საკუთარი თავის გამხნევება

0
414

ადამიანები არა არიან მიჩვეული საკუთარი თავის გამხნევებას. გაცილებით ადვილია იწუწუნო, მსხვერპლის როლში იყო და ამ დროს სხვებმა გადაგისვან თავზე ხელი, დაგიყვავონ, მოგეფერონ, გაგამხნევონ – თუ თქვენ ასეთ ადამიანები კატეგორიას განეკუთვნებით – ეს გზა არის არსაით და საბავშო ბაღში ჩარჩენაა. მოწიფულობაა – პასუხისმგებლობის სკუთარ თავზე აღება. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი გსურთ ცხოვრების სხვა ხარისხში გადასვლა.

საკუთარი თავის გამხნევება – საკუთარი თავის სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა. შემოგთავაზებთ მტკიცებულებებს რომლის დახმარებითაც, ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში მოხვედრისას შეძლებთ დამშვიდდეთ და ცხოვრება გაცნობიერებულად მიმართოთ.

ალბათ, ყველას ჰქონია ცხოვრებაში შემდეგი სიტუაციები:

როდესაც მოწყენილია, ეშინია, გასაჭირშია. როდესაც სწავლობს რაღაც ახალს, ცდილობს შეიცვალოს უკეთესობისკენ ცხოვრება, როცა თავს გრძნობს მარტო და მხარს არ უჭერს არავინ, როცა ეჩვენება, რომ სრულიად სამყარომ ზურგი აქცია და არვის სჭირდება…

სოლომინ ბრძენისა არ იყოს: „ესეც გაივლის“ და ყველაფერი შემოგიტრიალდებათ, რასაც მოგვიანებით იღბალს დაარქმევთ. სწორედ ასეთი სიტუაციები აყალიბებს პიროვნებას. გილოცავთ, თქვენ ხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ზღვარზე.

ასეთ სიტუაციაში, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჯადოსნურ საშუალებას წარმოადგენს მხარდამჭერ, გამახნევებელი აფირმაციების განმეორება. როგორც ლუიზა ჰეი ამბობს: როდესაც თქვენ იყენებთ პოზიტიურ აზროვნებას, მსხვერპლის როლოდან გადადიხართ გამარჯვებულის, შემოქმედის და საკუთარი ცხოვრების ბატონ პატრონის პოზიციაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი