როგორ ვაკონტროლოთ ემოციები?

0
406
ოდესმე თუ გითქვამთ გაბრაზების ფონზე ისეთი რამ, რაც შემდეგ გინანიათ?  უკან დაუხევიხართ შიშს, იმ რისკების აღებისას, რომელსაც თქვენთვის სარგებლის მოტანა შეეძლო? თუ ეს ასეა, თქვენ არ ხართ მარტო.

ემოციებს დიდი ძალა აქვთ. თქვენი ხასიათი იცვლება იმისდა მიხედვით, თუ როგორი ურთიერთობა გაქვთ გარშემომყოფებთან, რამდენ ფულს ხარჯავთ, როგორ უმკლავდებით გამოწვევებს, როგორ ანაწილებთ თქვენ დროს.

ემოციების უკეთ კონტროლი გვეხმარება ვიყოთ მენტალურად უფრო ძლიერები.

საბედნიეროდ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს უფრო მოქნილი საკუთარი ემოციების რეგულირებაში. ის პრაქტიკაში გამომუშავებადია.

გამოცადეთ არაკომფორტული ემოციები, მაგრამ ნუ გაიჭედებით მათში.

ემოციების მართვა არ ნიშნავს მათ ჩახშობას. დარდის იგნორირება და თავის მოჩვენება იმაზე, რომ რაღაც არ გვაწუხებს, ამ ემოციებს მაინც ვერ განდევნის.

უმისამართო ემოციური ჭრილობები მიდრეკილი არიან გაუარესებისკენ დროთა განმავლობაში, ამიტომ დიდი შანსია რომ მათი გამკლავება დაიწყოთ არაჯანსაღი გზებით, რომელიც უკავშირდება საკვებს ან ალკოქოლს და ა.შ.

მოახდინეთ ემოციების ეტიკეტირება – მანამ სანამ თვენ შეძლებთ შეცვალოთ თვენი გრძნობები, იარლიყი დააკარით იმ ემოციას, რომელსაც ამჟამად განიცდით. ნერვიულობთ? იმედგაცრუებას განიცდით? მოწყენილი ხართ?

დაიმახსოვრეთ, რომ ბრაზი ზოგჯერ ნიღბავს იმ ემოციებს, რომლებიც ადვილად მოწყვლადია, ადვილად ხელშესახებია, როგორიცაა სირცხვილი ან დაბნეულობა, ამიტომ კარგად დააკვირდით რა ხდება თქვენს შიგნით.

დაარქვით სახელები თქვენს ემოციებს. მაგალითად : მოუთმენლობა, შფოთვა, ფრუსტრირება…

ეტიკეტირებამ შეიძლება ის სიმძაფრე ამოიღოს ემოციიდან. ასევე შეიძლება დაგვეხმაროს ყურადღებით დააკვირდეთ რამდენად ახდენენ ეს შეგრძნებები გავლენას თქვენს გადაწყვეტილებებზე.

იმუშავეთ თვენს ფიქრებთან – ემოციები განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ აღვიქვამთ გარშემო მოვლენებს. თუ შეწუხებული ხარ და ამ დროს მეილი მოგდის უფროსისგან, რომ უნდა შეგხვდეს, შენ შეიძლება დაუშვა ვარაუდი, რომ სამსახურიდან უნდა დაგითხოვონ. თუ მშვიდად და ბედნიერად იყავი, როცა იგივე მეილი მოგივიდა, შენ ამ შემთხვევაში უფრო ივარაუდებდი, რომ დაწინაურებას გიპირებენ და უფროსი მოსალოცად გიბარებს.

ჩათვალე, რომ ემოციები ფილტრავს იმ ხედვას, რომლითაც აღვიქვამთ სამყაროს. გააცნობიერე  შენი ფიქრები, რათა უფრო რეალისტური ხედვა მიიღო.

 თუ ფიქრობ : ,, ეს წვეულება ძალიან მოსაწყენი იქნება “, შეახსენე შენს თავს ,, სრულიად ჩემზეა დამოკიბული გავერთობი თუ არა, შემიძლია ხალხს ვესაუბრო რაიმე საინტერესო თემაზე და ასე ვაქციო დრო სახალისოდ“.

ზოგჯერ, უმარტივესი გზა რომ შევცვალოთ ჩვენი პერსპექტივა, არის გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან და ვკითხოთ საკუთარ თავ: ,, რას ვეტყოდი ჩემს მეგობას, იგივე პრობლემა რომ ჰქონოდა? “ ეს რაციონალურად ფიქრს შეუწყობს ხელს.

თუ ყოყმანობ რაიმე ნეგატიურზე, ჩაფიქრებული ხაარ, ისეთი ცვლილებაც დაგეხმარებათ როგორიცაა სასეირნოდ გასვლა ცოტახნით, ან სახლის დალაგება და სხვა.

მიიღე ხასიათის სტიმულატორი როცა ცუდ განწყობაზე ხარ, შენ ძალაუნებურად მიდრეკილი ხარ იმ აქტივობებისკენ, რომლებიც ამ ხასიათს შეგანარჩუნებინებენ. არჩევ განმარტოებით ყოფნას, უაზროდ ათვალიერებ ტელეფონში რაღაცეებს ან ეწუწუნები გარშემომყოფებს. მსგავსი ქმედებები უბრალოდ გჭედავს ერთ მდგომარეობაში. აუცილებელია რაიმე პოზიტიური აქტივობა განახორციელოთ, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი.

იფიქრეთ იმ აქტივობაზე, რომლის კეთების დროს ხართ ბედნიერი. განახორციელეთ ეს კონკრეტული, როცა ხართ ცუდ განწყობაზე და დაიწყებთ გაუმჯობესებას.

მაგალითად:

  • დაურეკეთ მეგობარს და ელეპარაკეთ რაიმე სასიამოვნო თემაზე
  • გადით გასასეირნებლად
  • მიმართეთ მედიტაციას მცირე ხნით
  • მოუსმინეთ მოტივაციის შემცველ, კარგი განწყობის მუსიკას

შეინარჩუნეთ  პრაქტიკაში ემოციის მარეგულილებელი სტრატეგიები .

რაც უფრო მეტ დროს და ყურადღებას უთმობთ თქვენი ემოციების რეგულაციას, მენტალურად უფრო ძლიერი ხდებით და დროთა განმავლობაში მიაღწევთ თავდაჯერებულობის იმ წერტილს, როცა მშვიდად გაუმკლავდებით ემოციურ დისკომფორტს.

გახსოვდეთ, თუ თქვენ არ დაიპროგრამებთ თქვენს თავს, სხვები დაგაპროგარამებენ თავისი მიზნების მისაღწევად!!!

წყარო: psychologytoday

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი