საბრძოლო სეპცპროპაგანდის მეთოდები საკუთარი მოსახლეობის წინააღმედეგ

0
441

ვ. იაკოვლევი

საინტერესოა, ვახმაურებ თუ არა ახლა სახელმწიფო საიდუმლოებას? მე კარგად მახსოვს სპეცნაწილის სახელმძღვანელო ლურჯი ბუნდოვანი შტამპით და კონსპექტების რვეულები დანომრილი გვერდებით, რომლებიც საიმედოობისათვის გაკერილი იყო სქელი გასანთლული ძაფით.

სრულიად საიდუმლოდ!

მე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჩვენ გვქონდა სამხედრო კათედრა. საიდუმლოების ატმოსფეროში ჩვენ გვასწავლიდნენ საბრძოლო სპეცპროპაგანდას – მტრის რიგებში განხეთქილების შეტანის ხელოვნებას დეზინფორმაციისა და ცნობიერების მანიპულირების გზით. საშინელი საქმეა, მინდა გითხრათ. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე.

საბრძოლო, ან „შავი“ პროპაგანდა იძლევა რეალური ფაქტების ნებისმიერი დამახინჯების საშუალებას პროპაგანდისტული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით. ეს არის ეფექტური იარაღი, რომელიც გამოიყენება ერთადერთი მიზნისათვის – მტერის გონების ასარევად.
„დამპალი ქაშაყის“ მეთოდი. „გადაბრუნებული პირამიდის“ მეთოდი. „დიდი სიცრუის“ მეთოდი. პრინციპი „40-ი  60-ზე“. „აბსოლუტური სიცხადის“ მეთოდი. ყველა ეს მეთოდი და ტექნიკა თქვენ ასევე იცით. უბრალოდ არ აცნობიერებთ მას. როგორც თქვენ შეგფერით.

ჩვენ გვასწავლიდნენ საბრძოლო სპეცპროპაგანდის ტექნიკის გამოყენებას მტრის ჯარისკაცების წინააღმდეგ. დღეს ისინი გამოიყენება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. უკვე ორი წლის განმავლობაში, რუსული გაზეთების კითხვის ან სატელევიზიო შოუს ყურებისას მე ინტერესით აღვნიშნავ, რომ ადამიანები, რომლებიც რუსეთში ახალი ამბების ჩანერგვისა და ინტერპრეტაციის კოორდინაციას ახორციელებენ, აშკარად სწავლობდნენ იმავე სახელმძღვანელოს, იმავე ენერგიული პოლკოვნიკთან ან მის კოლეგებთან.

მაგალითად, „დამპალი ქაშაყის“ მეთოდი შემდეგნაირად მუშაობს. შეარჩევენ ყალბ ბრალდებას. მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაქსიმალურად ბინძური და სკანდალური. კარგად მუშაობს, მაგალითად, წვრილმანი ქურდობა, ან, ვთქვათ, ბავშვების გახრწნა, ან მკვლელობა, სასურველია გაძარცვის მიზნით.

„დამპალი ქაშაყის“ მიზანს არ წარმოადგენს ბრალდების დადასტურება, არამედ ფართო, საჯარო განხილვის პროვოცირება … უსამართლობის და არგამართლების.
ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ როგორც კი ბრალდება საჯარო განხილვის საგანი გახდება, აუცილებლად ჩნდებიან მისი „მხარდამჭერები“ და „ოპონენტები“, „მცოდნენი“ და „ექსპერტები“, თავგასული „ბრალმდებლები“ და ბრალდებულის თავგამოდებული „დამცველები“.

მაგრამ მიუხედავად მათი შეხედულებებისა, დისკუსიის ყველა მონაწილე კვლავ ახსენებს ბრალდებულის სახელს ბინძურ და სკანდალურ ბრალდებასთან კავშირში, ცდილობს უფრო მეტად მოაცხოს მას ჩირქი, „დამპალი ქაშაყის“ სუნი, სანამ ეს „სუნი“ ბოლომდე არ გაჰყვება მას. ხოლო კითხვა „მოკლა-მოიპარა-აცდუნა თუ არა“ მთავარი ხდება მისი სახელის ხსენებისას. ან, მაგალითად, ჯერ კიდევ ჰებელსის მიერ გამოგონილი მეთოდი „40-ი  60-ზე“. იგი გულისხმობს მედიის შექმნას, რომელიც მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის 60%-ს იყენებს მოწინააღმდეგის ინტერესებში. ამ გზით ხდება მისი ნდობის მოპოვება, და ამ ნდობის წყალობის დარჩენილ 40 პროცენტს იყენებს ძალიან ეფექტური დეზინფორმაციისთვის.

მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა რადიოსადგური, რომელსაც უსმენდა ანტიფაშისტური სამყარო. ითვლებოდა, რომ ის იყო ბრიტანული რადიოსადგური. და მხოლოდ ომის შემდეგ ცხადი გახდა, რომ სინამდვილეში ეს იყო ჰებელსის რადიოსადგური, რომელიც მუშაობდა მის მიერ შემუშავებული პრინციპით „40-ი 60-ზე“.

ძალიან ეფექტურია „დიდი სიცრუის“ მეთოდი, რომელიც ოდნავ ჰგავს „დამპალი ქაშაყის“ მეთოდს, მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარად მუშაობს. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალური რწმენით შესთავაზოს აუდიტორიას ისეთი გლობალური და საშინელი სიცრუე, რომ თითქმის შეუძლებელია დაჯერება, თუ ამის შესახებ შეიძლება სიცრუის თქმა.
აქ ხრიკი იმაშია, რომ სწორად მოწყობილი და კარგად გააზრებული „დიდი სიცრუე“ მსმენელში ან მაყურებელში იწვევს ღრმა ემოციურ ტრავმას, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს მის შეხედულებებს ლოგიკისა და გონების ნებისმიერი არგუმენტების საწინააღმდეგოდ.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით კარგად მუშაობს ბავშვების ან ქალების მიმართ სასტიკი მოპყრობის ცრუ აღწერა.

დავუშვათ, რომ შეტყობინება წამებული ბავშვის შესახებ, რომელიც იწვევს ღრმა ემოციურ ტრავმას, დიდი ხნით განსაზღვრავს იმ ადამიანის შეხედულებებს, რომელმაც მიიღო ეს ინფორმაცია, მიუხედავად მისი გადარწმუნების მცდელობისა ჩვეულებრივი ლოგიკური არგუმენტების გამოყენებით.

მაგრამ ჩვენი მხნე პოლკოვნიკი განსაკუთრებით პატივს მიაგებდა „აბსოლუტური სიცხადის“ მეთოდს, რომელიც იძლეოდა არა სწრაფ, მაგრამ საიმედო შედეგს.
რაღაცის დამტკიცების ნაცვლად, თქვენ წარმოადგენთ იმას, რაშიც გსურთ დაარწმუნოთ აუდიტორია, როგორც რაღაც აშკარას და თავისთავად ნაგულისხმევს და, შესაბამისად, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილს.

მისი აშკარა უბრალოების მიუხედავად, ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია, რადგან ადამიანის ფსიქიკა ავტომატურად რეაგირებს უმრავლესობის მოსაზრებებზე და ცდილობს შეუერთდეს მას.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უმრავლესობა უნდა იყოს დომინანტური, ხოლო მისი მხარდაჭერა აბსოლუტური და უპირობო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთების ეფექტი არ წარმოიქმნება.

მაგრამ, თუ ეს პირობები სრულდება, „უმრავლესობის პოზიციის“ მხარდამჭერთა რაოდენობა იწყებს ნელა, მაგრამ აუცილებლად ზრდას, ხოლო დროთა განმავლობაში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება – ძირითადად, ქვედა სოციალური კლასების წარმომადგენელთა ხარჯზე, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარეა „შეერთების ეფექტის“ მიმართ. მაგალითად, „აბსოლუტური მტკიცებულების“ მეთოდის მხარდაჭერის ერთ-ერთი კლასიკური გზაა სხვადასხვა სახის სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგების გამოქვეყნება, რომლებიც დემონსტრირებენ აბსოლუტურ საზოგადოებრივ ერთობას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. „შავი“ პროპაგანდის მეთოდი, რა თქმა უნდა, არ მოითხოვს, რომ ამ ანგარიშებს რეალობასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

მე გაგრძელება შემიძლია. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ, მეთოდების ჩამონათვალი კი საკმაოდ დიდია. მაგრამ მნიშვნელოვანია ეს არ არის, არამედ შემდეგი. „შავი“ პროპაგანდის მეთოდები გავლენას ახდენს აუდიტორიაზე ღრმა ფსიქოლოგიური მექანიზმების დონეზე იმგვარად, რომ ამ ზემოქმედების შედეგები არ შეიძლება მოიხსნას ჩვეულებრივი ლოგიკური არგუმენტებით. „დიდი სიცრუე“ აღწევს ამ ეფექტს ემოციური ტრავმის მეშვეობით. სიაშკარავის მეთოდი – „მიერთების ეფექტის“ საშუალებით. „დამპალი ქაშაყის“ მეთოდი – აუდიტორიის ცნობიერებაში პირდაპირი ასოციაციის დანერგვის გზით შეტევის ობიექტსა და ბინძურ, სკანდალურ ბრალდებას შორის.

მარტივად რომ ვთქვათ, საბრძოლო სპეცპროპაგანდა ადამიანს ზომბად გადააქცევს, რომელიც არა მარტო აქტიურად უჭერს მხარს მის გონებაში დანერგილ განწყობას, არამედ აგრესიულად ეწინააღმდეგება მათ, ვინც განსხვავებულ შეხედულებებს ატარებს ან ცდილობს მის გადარწმუნებას ლოგიკური არგუმენტების გამოყენებით. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. საბრძოლო სპეცპროპაგანდის ყველა მეთოდს ერთი მიზანი აერთიანებს: დაასუსტოს მტრის ჯარი მის რიგებში შუღლის, ერთმანეთის სიძულვილის და  ერთმანეთის მიმართ უნდობლობის დანერგვით.

დღეს კი ამ მეთოდებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. შედეგი, რომელიც მათ მოაქვთ, ზუსტად ისაა, რომლის მისაღწევადაც ისინი შექმნეს. მხოლოდ ერთმანეთისადმი სიძულვილი და შიდა უთანხმოება წარმოიქმნება არა მტრის არმიაში, არამედ ჩვენს სახლებსა და ოჯახებში.
უბრალოდ გადით ქუჩაში და ნახეთ, თუ როგორ შეცვლილა ქვეყანა ბოლო სამი წლის განმავლობაში. მეჩვენება, რომ საბრძოლო სპეცპროპაგანდა  საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე მტრის ჯარისკაცების წინააღმდეგ.
ალბათ, იმის გამო, რომ მტრის ჯარისკაცებისგან განსხვავებით, მშვიდობიან მოსახლეობას არ შეუძლია თავისი თავის დაცვა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი