პიკოლო – ოჯახური ჰობი, რომელიც ბიზნესში გადაიზარდა

2
846

PIKOLO STUDIO გთავაზობთ საოჯახო და საბავშო თემატურ ფოტოსესიას. თბილი მყუდრო და უსაფრთხო გარემო, მრავალფეროვანი ფონებით და დეკორაციებით.

  • ტელეფონი:557 679 143 557 35 55 66

https://www.facebook.com/პიკოლო სტუდიო/

ბავშვთა სტუდიური ფოტოსესიები მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფოტოსტუდია არსებობს თავისი დიდი ისტორიით, მოთხოვნა მომსახურებაზე მაინც მზარდია. მესიჯი პიკოლო სტუდიას გადაღების მომენტში ეწვია და საკმაოდ სახალისო და საიამოვნო პროცესის დამსწრე გახდა.

ყველა საბავშო ფოტო სტუდიის ისტორია ალბათ ასე იწყება: როდესაც ბავშვი შეგვეძინა, კარგი ფოტოების გადაღება მოგვინდა და მას ვუღებდით ფოტოებს. მეგობარი მყავს ფიტოგრაფი, გიორგი ბოსტოღანაშვილი, შემთხვევით მან ნახა და გაგიჟდა ისე მოეწონა. ყველაფერი მისი ბრალია, მან შემაგულიანა, – გვიყვება პიკოლოს დამფუძნებელი ზურა სამხარაძეროდესაც სტუდიის გახსნაზე დაიწყეს ფიქრი, სახელის დარქმევა ყველაზე რთული აღმოჩნდა. იდეა დედამ მიაწოდა – პიკოლო, რაც იტალიურად პატარას ნიშნავს. ასევე, პატარა კლარნეტს. თვითონ სიტყვათა წყობა და ბგერების ჟღერადობა ძალიან მომეწონა, საყვარლად და ლამაზად ჟღერს, თან ადვილად დასამახსოვრებელია, – ამბობს ზურა.

ოჯახური გართობა მალე გადაიზარდა ოჯახურ ბიზნესში და 2016 წელს სტუდია პიკოლო დაიბადა. საცდელად სახლში გახსნეს, რამაც გარკვეული გამოცდილება შესძინა და საშუალება მისცა დაკვირვებოდნენ, რამდენად მოთხოვნადი იყო სტუდიური ფოტო სესიები და თუ მიიზიდავდნენ მომხმარებელს. როდესაც ბავშვი წამოიზარდა, გარკვეული პრობლემები შეექმნათ, მუშაობა გართულდა და ორი წელი მუშაობა შეაჩერეს.  „იმ ფოტოებს ახლა რომ ვუყურებთ, გვეცინება. ახლა ფონები ბევრად დიდია და ბევრად დავიხვეწეთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ იყო ბევრი სტუდიები მომხმარებელი მაშინაც კმაყოფილი იყო“.

„ძალიან რთულია საბავშვო ფოტო სესიები, შეიძლება პროფესიონალი იყო, კარგადაც იღებდე, მაგრამ უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუ არ გიყვარს, არაფერი გამოვა. მახსოვს, ბავშვი მოიყვანა ჩვენთან ყოფილი სტუდიის მეპატრონემ და ბოლოს გამომიტყდა, მეც მქონდა საბავშვო ფოტო სტუდია, მაგრამ ორ კვირაში შევეშვი, ნერვები არ მეყოო. დიდებზე მირჩევნია, ვეტყვი – დაჯექი, დაჯდება და გადავუღებო. სულ შიშში ვიყავი, არ გადმოვარდეს და რაიმე არ იტკინოსო.

როდესაც სურათებს ათვალიერებ, გულწრფელად სასიამოვნო პროცესია და ვერც წარმოიდგენ მის უკან, რამდენი სირთულე დგას, საკმაოდ რთული პროფესიაა. ყველა ბავშვი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ზოგი მორცხვია, ზოგი ზედმეტად დინჯი, ზოგიც მთელი გადაღება დახტის და ვერ ვაჩერებთ. ჩაცმა-გახდა არ სიამოვნებთ და ბუზღუნებენ, ფეხს ვერ გადაადებინებ, იმიტომ, რომ არ უნდა.

მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორი კომუნიკაცია დაამყარო ბავშვთან, მით უმეტეს, როდესაც მასთან გიწევს მუშაობა. ისეთივე თბილი გარემო უნდა შეუქმნა, როგორც ოჯახში, რაც საბოლოოდ სურათებშიც აისახება. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ დაგიმეგობრდეს და მიგიღოს. ბავშვისთვის არასასიამოვნო პროცესია ჩაცმა, გახდა, ვარცხნილობა. მარტო ის არ არის დაჯდეს და გაჩერდეს ისე, როგორც მე მინდა, აპარატი გააჩხაკუნო და მორჩა, გადაღებულია. ასეთი რამ ჩვენს სფეროში არ არსებობს. ამ საქმიანობაში ყველაზე კარგი, დამყოლი და მორჩილი ბავშვია, რასაც სთხოვ, რომ გააკეთებს ეს ყველაზე მაგარია (იცინის) ამ პროცესში მთლიანად ჩემი მეუღლე თაკოა ჩართული.

სიყვარული და პროფესიონალიზმიერთმანეთის გარეშე ვერ ვიმუშავებდით. ხარისხის შექმნაში არანაკლებ მონაწილეობს მომსახურება, კომუნიკაცია, ყურადღება და უსაფრთხოების დაცვაც. როგორი ძვირიანი აპარატურაც არ უნდა გქონდეს, თუ ფოტოს თეორია, ტექნიკური მახასიათებლები არ იცი, ვერ გადაიღებ. კარგი კადრის დაჭერა ფოტოგრაფზე და მის სისწრაფეზე არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სწრაფია ჩემი აპარატი, ეს არაფერს ცვლის, ყველაზე მეტი ძალისხმევის ჩადება სწორედ აქ მიწევს, რომ ზუსტ დროს დავაფიქსირო კარგი კადრი და წამებში გადავიღო.

message:რამდენად რთულია საბავშვო ფოტოსესიისთვის დეკორაციების შერჩევა

ყველა დეკორს თავის ფონი და თავისი ჩაცმულობა აქვს, სწორედ ეს არის სტუდიური ფოტოსესია. არანაირი სირთულე არ არის, როდესაც თავიდანვე იცი, რა სურს მშობელს. თითოეული სცენა, დეკორაცია და აქსესუარი წინასწარ თანხმდება მშობლებთან. რაც შეეხება დეკორაციებს, ხშირად ვაახლებთ. თვალს ვადევნებ სხვა სტუდიებსაც, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, სხვა სტუდიების ჩაცმა, ფონი, რომ არ განმეორდე. ხშირად მხვდებოდა როიალი, მე პიანინო შევუკვეთე, განსხვავებული რომ იყოს.

რაც შეეხება სტუდიურ ჩასაცმელს, ვიწერთ, ვაკერინებთ და ვყიდულობთ. როდესაც რაღაცას სიძვირის გამო ვერ ვიწერთ – ვაკერინებთ ან, პირიქით. დეკორაციებს, ხშირ შემთხვევაში, ხელით ვქმნით. უცხოურ საიტზე ვნახეთ ეს სავარძელი 200 დოლარი ღირდა. თუ შევხედავ რომ შემიძლია მე თვითონ გავაკეთო – მე ვაკეთებ. ავლაბრის რეზიდენციის პრეზიდენტის სავარძელი მე შევუკვეთე, არავის აქვს. გოგონებისთვის პრინცესას საწოლი. სამოსთან ერთად ვცვლით დეკორაციასაც. მიუხედავად იმისა, რომ განახლებულ და  ახალგახსნილად ვითვლებით, უკვე დაგვიბრუნდნენ ძველი მომხმარებლები. მიმოწერაშიც შეიმჩნევა მათი კმაყოფილება. გვსიამოვნებს და გვიხარია, რომ მოსწონთ. ყოველი პოზიტიური კომენტარი უფრო მეტ სტიმულს და შემართებას გვაძლევს.

message:ტექნიკის გასაახლებლად და სტუდიის შესაქმნელად თანხები როგორ მოიძიეთ?

ძალიან დამეხმარა დედა, ძმა ევროპაშია, ფართი მეგობარმა დამითმო. ნათესავები, მეგობრები რომ არა, მე და თაკო ვერ გადავწყვეტდით, რადგან ძალიან დიდ თანხებთან და სიძნელეებთან არის დაკავშირებული სტუდიის აწყობა. გარდა ამისა, როგორც ოჯახს უნდა კვება, ასევეა სტუდიაც. მუდმივი განახლება და  სიახლის შეთავაზება სჭირდება. თუკი ამ სფეროში რაიმე სიძნელე არსებობს, ეს ფონებია. ფონი, სამოსი, მუდმივად შესაცვლელია, რომ ძველი მომხმარებელი არ დაკარგო, შეინარჩუნო და ახალი მოიზიდო. საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ფონების შეძენა, მით უმეტეს, როდესაც ერთ სესიაზე გიწევს რამდენიმე ფონის გამოყენება.

სეზონურად ოთხივე ფონი უნდა გქონდეს. მაგალითად, ახლა გარე გადაღებებს ვიწყებთ და გადართულები ვართ დეკორაციებზე, პარალელურად შემოდგომის ფონებს ვარჩევთ შესაძენად.

message:რამდენად კონკურენტული გარემოა, კონკურენციას თუ გრძნობთ და როგორ იმკვიდრებთ თავს ბაზარზე

რამდენიმე სტუდიას გამოვყოფ, სადაც პროფესიონალურად იღებენ, ნამდვილად გული და სული აქვთ ჩადებული იმ სტუდიებში, ვაფასებ მათ შრომას და ნამდვილად ღირს ის 200 ლარი. მაგრამ მხვდება ისეთი სტუდიებიც, რომლებიც დაბალი ფასით იზიდავენ მომხმარებელს და ყველანაირი ხიბლი სტუდიური სურათის, დაკარგულია. ძალიან მნიშვნელოვანია პოზირება, ხელის და ფეხის მდებარეობა. ბავშვს რომ მიაწვენ და გადაუღებ, ეს ფოტო სესია არ არის. ჯერ უნდა შექმნა კომპოზიციურად ლამაზი სურათი და შემდეგ გადაუღო. ან პროფესიონალიზმი არ ყოფნით ან გულით არ უდგებიან დაბალი ფასის გამო, არ ვიცი.

არის მომხმარებელთა კატეგორია, ვინც ხარისხის ნიშნით გამოგვარჩევს. კონკრეტულად გვეძებენ და გვიკავშირდებიან, რომ თქვენ კარგად იღებთ და ამიტომ შეგარჩიეთ. ჩვენთან მოსული ამჩნევს და სხვა სტუდიის მიმართ გულისწყვეტას გამოთქვამს როდესაც განსხვავებას ხედავს.

ფოტო სესიის დროს, მე და ჩემი მეუღლე საერთოდ ვივიწყებთ ყველაფერს და მთლიანად ბავშვებით ვართ მოცულნი. თაკოს შეუძლია დასვას სხვა რაკურსით, გახადოს, სხვანაირად ჩააცვას და სტილი შეუცვალოს. ეს მშობელს მოსწონს, იმიტომ, რომ უკვე სხვა ფორმით გამოდის ერთ ფონზე. ბევრი სტუდია ამას არ აკეთებს, რადგან სხვა ფონად და ხშირ შემთხვევაში დამატებად თვლიან. ჩვენ კი გვსიამოვნებს, როცა ასეთ შეთავაზებას ვაკეთებთ. ბავშვისთვისაც კარგია, მრავალფეროვანი გამოდის.

ჩვენ არ ვცდილობთ, რომელიმე სტუდიას დავემსგავსოთ ან რაღაც გადმოვიღოთ, პირიქით, სულ ვცდილობთ, რომ განსხვავებულები ვიყოთ, რათა მომხმარებელმა ადვილად აღმოაჩინოს ეს სხვაობა. ფასებიც ხელმისაწვდომია, ყოველთვის ვცდილობთ ყველა ფენა მოვიცვათ. აქციებსაც ვაკეთებთ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს სტუდიური ფოტო სესიის მიღება. აქციები მაქვს იმისთვის, რომ ხალხი შეწვდეს და არ თქვას, რომ ეს ძვირიანი ფუფუნებაა და ვერ მიმყავს ბავშვი.

ჩემი მიზანია, მომხმარებელმა საუკეთესო ფოტოები წაიღოს. იმიტომ, რომ ჯერ მე მიხარია და მე მომწონს და მერე სხვას უნდა მოეწონოს. რაც შეეხება კონკურენციას, კონკურენციას თუ გაუწევ, ამას ფილიალებით მოახერხებ, რომ ყველა უბანი აითვისო.

message:სამომავლო გეგმები, გაფართოებას თუ გეგმავთ?

უფრო დიდი სტუდია გვინდა, გარემო იგივე იქნება. ყოფილან მომხმარებლები, რომლებთაც უთქვამთ, რომ სხვა სტუდიაში ვიყავით, ფართი უფრო დიდია, მაგრამ თქვენთან რაღაცნაირი სითბოაო. როგორი დიდი სტუდიაც არ უნდა იყოს, მე ვიცი ეს როგორ გავაკეთო, რომ აქაური სითბო და სიმყუდროვე იქ წავიღო.

message:მომსახურების ფასები როგორია? რას სთავაზობთ მომხმარებელს და რა ასაკის ბავშვებს იღებთ?

გააჩნია ფოტოსესიას და ბავშვის ასაკს. ჩვენ ნებისმიერი ასაკის ბავშვებს ვიღებთ, მაგრამთ ძირითადად 7 თვიდან 5 წლამდე ბავშვებთან ვმუშაობთ. რეკვიზიტებს გააჩნია და 8-9 წლის ბავშვებიც გვყოლია. ყველაზე პატარა სულ რაღაც 10 დღის იყო. საერთოდ ახალშობილების სესია სხვებთან შედარებით ყველაზე რთული და სათუთია. სესიის მსვლელობა ბავშვის კვებაზე, ძილზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამიტომ 4 საათი მოვუნდით. ზოგადად ფასები სხვადასხვა მომსახურებაზეა დამოკიდებული და 60 ლარიდან 210 ლარამდე მერყეობს. გააჩნია სეზონს, შეთავაზებას და ამის მიხედვით ვთავაზობთ.

მომსახურება მრავალფეროვანია: ფოტო სესიებში შედის საოჯახო და საბავშვო სტუდიური ფოტო სესია, კოლაჟები, ბუნებაში გასვლა და სხვა. ყველა სესიის შემდეგ მშობლებს გადაეცამათ 10 დამუშავებული და ყველა გადაღებული ფოტო.

2 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი