ახალი ჭეშმარიტი ,,მე”-ს დაბადება

0
538
გავუყევი გზას, ცხოვრების ახალ ეტაპს თურმე შევმდგარვარ შეცნობის გზაზე, დიახ, მივყვები შეცნობის შარაგზას…
გამარჯობა! მეცნობი, ადრეც შევხვდრილვართ?
სიჩუმე პასუხად, მხოლოდ ვგრძნობ…
და მახსოვხარ – შენ ხომ ის ხარ, ტკივილისგან და უსუსურობისგან დაღლილი როგორ გთხოვდი, გეძახდი ფიზიკურად გაგექრე, წავეყვანე. მაშინ კარგი გაკვეთილი ჩამიტარე – ფიზიკური სიკვილის გარდა არსებობს, უფრო დიდი, შინაგანი გარადაცვალება! თურმე, ძველი უნდა მოკვდეს, რომ ახალი იშვას!
მივხვდი?
მაშინ ვერა!
მოგვიანებით?
კი!
ახლა?
მის მერე, რამდენჯერმე შემხვდი შარა-გზაზე და უკვე გცნობ!
აი, ახლაც ამ გზაზე ვხვდები სიკვდილის შეგრძნებებს
აი, ახლაც თითქოს და ვკვდები…
მაგრამ, ისევ არა სხეულით, არამედ პიროვნულად.
მართალია სახე ცვლილი ხარ, მაგრამ შენი ამოცნობა ადვილია,
გცნობ:
გამარჯობა, შენ აპათიავ,
გამარჯობა, შენ ჩემო უძლურება-უსუსურობავ,
გამარჯობა, შენ ეე, სიცოცხლის უაზრობავ.
რამ შეგაწუხათ?
მობრძნდით „სტუმარი ღვთისაა“-ო, გამონაკლისის გარშე, მიუხედვად იმისა, რომ ენერგიას მართმევთ და ყველანაიარ სურვილს მიკარგავთ… მობრძანდით და გიმასპინძლებთ ღირსეულად!
ადრე, შემეშინდებოდა.
ადრე, მათი სტუმრობა და შინაგანი გაავდრება მომცელავდა, წამაქცევდა,
კუთხეში მომიწყვდევდა აცახცახებულს, გაოგნებულს, დამფრთხალს…
ახლა?
ახლა, გაცნობიერებული მაქვს – არაფერი ისე შემთხვევით და მოულოდნელად არ ხდება!
ახლა, ვიცი როგორ შევხვდე, დავაკვირდე და მეტიც
დავტკბე ავდრით, თანაც მადლიერი.
.
ახლა, ზუსტად ვიცი, ამ დროს, შინაგანად რაღაცეები მომწიფდა და იწყებს დაბადებას — მეტად ჭეშმარიტი!
ახლა დარწმუნებული ვარ, ჩემს „დამყაყებულ“ შეხედულებებს სურთ გამოსვლა ზედაპირზე!
ახლა ვხვდები, ძველი, არქაული მტკიცებულებების კონფლიქტმა ახალ შინაგან მდგომარეობასთან, გამოიწვია სიკვდილის სტუმრობა..
ცხოვრებაში რადენჯერმე გავიარე ეს პროცესი, ეს მგონი მესამეა და ამიტომ მას დავარქვი «შინაგანი სიკვდილი და ჯადოქრის დაბადება».
ამ დროს, ასე ხდება…
ეს მეტამორფოზაა,
ცნობიერის დონეების ცვლილებაა.
დაბადება ჯადოქრად!
მე მადლიერებით ვაძლევ ამ მდგომარეობას იყოს….
გვიან, მაგრამ მაინ ხომ გავაცნობიერე:
ყოველთვის, ყველაფერი კარგად ვერ იქნება,
ზოგჯერ მოიწყენ,
დანაღვლიანდები,
თავს იგრძნობ მარტოსულად,
მოგეჩვენება რომ რაღაც ისე არ არის…
ცხოვრება დაკარგავს ფერებს…
განსაკუთრებით იმის მერე, როდესაც თითქოს, უკვე ყველაფერი იდეალურად გეგონა.
იცი რატომ?
ენერგები რომ გამეცნო, შინაგანი სამყაროს მორიგი კარები გამეხსნა,
ენერგიები საჭიროებს ბალანსირებას!
ამიტომ არსებულს ვიღებ, როგორც საჭიროს და აუცილებლს!
ვიცი, გავალ ახალ დონეზე – ბედნიერების, სიმშვიდის და ჰარმონიის!
ასეთია ბალანსის ბუნებოვნება,
უამარავი გამარჯვებების ფონზე, საშუალებას გაძლევს მოკვდე შინაგანად კრიზისში და დაიბადო ჯადოქრად, სულიერად გაზრდილი.
ახლა, ადრინდელივით ენერგიას არ ვხარჯავ
გაქცევაზე,
თვითგვემაზე,
განკითხვაზე…
ამ დროს სასიცოცხლო ძალები, ისედაც, ძალიან ცოტა მაქვს
მხოლოდ საჭიროზე:
მედიტაცია,
ლოცვებზე,
ძილზე,
საკვებზე .
ვზღუდავ ურთიერთობებს, რადაგნ ასეთ დროს საუბარი არ მსურს. განსაკუთრებით ნათლად ვხედავ უაზრო, სულელურ საუბრებს, განხილვებს, ბჭობებს… ყურს ჭრის ადამიანური არასრულყოფილება — როგორც სხვისი, ასევე საკუთარი…
არა, არ ვფარხალებ
სრულიად ვენდობი და ზედაპირზე მოდუნებული ვტივტივებ…
რაც უფრო ვენდობი,
გრძნობებს ვაკვირდები,
ემოციებს ვემუსაიფები,
მით მეტად მარტივდებიან
და მადლიებით ვაგროვებ მნიშვნელოვან,
უძვირფასეს განძს
ახლა და ამ მომენტისთვის, უსაჭიროეს გაცნობიერებებს.
აზრის დაკარგვა, აპათია — მიმანიშნებს ილუზიებისგან განთავისფლებაზე. ძველი ჩვევბისგან, ნაგვისგან რომელიც ბუდობდნენ თავში და სახლობდნენ სულში.
ახლა, მათი გამოსვლის დარო დადგა:
ბევრი წყალი, მცირე საკვები, ახლა არ არის „თესვის“, განებივრების, ჩატკბარუნების და თავის შეცოდების დრო.
ნელ-ნელა შევიცნობ და გავუშვებ იმ ყველაფრს რაც მაკარგვინებს ენერგიას… და ვიტოვებ, რაც დამეხმარება გაცნობიერებებში.
მოვუსმენ ინტუიციას და ვიმოქმედებ მხოლოდ მისი კარნახით.
ვსწავლობ უარის თქმას და უარს ვამბობ გავაკეთო
«საჭიროა!»,
«ვალდებული ვარ»,
«ყველა ნორმალურად ცხოვრობს და შენ რაღა…»…
მსგავსით.
ეს სწორედ ის ტოქსიკოზია რაც კლავს ცნობიერს, ამყოფებს ტყვეობაში და უფრო მეტი, დეპრესიაში.
ვაგრძელებ მედიტაციას გასუფთავებაზე.
მოვუსმენ თავს,
გავაკეთებ, მხოლოდ იმას რასაც მომთხოვს სული .
შეიძლება –  წიგნი,
შეიძლება წყვდიდში ცეკვა,
შეიძლება საათობრივად გასუსულმა ვუცქირო სიმწვანეს,
შეიძლება ვისწავლო მეტად, გულის ყურით მოსმენა, რათა დავადგე ჭეშმარიტ გზას!
მათი სტუმრიანობით და შინაგანი გაავდრებით,
უკვე
აღარ ვარ პანიკაში(- ვარ მშვიდი)
არ ვთვლი რომ დავიკარგე (- ვემზადები მეტამორფოზისთვის) ..
მადლიერებით აღსავსე
ვარ დამკვირვებელი,
ვარ სრულად პროსეცში,
მათთან ერთდა ვსუნთქავ..
რადგან, სწორედ ამ დროს,
ყველაზე ახლოს ვარ სულთან,
სწორეა ამ დროს,
მესმის სულის ნამდვილი მოთხოვნები,
სწორედ ამ დროს ამოვყვინთავ ზედაპირზე და
სწორე ეს ტკივილები
გახდება წინაპირობა
ახალი, ჭეშმარიტი „მე“ს დაბადებისა!!!
მოვკვდი პიროვნულად და ვიშვი ჯადოქრად!
…და კვლავ გავყევი სამყაროს შეცნობის შარა გზას!
თამარა კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი