ერიხ ფრომი – პირველ ქრისტიანული რწმენის ფსიქოლოგიური აზრი

0
384

იმისთვის, რომ გავიგოთ პირველი ქრისტიანების რწმენის ფსიქოლოგიური აზრი ქრისტეს მიმართ, ჩვენ უნდა ვნახოთ, ადრეულ ქრისტიანობას მხარს როგორი ადამიანები უჭერდნენ. ესენი იყვნენ გაუნათლებელი ღატაკი მასები, იერუსალიმის პროლეტარიატი და გლეხები. მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური ჩაგვრის, სოციალური შელახულობის და განკიცხულობის გამო მათ მუდმივად ვნებიანად წყუროდათ არსებული პირობების შეცვლა. ისინი ოცნებობდნენ მათთვის ბედნიერი დროის დადგომაზე, მათ გარემოში გროვდებოდა სიძულვილი და შურისძიების სურვილი, როგორც თავისი საკუთარი მმართველობის, ისე რომაელების მიმართ.. ამიტომ ადრეული ქრისტიანული საზოგადოების ყურადღება კონცეტრირდა მხოლოდ ერთ დიად მოვლენაზე – ახალი საუკუნის სასწაულებრივ დასაწყისზე.

ადრეული ქრისტიანული ქადაგებების შინაარსი არ იყო არც ეკონომიკური, არც სოციალურ-რეფორმატორული, მაგრამ ბოლომდე სავსე იყო კურთხეული დაპირებით ასეთი დროის ახლო პერიოდში მოსვლის შესახებ, როცა ღარიბები გამდიდრდებიან, მშივრები მაძღრები გახდებიან, ხოლო ჩაგრულები ძალაუფლებას მიიღებენ…

მორწმუნეები თავიანთ თავს ქრისტესთან აიდენტიფიცირებდნენ, რამეთუ ის იყო ისეთივე ტანჯული ადამიანი, როგორც თავად ისინი. ასეთია მასებზე ღმერთამდე ამაღლებული ტანჯული ადამიანის მომაჯადოებელი ძალაუფლების ზემოქმედების საფუძველი. მანამდე ათასობით ადამიანი აცვეს ჯვარზე, აწამეს და დაამცირეს. მაგრამ მათ ახსოვდათ მხოლოდ ერთი, ღმერთამდე ამაღლებული ჯვარზე გაკრული ადამიანის შესახებ, ეს ნიშნავდა, რომ ქვეცნობიერად ისინი ამ ჯვარზე ცმულ ღმერთს აღიქვამდნენ, როგორც თავიანთ თავს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი