ სურვილს.

თარგმნა თამარა კვარაცხელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი