ნინო ყვირილიანი – ძალადობა შობს ძალადობას

0
280

თვითანალიზი, თვითშემეცნება ვისშიც არ დაწყებულა, კარგავს სიმშვიდეს და პირდაპირი თუ ირიბი აგრესიითა და ირონიით უსწორდება სხვებს. ამ დროს საკუთარი შინაგანი კონფლიქტების და კომპლექსების გარეთ პროეცირებას ახდენს.

ბავშვებს უნერგავენ იდეოლოგიებს, სტერეოტიპებს, იდენტობებს რელიგიური, ეროვნული თუ სექსუალური ნიშნით და ნებით თუ უნებლიედ უბიძგებენ გადაუარონ სხვას და ასე აყალიბებენ აგრესორებად. ძალადობა ხომ შობს ძალადობას. ბავშვი, რომელიც ამის მსხვერპლია, ხშირად თვითონ ხდება მოძალადე. ეს არის ჯაჭვური ფაშიზმი, რომელიც ხშირად შენიღბულია ვაჟკაცობით. მთელი ეს იდეალები ყოველთვის კეთილშობილურად არის შეფუთული გარედან (მაგალითად, ქრისტეს სახელით) და ამ დროს გაუცნობიერებელ ამბიციებში არიან. პირველ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ, გაიქცეთ ასეთი მორალის მკითხველი ადამიანებისგან, (გაქცევაში ვგულისხმობ არ უსმინოთ მათ) ხოლო მომდევნო ეტაპზე, როცა უკვე გააცნობიერებთ ამ ყველაფერს და გაძლიერდებით, შეძლებთ, თავისუფლად იდგეთ ავტორიტარული ტონით მოასაუბრეთა შორის ისე, რომ აისხლიტოთ მათი იდეები და არ მოექცეთ ზეგავლენის ქვეშ.

აგრესია, აპათიური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ – ეს ცალსახად არაჯანსაღი ფსიქიკის გამოვლინებაა და იმით ნუ დაიმშვიდებს აგრესორი თავს, რომ იმ ერთს ვისაც ებრძვით, ის არის ავად. რეალურად, ირაციონალურ, ობსესიურ შიშებს ჰგავს ეს.

დროა, ფსიქოლოგიურ ნიღბებში და პოზებში დაკარგული ადამიანი გაშიშვლდეს თუ ვინ არის ამის მიღმა სინამდვილეში და გაიღვიძოს, დაუბრუნდეს იმ საწყის ავთენტურ ბავშვს საკუთარ თავში, როცა მსგავსი სისასტიკე, ადამიანთა რაიმე ნიშნით დახარისხება მასში არ არსებოდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი