როდესაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღება გიწევს

0
399

ადამიანებს ზოგჯერ, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს – დრო კი არ ითმენს.

თუ თქვენ მოგიწიათ სწრაფად გადაწყვეტილების მიღება და შიშობთ, იქნება თუ არა ის გამართლებული, სცადეთ შემდეგი მეთოდის გამოყენება:

მოადუნეთ სხეული – გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, მხრების წრიული მოძრაობით მოეშვით, მოდუნდით. იგრძენით სიმშვიდე. დაამშვიდეთ თქვენი ტვინი და ამის მერე 10-ჯერ მტკიცედ უთხარით თავს შემდეგი რამ – „მე ყოველთვის ვიღებ სწორ გადაწყვეტილებებს“ შეიგრძენი სიტყვების ძალა. თქვით დამაჯერებლად, როცა იტყვით მეათეჯერ, უცებ მიიღეთ გადაწყვეტილება. ამ გზით თქვენ გათიშავთ ლოგიკურ აზროვნებას, აარიდებთ გონებას ანალიზს და მიიღებთ პასუხს ქვეცნობიერიდან. რაც მოგივათ თავში პირველი აზრი, იმოქმედეთ შესაბამისად.

ზოგჯერ, საჭიროა თავი აარიდო ლოგიკურ აზროვნებას. გამუდმებით იცხოვრო, ლოგიკის კანონთა მორჩილებით შეუძლებელია. ჩვენი ცხოვრება სავსეა საიდუმლოებებით და პარადოქსებით. ამიტომ უნდა მიენდო შენს ქვეცნობიერ, შეგრძნებებს, ემოციებს,ინტუიციას. ამას ხშირად გულის კარნახსაც უწოდებენ და როცა, ასე იქცევა ადამიანი უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთნ, ვიდრე რაციონალური აზროვნების დოგმატურ ჩარჩოებს მორგებული…

ინტუიცია ერთერთი ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანისთვის, თუმცა მისი სიხშირის ჩახშობა, თავისუფლად ხერხდება ბავშვობიდან. არავინ არ ასწავლის – როგორ და რატომ უნდა უგდო ყური ინტუიციას. ამის მაგივრად სკოლაში ვსწავლობთ მიმატება-გამოკლებას, ზღვა მასალას… ისეთ რაღაცეებს, რაც დიდობაში არც კი გვადგება, არც კი გვახსოვს. სირთულეს არ წარმოადგენს იმის შემჩნევა, რომ ამდენი ინფორმაციის და ცოდნის მიუხედავად, მაინც რჩება სივრცე, რომლის ამოვსებაც არც თუ ისე ადვილია. ამ დროს საჭიროა ინტუიციის გამოყენება, მოიშველიო ის, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

ავტორი თამარა კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი