ენერგიების სწორი ცვლა ქალსა და მამაკაცს შორის

0
1142

ორთა კავშირი – ეს შრომაა.  შრომა ყოველდღიური, რომელიც ითხოვს ერთმანეთისგან არა მარტო მოთმინებას, არამედ, პატიებას და გაგებით მიდგომას.

ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრეობენ არა იმიტომ, რომ არ ჩხუბობენ, არ ბრაზდებიან და არ წყინთ ერთმანეთისგან არაფერი, ან კიდევ ავიწყდებათ (თუმცა, ზოგი რამ ავიწყდებათ კიდეც), არამედ სწავლობენ პატიებას.

ძველი ბრძენები ამბობდნენ – თავისთავად კაცი, ეს ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ისევე როგორც ქალი. მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ როდესაც იქმნება ოჯახი, ამ ახალ ორგანიზმს შეიძლება ეწოდოს სრულყოფილი ადამიანი. თუ კი ამ ორგანიზმის, თითოეული ნახევარი გაითვალისწინებს ერთმანეთის ინტერესს, მაშინ ასეთი ორგანიზმი, დიდი ხანი შეძლებს ჰარმონიულად ცხოვრებას.

თუ დავუჯერებთ წიგნებს, ტანტრის ოსტატებს, ფსიქოტრენერებს და ა.შ. როდესაც ქალი და მამკაცი ხვდება ერთმანეთს, ისინი გადაიქცევიან ერთიან (ენერგეტიკულ) ჭურჭლად და მათ შორის იწყება ენერგეტიკული ცვლა.

თავისი ბუნებით, მამკაცი ენერგიას (იდეას) ღებულობს ზემოდან (ზეციდან), ხოლო ქალი (ძალას) – ქვემოდან (დედა მიწიდან). მიზნის (იდეას) სარეალიზაციოდ მამკაცს სჭირდება ძალა და ის ამ ძალას იღებს ქალისგან. ქალი კი, წარმოადგენს ძალის ენერგეტიკულ ბანკს, რომლის დახარჯვა არ შეუძლია მოქმედებებზე, მას მხოლოდ გაცემა შეუძლია. თუ ქალი, იწყებს საკუთარი რესურსის ამოქმედებას და თვითონ გადადის ქმედებებზე, მასში მატულობს მამკაცური და მცირდება ქალის ენერგიები. ეს კი შესაბამისად ამცირებს, მის გვერდით „ნამდვილი“, ძლიერი და ღირსეული მამაკაცის არსებობის შანსს.

პრაქტიკულად, ქალსა და მამკაცს შორის ყოველთვის მიმდინარეობს ენერგეტიკული ცვლა – ეს ბუნებაშია ჩადებული…

დაბადებიდან ყველა ბიჭს ჰყავს დედა, რომელიც შთააგონებს, აძლევს დედობრივ მზრუნველობას და სიყვარულს, ჰყავს და… ახსოვს პირველი სიყვარული, მეორე… თანამშრომელი, დაქალი – ყველა ქალში მამაკაცი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეძებს ენერგეტიკულად, ძალით ავსების წყაროს. რადგან ამის შედეგად, მამკაცს საქმეები გამოსდის ადვილად, მიზანსწრაფულია და შთაგონებული.

მოგვიანებით, როდესაც ქალი და მამკაცი ერთიანდებიან სიყვარულში, იწყებენ ერთად ცხოვრებას ქალი გამცემის როლშია (არა მარტო ფიზიკურად, ასევე მზრუნველობით, მორალურად, ინტელექტუალურად), ხოლო მამაკაცი მიმღების – იღებს ენერგეტიკულად ძალას, რომელსაც  ხარჯავს ქმედებებზე და შექმნა-შენებაზე.

ყველაფერი ეს, მხოლოდ პირველი ეტაპია, ამით ჯერ კიდევ არ არის ჭურჭელში (ცოლ-ქმარში) ენერგიების გაცვლის ცილი დასრულებული.

კერძოდ, მამაკაცი როდესაც იღებს სამოქმედო და საკუთარი იდეის სარეალიზაციო ძალას, მან ქალს უნდა დაუბრუნოს – მატერიალური საჩუქრების, ზრუნვის, დაცვის, ფიზიკური დახმარების… ექვივალენტის სახით, რათა ქალი შთაგონებულიქნას შემდგომი გაცემისთვის.

და ასე, ეს ციკლი მოძრაობს დაუსრულებლივ…

სიყვარული უმთავრესია ცოლ-ქმრულ ურთიერთოებეში. თუ ქალი აღსავსეა სიყვარულით (უპირობო სიყვარული), მას შესწევს აბსოლუტურად ყველაფერი. აი, რის დეფიციტს განიცდიან ქალბატონები. სიყვარული ეს მდგომარეობაა! მას განიცდი ყველაფრის მიმართ... სხვა ადამიანი რაღაცის გამო კი არ გიყვარს, არამედ, უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობს. ყველანაირი პირობების გარეშე. ეს კი საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა და არა სხვისი შეცვლით.

ქალს შეუძლია ყველაფერი! ყველაფერი  რათა მამკაცი შედგეს. ზემოთხსენებული ენერგიების გაცვლა უნდა ხდებოდეს ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი