ეკხარტ ტოლე:,,ფიქრით არ აგვარებ პრობლემებს, ფიქრით შენ ქმნი მათ”

0
1428

ფიქრით არ აგვარებ პრობლემებს, ფიქრით შენ ქმნი მათ. გადაწყვეტილება ყოველთვის მაშინ ჩნდება, როდესაც ფიქრის ზონიდან გამოდიხარ და შედიხარ აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობაში, თუნდაც წამიერად. მოგვიანებით, როდესაც მშვიდდები და აზრი გიბრუნდება, უცებ ხდება შემოქმედებითი გამონათება. დაანებე თავი ზედმეტ ფიქრს, და ნახავ, როგორ შეიცვლება ირგვლივ ყველაფერი.

ყველაფერი ის, რაც, შენი აზრით, სამყაროს არ უნდა რომ მოგცეს, თავადაც არ გინდა მისცე სამყაროს. სცადე რამდენიმე კვირის განმავლობაში მისცე სხვებს ის, რაც გგონია, რომ გაკლია. გაუზიარე ადამიანებს შთაბეჭდილებებები. შეაქე, აღიარე, იზრუნე მათზე და ნახავ, როგორ შეცვლის ეს შენს ცხოვრებას. რეალურად კი გაიგებ, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი უკვე გაქვს, სხვაგვარად როგორ გაუზიარებდი სხვებს?

სიუხვე მხოლოდ იმათთან მოდის, ვისაც უკვე აქვს, იმიტომ რომ ეს შინაგანი მდგომარეობაა. საკუთარ თავში სიუხვის წყაროს აღმოჩენაში დაგეხმარებათ მადლიერების პრაქტიკა.

თუ გინდა გაიგო, რა არის სინამდვილეში შენი – ყველაფერი გაუშვი, და შენი შენთან დარჩება. როდესაც უკუაგდებ მოლოდინს, რომ ადამიანი, სიტუაცია, ადგილი ან ნივთი კმაყოფილებას განიჭებს, მაშინ გაგიადვილდება ცხოვრება, იმიტომ რომ აღარ ხარ ლოდინის რეჟიმში.

ოდესმე გინახავთ მუხა სტრესს განიცდიდეს, ან დელფინი, რომელიც მოღუშულია, ბაყაყი, რომელიც განიცდის დაბალ თვითშეფასებას, კატა, რომელსაც არ შეუძლია მოდუნება? გადაიღე მათგან აწმყოსთან შეგუების უნარი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი