ოშო:,,თქვენი ეგრეთ წოდებული სიყვარული – ეს ორი ვაჭრის ურთიერთობაა”

0
912

ერთმა მამაკაცმა კაცმა უღრან ტყეში გააჩერა მანქანა და გვერდით მჯდარ ქალს მოფერება დაუწყო. ქალმა უთხრა:

– შეწყვიტეთ! თქვენ არ იცით, ვინ ვარ სინამდვილეში. მე მეძავი ვარ, და ჩემი მომსახურეობა ორმოცდაათი დოლარი ღირს.

მამაკაცმა ორმოცდაათი დოლარი გადაუხადა და სექსუალური კავშრი დაამყარა მასთან. როცა ყველაფერი დამთავრდა, საჭესთან დაჯდა და უძრავად გაშეშდა.

– რას ველოდებით? – ჰკითხა ქალმა. – უკვე ბნელდება, და სახლში მინდა დაბრუნება.

მამაკაცმა უპასუხა:

– მაპატიეთ, მაგრამ უნდა შეგატყობინოთ, რომ მე ტაქსის მძღოლი ვარ, და გზა სახლამდე ორმოცდაათი დოლარი დაგიჯდებათ.

აი რა ხდება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში: ერთი თქვენგანი – მეძავია, მეორე კი – ტაქსის მძღოლი. თქვენ გამუდმებით ვაჭრობთ და უხდით ერთმანეთს პრინციპით „თვალი თვალის წილ“. თქვენი ურთიერთობები გამუდმებული კონფლიქტია. სწორედ ამიტომ ჩხუბობენ გამუდმებით წყვილები. მათ არ შეუძლიათ დაშორება. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით კამათობენ, ისინი ვერ შორდებიან ერთმანეთს. სინამდვილეში სწორედ ამიტომაც ჩხუბობენ, რომ ვერცერთმა ვერ შეძლოს წასვლა. მათ არ შეუძლიათ მოდუნება, რადგანაც თუ მოდუნდებიან, წაგებაში აღმოჩნდებიან, სხვა ადამიანი უფრო მეტად მოახდენს მათ ექსპლუატაციას. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, მიხვდებით, თუ რატომაა ქორწინება – ტანჯვა. იგი ურთიერთობის სწორედ ასეთ პრინციპს ეყრდნობა.

ჩნდება კითხვა: რატომ არ შორდებიან ადამიანები, თუკი ისინი უბედურები არიან ერთად? მათ არ შეუძლიათ დაშორება! მათ არ შეუძლიათ ერთად ცხოვრება, მაგრამ არც დაშორება შეუძლიათ. სინამდვილეში კონფლიქტს თავად განშორების იდეა ქმნის. ისინი ასახიჩრებენ ერთმანეთს, რათა ვერცერთმა ვერ შეძლოს გაქცევა, მაშინაც კი, თუ რომელიმეს უნდა ეს. ისინი ისეთი პასუხისმგებლობით, ისეთი მორალით ბორკავენ ერთმანეთს, რომ მაშინაც კი, თუ ვინმე წავა, იგი დანაშაულის გრძნობას განიცდის. მას სინდისი შეაწუხებს. იგი ეტყვის, რომ რაღაც არასწორი გააკეთა. მაგრამ როდესაც ისინი ერთად არიან, მათ შორის ნამდვილი ორთაბრძოლა მიმდინარეობს. როცა ერთად არიან, გამუდმებით კინკლაობენ. თქვენი ქორწინება, თქვენი ეგრეთ წოდებული სიყვარული – ეს ორი ვაჭრის ურთიერთობაა. ეს არაა სიყვარული. სიყვარულს არ შეუძლია გაიზარდოს მარტოობისგან.

მარტოობის გამო ადამიანები მედიტაციას იწყებენ, მაგრამ მედიტაცია ვერ გაიზრდება მარტოობისგან. ადამიანები მარტოდ გრძნობენ თავს და უნდათ, რომ რაღაცით შეივსონ საკუთარი თავი. მათ სჭირდებათ მანტრა, ტრანსცენდენტული მედიტაცია ან მსგავსი სისულელე. ისინი გრძნობენ სიცარიელეს და მარტოობას და ამიტომაც უნდათ, რომ რაღაცით შეივსონ თავი. იმეორებენ რა მანტრას „რამ-რამ, კრიშნა-კრიშნა“ ან „ავე მარია“, ან რამე მსგავსს, ისინი, სხვა თუ არაფერი, საკუთარ თავს ივიწყებენ. ეს არაა მედიტაცია! ეს უბრალოდ მარტოობის და სიცარიელის დაფარვაა. ეს უბრალოდ შავი ხვრელის დაფარვაა საკუთარ თავში.

ან ისინი ლოცვას იწყებენ ეკლესიებში, ტაძრებში და ღმერთთან იწყებენ საუბარს. ახლა მათ წარმოსახვას ღმერთი ავსებს. ისინი ვერ პოულობენ საყვარელ ადამიანს ამ სამყაროში, რადგანაც ეს ძალიან ძვირი ჯდება და შეიძლება ბევრი პრობლემა მოიტანოს, ამიტომაც ისინი თავის „საყვარელს“ მაღლა ცაში იქმნიან – ღმერთთან იწყებენ საუბარს. მათ არ შეუძიათ სხვა ადამიანის გარეშე ცხოვრება, მათ მეორე სჭირდებათ. მათ შეუძლიათ უდაბნოში გაიქცნენ, მაგრამ უდაბნოშიც კი, თავიანთ გამოქვაბულში, ისინი ცას ახედავენ და თავის „შეყვარებულს“ დაელაპარაკებიან. ეს უბრალოდ წარმოსახვაა და მეტი არაფერი. თუ საკმაოდ ხანგრძლივათ ილაპარაკებთ, შესაძლოა გაგიჩნდეთ ჰალუცინაციები, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს „შეყვარებული“ მართლაც არსებობს.

თქვენი მოთხოვნილება სხვა ადამიანში იმდენად დიდია, რომ შეგიძლიათ თვქენს წარმოსახვაში შექმნათ ეს ადამიანი. სწორედ ამიტომაც ცდილობდნენ ეგრეთ წოდებული რელიგიები თქვენი ყურადღების მოცდენას რეალური და მისაწვდომი ადამიანებისგან. ისინი ხელს უშლიდნენ თქვენს ქორწინებას – რატომ? – იმიტომ, რომ თუ დაქორწინდებით და ცოლი ან ქმარი გეყოლებათ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ღმერთი. ეს მათი სტრატეგიაა: ისინი საშუალებას არ გაძლევენ, რომ ჩვეულებრივ სამყაროშ იმყოფებოდეთ, რადგანაც მაშინ თქვენ დაკავებული იქნებით და ვერ იგრძნობთ საკუთარ მარტოობას. მაშინ რატომღა უნდა ელაპარაკოთ ღმერთს? შეგიძლიათ ადამიანებს ელაპარაკოთ.

მღვდლები ჰიმალაის გამოქვაბულებში, მონასტრებში გგზავნიან, რათა აუტანელ მარტოობაში მოგიხდეთ ღმერთთან ურთიერთობა, თქვენ გიწევთ, რომ წარმოსახვაში შექმნათ ღმერთი. რაც უფრო ღრმაა თქვენი შიმშილი, რაც უფრო ღრმაა თქვენი მოთხოვნილება ვიღაც სხვაში, მით უფრო მეტი შანსია, რომ ღმერთს დაინახავთ. ეს ხედვები – სხვა არაფერია, თუ არა ილუზიები, სიზმრები გახელილი თვალებით. იგივე ხდება მაშინ, როცა ადამიანი დიდხანს მარხულობს:მას უჩნდება ფანტაზიები საჭმელზე, იგი ხედავს საჭმელს.

თარგმანი თორნიკე გურულის

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი