მარკ ტვენი:,,სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში – კარგი საზოგადოება”

0
674
ამოკრეფილია სხვადასხვა წყაროებიდან, როგორიცაა მწერლის ჩანაწერები, უბის წიგნაკები, უცხოური ქრესტომათიები და ა.შ.
„ნამდვილი მეგობარი შენ გვერდით მაშინ არის, როდესაც შენ მართალი არა ხარ, თორემ როდესაც მართალი ხარ, ნებისმიერი იქნება შენ გვერდით“.
სიმართლე ადამიანს უნდა მიაწოდო ისე ფაქიზად, როგორც პალტო და არ ესროლო სახეში, როგორც სველი პირსახოცი.

რა არის სენატორი? სენატორი არის ადამიანი, რომელიც დროის სწორედ იმ მონაკვეთში, როცა ციხეში უნდა იჯდეს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ზის და სახელმწიფოებრივ კანონებს წერს.

რა არის საარჩევნო ბიულეტენი? საქონლის ერთადერთი სახე, რომლითაც ჩვენში უპროცენტოდ ვაჭრობენ.

რწყილიც კი შეიძლება ისე გაწვრთნა, რომ გააკეთებინო ყველაფერი, რასაც კონგრესის წევრები აკეთებენ.

პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს რომ წამოაძახებენ ხოლმე მექრთამეობას და მისთანებს, როცა ხელისუფლების სათავეში იდგნენ, იმ მგელს ჰგვანან, რომელმაც მწყემსების ქოხში შეიხედა, ნახა რომ ისინი არხეინად შეექცეოდნენ ბატკნის ხორცს და თქვა: – ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ რომ ამას სჩადით, ვითომ არაფერი, მაგრამ აბა მე ჩამედინა ეს, მაშინ რა ამბავს ატეხდით.
ციფრებითა და ფაქტებით ძნელი როდია დაამტკიცო: არ არსებობს ბოროტმოქმედთა რაღაც განსაკუთრებული მოდგმა, გარდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებისა.

მკითხველო, წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ იდიოტი ხართ, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამერიკის კონგრესის წევრი… თუმცა რა, ეს ხომ გამეორება გამომივიდა.

აშშ-ის მთავრობის სხდომიდან:

– დაიხოცა ორასი ინდიელი.
– რამდენი დაიხარჯა ამაზე?
– ორი მილიონი დოლარი.
– ამ ფულით შეიძლებოდა მათთვის უმაღლესი განათლება მიგვეცა.

ჩემი აზრით, ჩვენი კანონმდებლობის საქმე უკეთესად იქნებოდა, თუკი დედაქალაქს, სადაც ჩამოჰყავთ ეს გაბღენძილი პროვინციელი ვირები, გადავიტანდით ნიუ-იორკში. კონგრესი საერთოდ დიდ ქალაქში უნდა იკრიბებოდეს.

თქვენ გჭირდებათ მხოლოდ უვიცობა და თავდაჯერებულობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ!

ნურასოდეს გადადებ ხვალისთვის საქმეს, რომელიც ზეგ შეგიძლია გააკეთო!

გემოვნებაზე არ დავობენ, მის გამო ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ომობენ!

თავის გამხნევების საუკეთესო საშუალებაა, ვინმე გაამხნევო.

სჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს.

თუ ყოველთვის სიმართლეს ამბობთ, არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდებათ.

გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა.

ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის, სინდისის თავისუფლება: მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება, რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი.

ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში.

სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში – კარგი საზოგადოება.

წმინდა ძროხებისგან კარგი ჰამბურგერები გამოდის.

არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა.

ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს.

ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა პატარა პლანეტა დაედოს.

კლასიკა – ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა.

თუ გაზეთებს არ კითხულობთ, არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ – დეზინფორმირებული.

ადამიანი, რომელიც არ კითხულობს, არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელმაც კითხვა არ იცის.

პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ.

კარგი მეგობრები, კარგი წიგნები, და მძინარე სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება.

ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე.

ბანკირი არის ადამიანი, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მარკ ტვენმა განაცხადა, რომ ის ამ ქვეყანას მოევლინა კომეტა გალეასთან ერთად და წავა ამ ქვეყნიდან მხოლოდ მისივე თანხლებით…

საოცარი კი ისაა, რომ ის დაიბადა 1835 წელს, როდესაც კომეტა გალეა მართლაც „მოვიდა“, და გარდაიცვალა 1910 წელს, როდესაც კომეტა „წავიდა“. მეცნიერები ამბობენ, რომ მარკ ტვენის ცხოვრება იმდენად მდიდარი იყო უცნაური მოვლენებითა და დამთხვევებით, რომ შესაძლოა მას რაღაც განსაკუთრებული და ამოუცნობი ტალანტი მართლაც გააჩნდა.

 იცეკვე ისე, თითქოს არავინ არ გიყურებს. იმღერე ისე, თითქოს არავინ არ გისმენს. გიყვარდეს ისე, თითქოს შენთვის არასდროს უღალატიათ და იცხოვრე ისე, თითქოს დედამიწა სამოთხე იყოს… 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი