რომელი პროდუქტი გავს სხეულის იმ ორგანოს, რისთვისაც სასარგებლოა

0
206

ზოგიერთი პროდუქტი ძალიან გავს სხეულის იმ ორგანოს, რისთვისაც სასარგებლოა.

● ნიგოზი: ტვინს წააგავს, ნიგოზი სასარგებლოა ტვინის ნეირონებისთვის, მასში შემავალი ომეგა3 და ცხიმები ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.

● ლობიო: თირკმელა წააგავს, მასში შემავალი ვიტამინები და მინერალები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, მაგრამ უკვე დაზიანებული თირკმელების შემთხვევაში უმჯობესია ზომიერად ჩავრთოთ რაციონსი.

● პამიდორს: ოთხი პარკუჭი აქვს და წითელია, ისევე როგორც ადამიანის გული, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პამიდორში შემავალი ლიკოპენი აუცილებელია გულისთვის და სისხლისთვის.

● ყურძენი: ფილტვების ალვეოლას წააგავს, ალვეოლა ფილტვის ქსოვილია, რომელიც თავის სტრუქტურის წყალობით აწვდის ჟანგბადს სისხლს. ყურძენი ფილტვის კიბოს განვითარებას უშლის ხელს, ხოლო ყურძნის წიპწა შეიცავს პროანთოციანიდინს, რაც ალერგიული ასთმის შეტევებს ამცირებს.

● სტაფილოს: ნაჭერი ძალიან გავს ადამიანის თვალს, სტაფილო დიდი რაოდენობით ბეტა კაროტინს შეიცას. რაც თვალის კატარაქტის განვითარების რისკს ამცირებს.

● ნიახურის: ღერები ძვლებს ჩამოგავს, ეს ბოსტნეული სწორედ რომ ძვლებისთვისაა სასრგებლო. მასში შემავალი ნატრიუმი და სილიციუმი ძვლებს ამაგრებს.

● ავოკადო: საშვილოსნოს ჩამოგავს, თანამედროვე კვლევებით დადგინდა რომ, კვირაში 1ავოკადოს მიღება აბალანსებს ჰორმონალურ ფონს ქალის ორგანიზმში. ავოკადოში დიდი რაოდენობით შედის ფოლის მჟავა, რაც საშვილოსნოს ყელის დაავადებების პრევენცისათვისაა სასარგებლო.

● ლეღვი: სპერმის გამომუშავებას აუმჯობესებს, და მამაკაცის 
ნაყოფიერებას ზრდის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი