არის თუ არა მაიონეზი მავნე პროდუქტი?

0
146

მაიონეზი (ფრანგ. Mayonnaise) — ფრანგული წარმოშობის ცივი საწებელი, რომლის დასამზადებლადაც საჭიროა მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთი, კვერცხი გული, ძმარი, მდოგვი და შაქარი, გამოიყენება ასევე სანელებლებიც.

საფრანგეთში მაიონეზის შექმნისა და სახელის წარმოშობაზე უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა არცერთი ვერსია არ არის დაზუსტებული. ლიტერატურაში პირველად 18-ე საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრუ ლეგენდის თანახმად, 1757 წელს ფრანგების ჯარმა, ბალეარების ერთ-ერთ უდიდეს კუნძულ მენორკაზე ლაშქრობისას, ალყა შემოარტყა ინგლისელების მიერ დაკავებულ ქალაქ მაოს. გამანადგურებელი იერიშის შემდეგ ფრანგებმა მოწინააღმდეგე ქალაქიდან განდევნეს და გამარჯვება იზეიმეს, თუმცა ალყის დროს სურსათის მარაგი ძლიერ იყო შემცირებული. ფრანგების არმიის მეთაურის, ჰერცოგ ლუი დიუ პლეს რიშელიეს, კარდინალი რიშელიეს დისწულის შვილის, ბრძანებით, არმიის მზარეულმა ადგილობრივი რეცეპტის გამოყენებით დაამზადა ცივი საწებელი, რომლის ინგრედიენტებად ინდაურის კვერცხი, პროვანსული ზეთი, ლიმონის წვენი და წითელი წიწაკა გამოყენა, საწებელს ქალაქის პატივსაცემად მაონეზი უწოდეს.

და მაინც, არის თუ არა მაიონეზი მავნე პროდუქტი? ეს კითხვა ჯანსაღი კვების მოყვარულ ბევრ ადამიანს აწუხებს. ჩვენ კი შევეცდებით პასუხი მასში შემავალი ინგრედიენტების საშუალებით გავცეთ და საკითხი შემდეგნაირად განვიხილოთ – მავნეა თუ არა ის მასში შემავალი ინგრედიენტები, რომელიც სწორად წარმოებულ მაიონეზში შედის.
ნატურალური ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ნატურალური მზესუმზირის ზეთი, ლიმონის წვენი, წყაროს წყალი და სუნელები? პასუხი ცალსახაა  – მაიონეზი სასარგებლო პროდუქტია.

ინგრედიენტის მახასიათებლები

ნატურალური ზეითუნის ზეთის მდიდარია ომეგას სპექტრის მჟავებით და ვიტამინებით A, B, C, D, E, F, K, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებას. 

კვერცხის გული მდიდარია A და B ვიტამინებით. ის შეიცავს ხოლინს, რომელიც ამცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს. დღეში ერთი კვერცხის მიღება კი ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია.

მზესუმზირის ზეთის რეგულარული გამოყენება ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან იცავს, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას უწყობს ხელს.

ლიმონის წვენი შეიცავს C ვიტამინს და ამაგრებს იმუნიტეტს. ლომონი, ასევე, შეიცავს ვიტამინ P-ს, რომელიც თრომბოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია. ის ასუფთავებს ღვიძლს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. 

წყაროს წყალი ნიადაგში დინების დროს მდიდრდება სასარგებლო მინერალებით. 

ახალი სუნელები კარგ გემოვნურ თვისებებთან ერთად ბევრ სასარგებლო ეთერზეთებს შეიცავს, რომელსაც სასარგებლო თვისებები აქვს და მათი მიღება ორგანიზმისთვის სასურველია.

არის თუ არა ყველა მაიონეზი სასარგებლო? ამ კითხვაზე პასუხის ნახვა თავად პროდუქტის შეფუთვაზეა შესაძლებელი, – თუკი პროდუქტს გავლილი აქვს ორგანული კონტროლის სისტემა და შეფუთვას დატანილი აქვს ხარისხის ნიშანი.

გთავაზობთ ჰაეროვანი ფრანგული მაიონეზის რეცეპტს, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ.

150   მლ. რაფინირებული ზეითუნის ზეთი

3   ცალი კვერცხის გული

112  ჩ/კ შაქარი

13  ჩ/კ მარილი

12  ს/კ ლიმონის წვენი

1   ჩ/კ მზა მდოგვი

კვერცხის გულებს დავუმატოთ შაქარი და მარილი. ნელი მორევით(სულ ერთ მხარეს) შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. მდოგვი დაუმატეთ იმ შემთხვევაში თუ მაიონეზ ,,პროვანსალის” მომზადება გვინდა. ზეთი წვეთობით ფრთხილად უნდა დავუმატოთ, თორემ მაიონეზი აიჭრება. არავითარ შემთხვევაში არ ათქვიფoთ და მორევითაც მხოლოდ ერთი მიმართულებით, განუწყვეტლივ ურიეთ.

როდესაც მასა ერთგვარვანი, ნაზი, მოყვითალო ფერის გახდება, შეგვიძლია ნელა დავუმატოთ ლიმონის წვენი და ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში შესასქელებლად.

რჩევები მაიონეზის სწორად მომზადებისთვის:

1.მაიონეზი უნდა მოვამზადოთ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. უკეთესია ხის კოვზით მორევა.
2.თეთრი ფერის მისაცემად, სუფრაზე მიტანის წინ მაიონეზს შეგვიძლია 1-2 ს.კ. წყაროს წყალი დავუმატოთ.
3.ზეითუნის ზეთის არქონის შემთხვევაში მაიონეზი შეგვიძლია კარგი ხარისხის მზესუმზირის რაფინირებული ზეთითაც მოვამზადოთ.
4.ამ სოუსის მოსამზადებლად კვერცხი აუცილებლად ახალი და გარეცხილი უნდა იყოს.
5.მაიონეზი ინახება მაცივარში, თავდახურულ ჭურჭელში 2-3 დღის განმავლობაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი