,,უორენ ბაფეტის ხელები”

0
276

მას უწოდებენ ყველა დროის უდიდეს ქველმოქმედს, ადამიანს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში გაიღო ყველაზე გულუხვი შემოწირულობა. 2010 წელს მან საქველმოქმედო ფონდებს შესწირა 37 მილიარდი (!) დოლარი. ასევე ცნობილია მისი ანდერძის შინაარსი, რომლის მიხედვით, თავის ოჯახს უტოვებს მხოლოდ მცირე ნაწილს უზარმაზარი ქონებიდან, დანარჩენი კი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.

„უორენ ბაფეტის ხელები“

დიახ, ეს ადამიანი გახლავთ ამერიკელი მილიარდერი, ყველა დროის უდიდესი ინვესტორი და ქველმოქმედი უორენ ბაფეტი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მისი ქონება 82 მილარდ დოლარს აღწევს.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ სწორედ უორენ ბაფეტის რჩევებს, რომლებშიც ის გვიზიარებს საკუთარი წარმატების სამ საკვანძო ფაქტორს.

1. იპოვეთ გმირები

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აირჩით წარმატებული მოძღვრები თქვენი ცხოვრებისათვის.

ეს არ გულისხმობს პირადი, უშუალო ტრენინგების ჩატარებას ერთი ერთზე იმასთან, ვისაც აირჩევთ თქვენს მასწავლებლად. ადამიანები, რომლებსაც გინდათ მიბაძოთ, ვისგანაც გინდათ ისწავლოთ, როგორც წესი არიან ავტორები.

გაატარეთ თქვენი ცხოვრება მათ შორის, ვისი ცხოვრებითაც და მიღწევებითაც აღფრთოვანებული ხართ ყველაზე მეტად. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც შეგიძლიათ უწოდოთ გმირები. იკითხეთ მათი წიგნები, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ჩაწვდეთ მათი გონების სიღრმეებს. აკეთეთ ეს თანმიმდევრულად.

თქვენ შეიძლება იკითხოთ: „არის კი სინამდვილეში საჭირო ვინმეს ჩემს გმირად ქცევა?“ მე გიპასუხებთ: „დიახ!“

ყოველ წარმატებულ სტუდენტს ყავს წარმატებული მასწავლებელი, ყოველ დიდ სპორტსმენს ყავს დიდი მწვრთნელი.

ის ადამიანები, რომლებიც გინდათ გახდნენ თქვენთვი წარმატებული ცხოვრების მოძღვრები, უნდა იყვნენ ისეთები ვისაც თქვენ პატივს სცემთ, ვისაც გინდათ რომ მიბაძოთ. თქვენთვის უნდა იქცეს შთაგონების წყაროდ და სტიმულად  ის წარმატებები, რომელთაც მათ მიაღწიეს, ის საქმეები, რომლებსაც ისინი აკეთებენ და რაც მთავარია, ის ცოდნა და გამოცდილება რაც შეგიძლიათ მათგან მიიღოთ.

აარჩიეთ გმირები ბრძნულად.

2. მიყევით თქვენს გატაცებებს

თუ ის სამუშაო, რომელსაც თქვენ ყოველდღე ასრულებთ, არ განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ უნდა დაიწყოთ ისეთი სამუშაოსა და კარიერის დაწყების გეგმის შედგენა, რომელიც იქნება თქვენი ნამდვილი გატაცება, მაგრამ ამავე დროს დაიმახსოვრეთ, რომ, თუ თქვენს გატაცებას არ აქცევთ თქვენი შემოსავლის წყაროდ, მაშინ ვერასდროს ვერ აღმოაჩენთ თქვენს ჭეშმარიტ პოტენციალს.

რამოდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ცხოვრება:

– რას გააკეთებდით, თუ ფულს არ ექნებოდა არანაირი ღირებულება თქვენს ცხოვრებაში?

– რას გააკეთებდით, თუ გეცოდინებოდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ განიცდით მარცხს?

როდესაც თქვენ შეძლებთ ამ კითხვებზე კეთილსინდისიერად პასუხის გაცემას, თქვენ გეცოდინებათ, თუ რა არის თქვენი ჭეშმარიტი გატაცება, მოწოდება.

3. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში

იფიქრეთ ამაზე. ყველა წარმატებული ინვესტორი გირჩევთ პირველ რიგში საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადებას.

როცა თქვენ დაფიქრდებით და გააცნობიერებთ, რომ ყველაზე დიდი ჯილდო ცხოვრებაში ეს არის ბედნიერება, წარმატება, ოცნების ახდენის განცდა, მაშინ თქვენ მიხვდებით, თუ სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი.

როგორხ ხდება საკუთარ თავში ინვესტირება? თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ჩვეულებრივი განათლების მიღების გზით, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ისეთი სამუშაოს, კარიერის, კომპანიის შერჩევით, სადაც შეძლებთ სწავლას, გამოცდილების მიღებას და მათი მეშვეობით მიზნების მიღწევას.

მე მიმაჩნია, რომ საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადების საუკეთესო საშუალება არის ინვესტირება საკუთარ გონებაში. ეს თქვენ სანაცვლოდ მოგიტანთ უზარმაზარ ღირებულებებს. საუკეთესო საშუალება კი ამ მიმართულებით მოქმედებისა, არის თვითგანათლება.

იკითხეთ წიგნები წარმატებაზე, პიროვნულ ზრდასა და თვითგანვითარებაზე. უსმინეთ შესაბამის აუდიოკურსებს, დაესწარით სემინარებს და ტრენინგებს, რომლებიც აამაღლებენ თქვენი ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების დონეს.

რისი გაკეთებაც არ უნდა გინდოდეთ თქვენს ცხოვრებაში, ის ალბათ უკვე გააკეთა ვინმე სხვამ უფრო ადრე და დატოვა გასაღები. იპოვეთ ეს გასაღები და მიიღეთ შესაბამისი ზომები.

უორნერ ბაფეტი 89 წლის გახლავთ. 2017 წელს მან დაასრულა ძვირადღირებული მკურნალობის კურსი პროსტატის კიბოს წინააღმდეგ, რადიაციული მკურნალობით. რის შემდეგაც მისმა ოფისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბაფეტი სრულად განიკურნა. ამერიკელი მაგნატი და ფილანტროპი ახლა კიბოს პრევენციისა და მკურნალობის კამპანიაში მილიონობით დოლარს ხარჯავს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი