დალი ცატავას #მესიჯი ,,დაუყარეთ ღორებს მარგალიტები, იქნებ ერთმა მათგანმა მაინც შეიცნოს”

0
272

მომეჩვენა, რომ მტრედმა ჩამიფრინა, თეთრი იყო, შუბლზე შემეხო, რომელიც მტკივა და კი არ მამშვიდებს, არამედ მაღიზიანებს, მაიძულებს რაღაცას, თითქოს მითხრა, „ნუ გძინავს… „ იქნებ მომეჩვენა და ეს მტრედი არც იყო … თოლია იყო, თოლია ჯონათანი, იქნებ შემახსენა, რომ გაჩერება არ შეიძლება, ხავსმოკიდებული და დამყაყებული კი არა მბზინვარე და წინმსწრაფი ძლივს გადის ფონს. გუბეში წყალი ყროლდება და ბაყაყები ცხოვრობენ……. 
მტკივნეულ შუბლს ვისრეს, ვერ გამირკვევია საით წავიდე,
არისტოტელე – ამბობს, რომ ორი რამ არსებობს ადამიანში მატერიალური და სულიერი, საით ჯობს? მერე კი ამბობს, რომ სულიერი სიმდიდრე ჯობს. მე საით მივდივარ? გადასახადები, გაზის და შუქის ქვითრები, ბანკის პროცენტები, გზის, საჭმლის, წამლის, ტანსაცმლის, ყვავილების, სუნამოს, სწავლის …. ფული, ფული, ფული………
ჯონათანი –„ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს წყვდიადიდან გამოსასვლელად, უბრალოდ უნდა გავიცნობიეროთ ჩვენი შესაძლებლობა, ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ თავისუფლება, ჩვენ შეგვიძლია ვიფრინოთ.“
პავლოვი –„ადამიანს ორი გონება აქვს, ერთი დიდი ერთი პატარა, პატარა გონება ეს არის ტვინში, რომელსაც ის თვლის გონებად, დიდზე დიდი გონება რაც მას აქვს ეს მისი გულია.“
რით ასაზრდოებ გულს? იმ გარემო პირობებით სადაც ხარ, სადაც იზრდები, რითაც იკვებები, როგორადაც სუნთქავ, რაც გესმის, ვისაც ხედავ, ვისაც გრძნობ, ან ვერ და არ გრძნობ, რასაც ჭამ, ეხები, აღიქვამ……. ჰოდა ეს პატარა გონებაც მეტს ვერ უძლებს და დიდი გონებამდე ვერ აღწევ, აქედან გამომდინარე შეცდომებს უშვებ…. გამოდის, რომ ისევ ვერ აბარებ გამოცდას და ცდილობ, გამოხვიდე ისე, რომ არ ჩააბარო.
დალი– როცა ბეღურად დაიბადები, ეცადე, რომ იყო კარგი ბეღურა და ნუ ცდილობ გახდე არწივი.
მათე – „ნუ დაუყრი მარგალიტებს ღორებს, რამე თუ არა იციან რა არის“
დალი– პირიქით, დაუყარეთ ღორებს მარგალიტები, იქნებ ერთმა მათგანმა მაინც შეიცნოს.
მაინც მგონია, რომ ჯონათანი იყო და არა პიკასოს მტრედი….

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი