ნინო ყვირილიანი:,,თვითშემეცნების, რეფლექსიის გარეშე ადამიანი ბრმად მორწმუნე მდგომარეობაშია”

0
323

ადამიანი ბრმა რწმენაში და ფანატიზმის მდგომარეობაშია, როცა მისი შინაგანი მდგომარეობა, ფსიკიქური განვითარების ეტაპი არ ემთხვევა იმ გარეგნულ, ვერბალურ თუ არავერბალურ გამოვლინებებს, რასაც კატეგორიულად მისდევს და ასრულებს. აღავლენს ლოცვებს, რომლის შინაარსის ნახევარზე მეტი არ ესმის, იღებს რიტუალებში მონაწილეობას, მარხულობს, მაგრამ შინაგანად მუდმივად კონფლიქტშია…

საკუთარი პასუხისმგებლობის მოძღვარზე აკიდების მცდელობა, უპასუხისმგებლობა პირველი მახასიათებელია ბრად მორწმუნე ადამიანის, მისთვის მთავარია, მოძღვარმა გასცეს კურთხევა. უამრავ ცოდვას ბლოკავს საკუთარ თავში, მაგრამ ამ დროს განკითხვის ცოდვა, ამპარტავნება და ამბიცია მეტია. ცნობიერად სიტყვიერად ამბობს, რომ არსებობს ადამიანის თავისუფალი ნება, მაგრამ გაუცნობიერებლად მაინც ყველაფერი მისთვის ღვთის ნებაა.

აზროვნება კატეგორიულია და ვიწროდ შემოფარგლული ცნობიერების მიღმა უჭირს ხედვა და დაშვება ან ეჭვის შეტანა რაიმეში, ავტორიტეტებს არის მიჯაჭვული და როცა ამბობს ,,ეს ჩემი აზრია,, – ამ აზრთაგან უმეტესი არის არა მისი, არამედ მისი მასწავლებლების.

ცნობიერების ამ ეტაპზე უპირობო სიყვარული შეუძლებელია. ადამიანს ჰგონია, რომ უყვარს სხვები, მაგრამ თავს იტყუებს, ამ საფეხურზე ყველაფერი პირობითია. გონების მსგავსი განპირობებულობისგან თავს აღწევს ადამიანი მას შემდეგ, რაც მუდმივი დამკვირვებელი და თვითშემმეცნებელი ხდება. უმეტესად ამის მოტივაცია მაშინ ჩნდება, როცა უკვე კარგად არის გადაღლილი. მნიშვნელობა არ აქვს რომელ რელიგიას შეეკედლება, ეს დროებითი გაქცევაა, რაიმეს გადაფარვა და თავშესაფრის ძიება.

როცა ყველაფერს ებღაუჭება და მაინც ცუდად არის, ბოლოს ხვდება, რომ პრობლემა მის გონებაშია და უკვე იწყებს დაკვირვებას. სანამ ეს შემეცნების ეტაპი დაიწყება, მსგავსი მცდელობები ბუნებრივიცაა, რადგან ეს რომ არ გააკეტოს, შესაძლოა, უფრო ცუდად გახდეს. ისევე, როგორც თავის ტკივილის დროს სვამს წამალს სიმპტომის გასაქრობად და არ იძიებს სინდრომს, მიზეზს, რამაც გამოიწვია თავის ტკივილი, მაგრამ რომ არ დალიოს ის წამალიც, ხომ გაუსაძლისი იქნება. ეს თავის მოტყუებაა.

გადავსებული გონების ამ და სხვა მსგავსი განპირობებულობისაგან დაცლის შემდეგ შემოდის სიმშვიდე და სიყვარული. შინაგანი რელიგიური მდგომარეობა არის ამ ყველაფრისგან გათავისუფლება და ღმერთის ძიება არა გარეთ, არამედ საკუთარ თავში, თუნდაც შეცდომების დაშვება და ამ დროს ,,ეგოს,, ამბიციების გაცნობიერება.

თვითშემეცნების, რეფლექსიის გარეშე ადამიანი ბრმად მორწმუნე მდგომარეობაშია, რაც ფსიქიკური რეგრესის ნიშანია და ვერ ვითარდება ინდივიდუალიზაციის პროცესი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი