როგორ ვიკვებოთ ზაფხულში

0
151

მნიშვნელოვანია, ზაფხულში დიდი რაოდენობით ცომეული და ფუნთუშეული არ მივიღოთ, რადგან ორგანიზმს მისი ათვისება უჭირს. საკუთარ ორგანიზმე ჯანსაღი კვებით ვიზრუნოთ და ძირითადად, სეზონური პროდუქტებით ვიკვებოთ.

წყალისასურველია, ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე, ორ ჭიქამდე წყალი მივიღოთ.

ჩვენი ორგანიზმი ყველაზე დიდ სტრესის ქვეშ მაშინაა, როდესაც საუზმეს ვტოვებთსაუზმეზე რა პროდუქტებს მიიღებთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მაგრამ უმჯობესია, შედარებით მსუბუქად და კალორიულად მიირთვათ. არ გირჩევთ, დილით შემწვარი, ცხიმებით დატვირთული პროდუქტები მიიღოთ. დილით სასურველია ბურღულეულის, წიწიბურას, მოხარშული კვერცხის, რძის პროდუქტების, ბუტერბროდის მიღება კარაქითა და ყველით, ან ცოტა თაფლით.

პირველ ულუფად სოსისსა და მსგავს პროდუქტებს ნუ მიირთმევთ

რძის პროდუქტების მიღება ასაკის მატებასთან ერთად შეამცირეთრძის პროდუქტების მიღების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ასაკს და ლაქტოზის მიმართ ამტანობას აქვს, რადგან დღევანდელ რეალობაში, პოპულაციის დიდ ნაწილს ლაქტოზის მიმართ აუტანლობა აქვს ანუ, რძის პროდუქტის მიღების შემდეგ, ალერგიული ფონი უვითარდება. 30 წლის შემდეგ, რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება სასურველი არ არის.

25 წლამდე რძის პროდუქტების მიღება ყოველდღიურადაა შესაძლებელი, ამ ასაკის შემდეგ უმჯობესია, თუ შევამცირებთ, ხოლო 30 წლიდან რძის ნაწარმი კიდევ უფრო იშვიათად უნდა მივირთვათ, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ლაქტოზის აუტანლობა იზრდება. სასურველია, რომ ეს პროდუქტები დღის განმავლობაში მივირთვათ და არა დილით.

ხილის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მივიღოთ – მოსანელებლად და ორგანიზმისთვის შედარებით მსუბუქი, საზამთრო, ნესვი, ბალი, ალუბალი და მარწყვია, თუმცა, მათი ულუფები დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს.

დიდი რაოდენობით საზამთროს მიღებაც კი არაა რეკომენდებულ, რადგან ის ფრუქტოზასა და ნიტრატებს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის ადვილადშეწოვადია და უმჯობესია, თუ ნორმის ფარგლებში მივიღებთ. თუ ჭარბი წონა გვაწუხებს ხილის დღის მეორე ნახევარში მიღება სასურველი არ არის.

ხილი უმჯობესია, რომ კვებამდე მივირთვათ, რადგან ასე, მისი მონელება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სადილის შემდეგ – ულუფაზე ხილის დამატებით, ნივთიერებათა ცვლაზე უარყოფით ზეგავლენას ვახდენთ. კერძოდ, დიდია ალბათობა, რომ მანამდე მიღებული ძირითადი სადილის სრულფასოვნად გადამუშავება არ მოხდეს, ამიტომ ულუფის მიღებიდან ნახევარი საათი მაინც აუცილებლად უნდა იყოს გასული, რათა ხილი მივირთვათ.

ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები კონტროლირებადი რაოდენობით მიიღეთ – დაუდევრად მოქცევა და ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება, ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია, რადგან გლუკოზა სისხლში გადადის და შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ნახშირწყლების მიღება წონაში მატებას არ გამოიწვევს, თუ ულუფა ნორმირებული იქნება.

უმჯობესია, სადილზე მოხარშული პროდუქტი მიირთვათ – ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სადილი ბოსტნეულით იყოს გაჯერებული. თევზისა და ზღვის პროდუქტების მიღება ყოველდღიურადაა რეკომენდებული.

ერთ ულუფად ერთი სახეობის საკვები მიიღეთ – რამდენიმე სახეობის ნახშირწყლის ერთად მიღება რეკომენდებული არ არის. მაგალითად, რაიმე ულუფას როდესაც პურს ვაყოლებთ, დესერტად ფუნთუშა აღარ უნდა მივირთვათ. ასევე, ხორცთან ერთად ყველის და კარტოფილის მირთმევაც არასასურველია, რადგან ძნელადმოსანელებელია.

ბოლოს წინა კვება ყველაზე დატვირთული უნდა იყოს – თუ დღეში ოთხჯერადად იკვებებით, მესამე კვება ყველაზე ნოყიერი უნდა იყოს. შესაძლებელია, მივიღოთ ხორცი, თევზი და მსგავსი პროდუქტები. ხილის მიღებაც ბოლოს წინა კვებამდეა რეკომენდებული.

მსუბუქად ივახშმეთ – ძალიან კარგია ვახშამზე კეფირის მიღება. თუმცა, წონაში მატება თუ არ გვსურს, ის აუცილებლად დაბალპროცენტიანი ან წყალთან გაზავებული უნდა იყოს, რაც ადვილად მონელებადია და ორგანიზმიც არ დაიტვირთება. სასურველია, ვახშამზე ბოსტნეული მივირთვათ.

ალკოჰოლი – ერთი ჭიქა ნატურალური ღვინო ნებისმიერ სეზონზე სასარგებლოა. ზაფხულში დიდი რაოდენობით ალკოჰოლი სასურველი არ არის. ამ სეზონზე პოპულარული ლუდია, რომელიც ორგანიზმზე, განსაკუთრებით თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, ლუდი წონაში მატებას იწვევს და სასურველია, თუ მის დიდი რაოდენობით მირთმევას მოვერიდებით.

დღის განმავლობაში მხოლოდ 300-400 გრამი პური მიირთვით – სასურველია დღის განმავლობაში პირველ სამ კვებაზე გადანაწილდეს, თითო კვებაზე 100-150 გრამის ოდენობით. გირჩევთ, რომ პური მაცივარში შეინახონ, როგორც ევროპაში, კერძოდ, გერმანიაშია მიღებული, რადგან ყოველდღე ახალი პურის მირთმევა სასურველი არ არის.

ნაყინის მხოლოდ ერთი ულუფა მიიღეთ – ნაყინი ძალიან კალორიულია, თან წონაში მატებას იწვევს და დღეში ერთ ნაყინზე მეტის მიღებას არ გირჩევთ. ისიც სასურველია დღის 5 საათამდე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი