ალფრედ ადლერი – ფიქციური ანალიზი

0
392

ადლერის ადრეულ ნაშრომებში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ადამიანის ქცევის პირველადი მოტივი აგრესიულობაა. მოგვიანებით მან შეცვალა ფორმულირება და მამოტივირებელ ძალას ძალაუფლებისკენ სწრაფვა უწოდა. ადლერის რწმენით, ადამიანებს სურთ, რომ თავი ძლიერად და ძალაუფლების მქონედ იგრძნონ სამყაროსთან ურთიერთობებში და თავი აარიდონ სიტუაციებს, რომლებშიც თავს სუსტად ან დაჩაგრულად გრძნობენ. თუმცა, ბევრი ბავშვი მაინც არაერთხელ ეჯახება სისუსტისა და უმწეობის განცდას ფიზიკური დეფიციტისა და პრობლემების გამო. ასეთ დეფიციტს ადლერი ორგანულ არასრულფასოვნებას უწოდებს.

მართალია, ასეთი არასრულფასოვნება პიროვნების დეგრადაციის წინაპირობა შეიძლება იყოს, ბევრი ადამიანი მის კომპენსირებას ბევრი მუშაობით და სუსტი წერტილების გაძლიერებით ახერხებს. მაგალითად, თუ ადამიანს ბავშვობაში ენა ებმოდა, ბევრი მეცადინებოს შედეგად მოზრდილობაში ბრწყინვალე ორატორად ჩამოყალიბდება, ან ფიზიკურად სუსტი და მყიფე ბავშვმა შეიძლებ იმდენი ივარჯიშოს და გაიკაჟოს სხეული, რომ მოზარდობაში ათლეტად ჩამოყალიბდეს.

ადლერმა შემდგომში უარი თქვა ძალაუფლებისკენ სწრაფვაზე და ეს ადგილი კიდევ უფრო ზოგად მოტივაციურ ტენდენციას დაუთმო, რომელსაც უპირატესობისკენ სწრაფვა უწოდა. იგი ამ უნივერსალურ, შინაგან ტენდენციას ადამიანის ქცევისა და გამოცდილების „უდიდეს აღმავალ იმპულსს“ უწოდებს:

უპირატესობისკენ სწრაფვას უკვე ნათლად ვხედავ თითოეულ ფსიქოლოგიურ ფენომენში. 

ორგანული არასრულფასოვნების კვლევა ადლერმა არასრულფასოვნების ფსიქოლოგიური გრძნობის შესწავლამდე გააფართოვა. მან მოიგონა ტერმინი არასრულფასოვნების კომპლექსი. ადლერის თანახმად, ბავშვებზე ძალზე მოქმედებს საკუთარი არასრულფასოვნების გაცნობიერება, რაც ბავშვის ზომებისა და ძალაუფლების არ ქონის უცილობელი შედეგია.

თავად ადლერის ბავშვობის დროინდელმა შთაბეჭდილებებმა მიიყვანა იგი ამ აზრის აუცილებლობამდე: „ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ადრინდელი შთაბეჭდილება არის მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ ვზივარ სკამზე მთლიანად დაბინტული რახიტის გამო, ჩემს წინ კი ზის სრულიად ჯანმრთელი უფროსი ძმა. მას შეეძლო სირბილი, ხტუნვა და სურვილისამებრ მოძრაობა ყოველგვარი სირთულის გარეშე, ჩემთვის კი ნებისმიერი მოძრაობა დაძაბულობისა და ძალისხმევის ტოლფასი იყო.

ადლერი თვლიდა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება აიძულებს ბავშვს იგრძნოს თავისი სისუსტე, უუნარობა და ფრუსტრაცია.

ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი ზრდის პარალელურად ვითარდება და თავად ცხოვრების შინაგანი აუცილებლობაა. ის ყველა ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრის საფუძველია და იმით ვლინდება, როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემებს. ყველა ჩვენი ფუნქცია ამ მიმართულებას მიჰყვება. ისინი დაპყრობისკენ, უსაფრთხოებისკენ და ზრდისკენ ისწრაფვიან განურჩევლად იმისა, ეს სწორი მიმართულებით ხდება თუ არა. მინუსიდან პლუსისკენ მამოძრავებელი იმპულსი არასოდეს ილევა. ქვემოდან ზემოთ სწრაფვის სურვილი არასოდეს ქრება.

რა წინაპირობებზეც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა ფილოსოფოსებმა და ფსიქოლოგებმა, იქნება ეს თავის გადარჩენა, სიამოვნების პრინციპი თუ წონასწორობის შენარჩუნება, ეს ყველაფერი მხოლოდ ბუნდოვანი რეპრეზენტაციებია, რომლებიც უდიდეს აღმავალი აღმძვრელის გამოხატვას ცდილობენ.

ამრიგად, ადლერი რაღაც საკმაოდ ზოგადსა და ყოვლის მომცველს გულისხმობდა, როდესაც უპირატესობისკენ უნივესალური სწრაფვის ცნება შემოიტანა. ამ ცნებაში მოიაზრება როგორც გარემოზე უპირატესობის მოპოვება, ისე — სრულყოფის, დასრულებულობისა და მთლიანობის მიღწევა. ამ ზოგადი ცხოვრებისეული ძალის კონტექსტში ორგანული არასრულფასოვნების ცნებაც უფრო ზოგად მნიშვნელობას იძენს და სისუსტის ნებისმიერი გრძნობის აღსანშნად გამოიყენება, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დაუსრულებლობის ან არასრულყოფილების შეგრძნებიდან მომდინარეობს.

აღმავალი მოძრაობის იმპულსთან ერთად ადლერს შემოაქვს სოციალური ინტერესის ანუ ადამიანებთან ერთიანობის შინაგანი განცდის ცნებაც. ადლერის მიხედვით, კარგად ადაპტირებული პიროვნება საკუთარ გარემოში უპირატესობისკენ და მთლიანობისკენ ისწრაფვის და, ამავდროულად, ჭეშმარიტ სიყვარულს და ერთიანობას გამოხატავს სხვა ადამაინების მიმართ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ინდივიდუალურ განსხვავებებს პიროვნებებს შორის სწორედ სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებით სოციალური დაინტერესების მეტ-ნაკლებად გამოკვეთილობა ქმნის.

ამ ცნების კვლევის მიზნებისთვის ოპერაციონალიზაციის მცდელობისას კრენდალმა სოციალური ინტერესის საკვლევი მოკლე კითხვარი შეადგინა. მან აღმოაჩინა, რომ ძლიერი სოციალური ინტერესის მქონე ადამიანები უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ ფსიქოლოგიური ადაპტირებულობის სხვადასხვა საზომზე და სტრესით გამოწვეულ ნაკლებ უარყოფით შედეგებს აღნიშნავდნენ, ვიდრე დაბალი სოციალური ინტერესის მქონენი, რაც ადლერის თეორიული დებულების ემპირიულ დასაბუთებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ამრიგად, ყველა პიროვნება დასრულებულობისკენ და ერთიანობისკენ ისწრაფვის ცხოვრებაში. თითოეული მათგანი განსხვავებული გზით და განსხვავებული მიზნისკენ ისწრაფვის. მოტივაციური ტერმინებით რომ ვთქვათ, ქცევა ენერგიას უპირატესობისკენ აღმავალი იმპულსისგან იღებს, თუმცა მიმართულებას მომვლის შესახებ პიროვნების აზრები განაპირობებენ. ადლერის ფსიქოლოგიის ცენტრალური დებულება ის არის, რომ ადამიანები სუბიექტურად მოსალოდნელი და საიმედო მომავლისკენ უფრო არიან ორიენტირებულნი, ვიდრე ობიექტურ წარსულზე მიჯაჭვულნი. ადლერი წერს:

იდივიდუალური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური ფენომენების გაგებისთვის ფინალიზმისთვის გვერდის ავლის აბსოლუტურ შეუძლებლობას ამტკიცებს. მიზეზები, ძალები, ინსტინქტები, იმპულსები და მსგავსნი ვერ გამოგვადგება ახსნის პრინციპად. მხოლოდ ფინალური მიზნით შეიძლება აიხსნას ადამიანის ქცევა. გამოცდილებები, ტრავლები, სექსუალური განვითარების მექანიზმები ვერ მოგვიტანენ ახსნას, თუმცა პერსპექტივა, რომელშიც ისინი გვეძლევიან, მათი ხედვის ინდივიდუალური გზა, რომელიც მთელ ცხოვრებას საბოლოო, ფინალურ მიზანს უქვემდებარებს, ნამდვილად შეძლებს ამას.

ადლერის მიხედვით, პიროვნებას საკუთარი ცხოვრება ფინალური მიზნების ტერმინებით ესმის და თავის ქცევასა და გამოცდილებასაც შესაბამისად ალაგებს. ადრეული გამოცდილებები, ტრავმები და ა. შ. თავად არ არიან ქცევის დეტერმინანტები. ერიკსონის მსგავსად, ადლერიც ამტკიცებს, რომ ადრეული მოვლენები სუბიექტურად ორგანიზდება (შემდგომი) ფინალური მიზნების მიხედვით. ინდივიდის მიერ წარმოსახული ეს ფინალური მიზნები იმის სუბიექტურ ახსნებს წარმოადგენენ, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. ისინი წარმოსახვის პრიდუქტის და არა — ემპირიული ან ლოგიკური

პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა

ფაქტები. წამოსახული ფინალური მიზნები ფიქციებია, რომელთა მიმართაც ისე ვიქცევით, თითქოს ისინი რეალურები იყვნენ. შესაბამისად, ადამიანის ქცევასა და გამოცდილებას ფიქციური ფინალიზმი წარმართავს. ის, რასაც თითოეული ჩვენგანი საკუთარი ცხოვრების საბოლოო მიზნად მიიჩნევს, ჩვენივე შექმნილია, რათა ცხოვრებას მიმართულება და მიზანი შევძინოთ.

ცხადია, ზოგიერთი ფიქციის რეალიზება შეუძლებელია, თუმცა, ის მაინც რჩება ჩვენი მისწრაფებებისა და ქცევის საბოლოო ახსნების უპირატეს მაორგანიზებელ ძალად. ადლერი მიუთითებდა, რომ ძალზე არარეალისტური ფიქციური ფინალიზმი ნევროტული სიმპტომატიკის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. და მაინც, თითოეული ადამიანი სხვადასხვაგვარ ფიქცია ქმნის საკუთარი მომავლის შესახებ.

ყველაზე ადაპტურ ფიქციურ ფინალიზმს რეალისტური მოლოდინები შეაქვს მომავლის შესახებ წარმოსახულ ნარატივში, რომელსაც უპირატესობისკენ, მთლიანობისკენ და დასრულებულობისკენ პიროვნების სწრაფვის შენარჩუნება და სტიმულირება შეუძლია.

ამრიგად, ადლერი წარმოგვიდგენს პიროვნების თეორიას, რომელიც უშვებს, რომ ინდივიდის ცხოვრებას ფსიქოსოციალური ნარატივი ქმნის, რომელიც წარსულის, აწმყოსა და მომავლის ინტეგრირებას ახდენს; რომელსაც თავისი დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული აქვს. ადამიანები, ცხოვრების დროში გაშლასთან ერთად, ნარატიული ერთიანობისა და მიზნისკენ ისწრაფვიან.

ავტორი:ლალი ხეჩუაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი