დისოციაცური აშლილობა

1
605

დისოციაციური აშლილობა, ფსიქოლოგისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამოუცნობი თემაა. ამ თემის განსახილველად აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის ზოგადად დისოციაციური აშლილობა. მას მეორენაირად პიროვნების გაორების სახელითაც მოიხსენიებენ. ეს არის იდენტურობის დარღვევა, რომელიც ორი ან მეტი განსხვავებული პიროვნული მდგომარეობითა და ქცევის პატერნის ცვლილებებით ხასიათდება.

ამ დაავადებას ზოგიერთ კულტურაში შეპყრობილობის მგომარეობით მოიხსენიებდნენ და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეს ფატალურადაც ამთავრებდნენ. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვობაში გადატანილი ძლიერი ემოციური ტრავმა რომელმაც მასზე დიდი ზეგავლენა იქონია. იდენტურობის დარღვევა მოიცავს ,,მე”-ს განცდასა და გაცნობიერებულ მოქმედებაში მნიშვნელოვან წყეტას, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ამ წყვეტის პერიოდში გაუცნობიერებელი ქცევა ხდება მხოლოდ ერთი ალტერ ეგოსთვის.

როდესაც ერთი პიროვნება ითიშება, მასში ერთვება მეორე პიროვნება, რომელიც შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს რეალური მესაგან, ასაკით, სქესით, ეროვნებითა თუ ნებისმიერი სხვა სახის მახასიათებლით. შესაძლებელია ახალგაზრდა ქალბატონში გაიღვიძოს პატარა ბიჭუნამ, რომელიც საერთოდ სხვა ენაზე საუბრობს, აქვს სხვა აქცენტი, ქცევა და თვისებები. ამ პერიოდში გოგონას გონება გათიშულია და მეხსიერების წყვეტას იწვევს. ინდივიდს როგორც წესი მხოლოდ ერთი (მოცემულ მომენტში არსებული) იდენტობა ახსოვს ხოლო დანარჩენი იდენტობები ავიწყდება. ამ იდენტობებიდან მხოლოდ ერთი ასახავს რეალურ პიროვნებას.

პიროვნების გაორების სიმპტომები არ უნდა აგვერიოს ბავშვების თამაშისას წარმოსახვით მეგობრების შექმნაში. იმისათვის რომ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ ჩამოგითვლით მთავარ სიმპტომებს თუ რა ახასიათებს პიროვნების გაორებას.

• მახსოვრობის დაკარგვა;
• დეპერსონალიზაცია (მდგომარეობა როდესაც პიროვნული იდენტობის განცდა და რეალობა იკარგება)
• დეპრესია;
• დერეალიზაცია;
• ორი ან მეტი განსხვავებული იდენტურობის განცდა;
• სუბიექტური დროის დარღვევა ან გაქრობა;
• რეტროსპექციები;
• პანიკური შფოთვითი შეტევები;
• იდენტურობის დარღვევა;
• ხასიათის ცვლილება;
• მრავლობითი მანევრიზმი;
• ფსევდოგულყრები;
• ფსიქოზის მსგავსი მოვლენები;
• სომატური სიმპტომები
• განცდა რომ საკუთარი სხეული სხვას ეკუთვნის
• უმიზეზოდ გაბრაზება;
• სპონტანური ექსტაზური მდგომარეობები;
• სუიციდური და პარასუიციდური ქცევა;
• აუხსნელი ფობიები

ეს სიმპტომები შესაძლებელია სხვებმა შეამჩნიონ ან თავად ინდივიდმა დააფიქსიროს. დისოციაციური აშლილობა ერთ-ერთ იმ დაავადებათა რიცხვში შეგვიძლია შევიტანოთ რომლებიც გვარწმუნებენ რომ ჩვენ, ჩვენს თავზეც კი არ ვიცით თითქმის არაფერი. რა შეუძლია ადამიანის გონებას სინამდვილეში?!

21-ე საუკუნეში, როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიები უმაღლეს დონეზეა განვითარებული და თითქმის მთელი მსოფლიოს ინფორმაციას ინახავს, მსგავს კომპიუტერებსაც კი ჩვენი ტვინი მუშაობის სიჩქარით რამდენჯერმე აღემატება.

როგორ ხდება რომ ადამიანი მხოლოდ ერთი დაავადებით ახერხებს იცოდეს ისეთი რამ რაც მას არასდროს უნახავს და შესაძლებელია არც სმენოდა. როდესაც პირველად დისოციაციურ აშლილობას გავეცანი რათქმაუნდა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში და პირველი კითხვა რაც დამებადა იყო ნუთუ შეიძლება ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ( ძვ.წ 427-347) მართალი ყოფილიყო და მხოლოდ ემპირიული დაკვირვების საშუალებით მისულიყო დასკვნამდე რო ადამიანმა სინამდვილეში ყველაფერი იცის.

პლატონი ამბობდა რომ არსებობს სამყაროს გონი საიდანაც მოდის ადამიანის სული, სადაც ინახება ყველანაირი ინფორმაცია სამყაროს შესახებ და მიწიერი ცხოვრება მხოლოდ გახსენებაა იმ ცოდნისა რომელიც ადამიანმა უკვე ჰადესში მიიღო.

ამ იდეას სერიოზულად არავინ აღიქვამდა და ჩვენც შეგვიძლია გულუბრყვილო აზრად მოვიხსენიოთ მაგრამ მოდით კარგად დავაკვირდეთ. დისოციაციური აშლილობისას ადამიანის მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობა იცვლება, მისი სხეული იგივე რჩება. მაშინ როგორ ახერხებს გონება იცოდეს ისეთი რამ რაც ორიგინალმა ეგომ არ იცის?

პლატონის მოსაზრება რაც არ უნდა გულუბრყვილოდ მივიჩნიოთ, ძალზედ დამაფიქრებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პლატონი მოღვაწეობდა დროში, როდესაც განათლება ძალიან დაბალ საფეხურზე იყო და წერა კითვა მხოლოდ რამდენიმე დიდგვაროვანმა ან, მდიდრის შვილმა იცოდა. მითოლოგიებისა (მითოლოგია რომელიც მთლიანად ემყარება მთქმელის ავტორიტეტს) და ომების ეპოქაში უდიდესმა მოაზროვნემ ასეთი უცნაური საკითხი წამოჭრა. პიროვნების გაორების ყველაზე ცნობილი მაგალითი არის ბილი მილიგანის საქმე.

ბილი მილიგანი დაიბადა 1955 წელს, რომელიც მოგვიანებით მოხვდა ყველა ფსიქოლოგიურ წიგნში. მის მდგომარეობას პიროვნების გაორების ნაცვლად, ხუმრობით შეგვიძლია პიროვნების გაოცდაოთხება ვუწოდოთ. ეს ყველაფერი დაიწყო და გაირკვა მაშინ, როდესაც ბილი 23 წლის ასაკში გაუპატიურების ბრალდებით სასამრთლოს წინაშე წარსდგა.

სასამართლოს ფსიქოლოგმა შეამჩნია რომ ბილი ძალზედ უცნაურად იქცეოდა. მისი ღრმად შესწავლის შემდეგ განსაკუთრებულად უცნაური და დაუჯერებელი რამ აღმოაჩინეს – მასში 24 განსხვავებული პიროვნება ცხოვრობდა. პიროვნებების ცვილებაზე დაკვირვება ყველას შეეძლო რადგან ეგოს ცვლილების დროს ბილის აბსოლიტურად ეცვლებოდა ხმის ტემბრი, მიმიკებიც კი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

სასამართლოზე თავიდან მისი ეს ქმედება არავინ დაიჯერა რადგან ეგონათ სასჯელისათვის თავის არიდებას ცდილობდა. ბილის პიროვნებაში მთავარი მხოლოდ 10 პიროვნება იყო დანარჩენები მეორეხარისხოვნად ითვლებოდა.

1. თვითონ ბილი;
2. არტური, განათლებული ინგლისელი, ოჯახში წესრიგზე პასუხისმგებელი;
3. რეიჯელი, იუგოსლავიელი კომუნისტი ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღებსა და კარატეს;
4. ალენი ადამიანებით მანიპულატორი;
5. კრისტინი 3 წლის ინგლისელი;
6. კრისტოფერი – კრისტინის ძმა;
7. ტონი ელექტროობის ოსტატი;
8. დელი 14 წლის ბიჭუნა;
9. ადლანა 19 წლის ლესბიანკა;                                                                                                          10. და დევიდი, ყველაზე ამტანი ყველა წამებას თავის თავზე იღებდა.

ფსიქოლოგებმა გაარკვიეს რომ ამ დაავადებამ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც მამამ გააუპატიურა ბავშვობაში. ფაქტობრივად, ბილის, ამ შემთხვევის შემდეგ თავისი სხეული არც გაუკონტროლებია თუ არ ჩავთვლით, რაღაც გარკვეულ ჭრებს როდესაც არტური (მთავარი პიროვნება მასში) ბილის აძლევდა გამოღვიძების საშუალებას.

ბილის ყავდა ორი დომინანტი პიროვნება რომლებიც აკონტროლებდნენ მას და დანარჩენ ეგოებს – არტური და რეიჯელი. მათ შემუშავებული ქონდათ ქცევის კოდექსი დანარჩენი პიროვნებებისთვის. თავად ბილი წლების მანძილზე დაძინებული ყავდათ და არ აძლევდნენ გაღვიძების უფლებას, რადგან ბილი ვერ ხვდებოდა სად იმყოფებოდა და ძლიერი შოკის გამო სუიციდის მცდელობები ქონდა. სწორედ ამის გამო არტურმა მისი თავისავე თავში ჩაკეტვა განიძრახა და ძალიან იშვიათად აღვიძებდა. გამოღვიძებისას ბილის, თავი დიდი ხნის მკვდარი ეგონა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. ფსიქიატრები არტურს დიდი ხანი თხოვდნენ რომ ბილი გაეღვიძებინა არტური კი მხოლოდ იმ პირობით თანხმდებოდა თუ სუიციდის მცდელობისგან დაიცავდნენ მას.

ბილი მილიგანი 2014 წლის 16 დეკემბერს მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა 59 წლის ასაკში. ბილი მილიგანის საქმე პიროვნების გაორების ყველაზე ცნობილი მაგალითია მსოფლიოში და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბუნების უცნაურ გამოვლინებებს იმას თუ რა ვიცით ჩვენს თავზე ყველაზე კარგად.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე გადმოგვცემს (ძვ.წ 470- 399) „ მე ვიცი რომ, არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის“ . დავფიქრდეთ იმაზე თუ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში.

ავტორი:ზურა მეგრელიშვილი

1 გამოხმაურება

  1. საინტერესო სტატია იყო, მესმის რომ რუსულიდანაა ნათარგმნი, მაგრამ იქნებ რუსული სიტყვები შევამციროთ, მით უმეტეს თუ ქართული ექვივალენტი მოგვეძებნება, არაა საჭიროება რუსულის გამოყენების: ვგულისხმობ სიტყვებს კარეტა – ანუ ეტლი და ლესბიანკა -ანუ ლესბოსელი.
    მადლობა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მნბვცხ გამოხმაურების გაუქმება

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი