თედორე დოსტოევსკის დამოკიდებულება რელიგიასთან

0
374

დოსტოევსკი „ღვთისმოსავი რუსული ოჯახიდან“ იყო და სახარებას „თითქმის აკვნიდან ეცნობოდა“. ქრისტიანობას გაეცნო იოჰან ჰიუბნერის „ძველი და ახალი აღთქმის ას ოთხი წმინდა ისტორია ბავშვებისთვის“ (ნაწილობრივ გერმანული საბავშვო ბიბლია და ნაწილობრივ კატეხისმო) რუსული თარგმანით. ღრმა ბავშვობიდანვე ყოველ კვირა დღეს ესწრებოდა წირვას და ყოველწლიურად მიდიოდა წმინდა სერგის სამების ლავრის მოსალოცად. გარდა სახლისა, დოსტოევსკი სულიერად ასევე იზრდებოდა დიაკონთან, რომელიც მის მახლობლად ცხოვრობდა. მისი ბავშვობის ყველაზე სათუთ მოგონებებს შორის იყო ის ლოცვები, რომლებსაც სტუმრების წინაშე წარმოთქვამდა, ასევე იობის წიგნის კითხვა, რომელმაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მთლად ბავშვი იყო.

სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი ოფიცერის თანახმად, დოსტოევსკი უკიდურესად რელიგიური იყო, მისდევდა მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპებს და რეგულარულად კითხულობდა სახარებასა და ჰენრიხ შოკეს Die Stunden der Andacht-ს („ღვთისმოსაობის საათები“), რომელიც ქადაგებდა „ქრისტიანობის სენტიმენტალურ ვერსიას, დოგმატიკური შინაარსისგან სრულიად თავისუფალს, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ქრისტიანულ სიყვარულსა და სოციალურ გულმოდგინეობას“. შესაძლოა სწორედ ამ წიგნმა მისცა ბიძგი მის შემდგომ დაინტერესებას ქრისტიანული სოციალიზმით. ჰოფმანის, ბალზაკის, სიუესა და გოეთეს ლიტერატურის მეშვეობით დოსტოევსკიმ შექმნა საკუთარი რწმენათა სისტემა, რაც წააგავდა რუსულ სექტარიანიზმსა და ძველ რწმენებს. მისი დაპატიმრების შემდეგ, როდესაც ის ჯერ სიკვდილმისჯილი იყო, შემდეგ კი გააციმბირეს, მნიშვნელოვნად ჩაუღრმავდა ქრისტეს ფიგურასა და ახალ აღთქმას — ერთადერთ წიგნს, რომელიც ციხეში მისთვის ხელმისწავდომი იყო. 1854 წლის იანვარში დოსტოევსკიმ მისწერა იმ ქალს, რომელმაც მას სახარება გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ის იყო „ურწმუნოების პირმშო და შერყეული ამ მომენტამდე, ეს მე საფლავამდე არ დამავიწყდება“. ასევე აღნიშნავდა, რომ „თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკოცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან“.
ქალაქ სემიპალატინსკში ყოფნისას დოსტოევსკიმ კვლავ გააღვივა ღვთისადმი რწმენა; ხშირად შეჰყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. როგორც ვრანგელი ამბობდა, ის იყო „ზედმეტად ღვთისმოსავი, მაგრამ იშვიათად დადიოდა ეკლესიაში, არ უყვარდა მღვდლები, განსაკუთრებით კი ციმბირელები, გაცხოველებით ლაპარაკობდა ქრისტეს შესახებ.“ დაგეგმილი ჰქონდა ჰეგელის ნაშრომებისა და კარლ გუსტავ კარუსის Psyche-ს თარგმნა. დოსტოევსკი ასევე იკვლევდა ისლამს, მას შემდეგ, რაც ძმას ყურანის გაგზავნა სთხოვა. მისი რწმენები კიდევ უფრო გააძლიერა არქიეპისკოპოს დიმიტრი როსტოველის ნაშრომებმა, რამაც გავლენა მოახდინა მთელ რუსულ და უკრაინულ ლიტერატურაზე. დასავლეთ ევროპაში მოგზაურობისა და ჰერცენთან, გრიგორიევთან და სტრახოვთან დისკუსიების დროს დოსტოევსკიმ აღმოაჩინა მოძრაობა „პოჩვენიჩესტვო“ და თეორია, რომ კათოლიკურ ეკლესიას შემოეღო რაციონალიზმისა და ლეგალიზმის პრინციპები, მატერიალიზმი და ინდივიდუალიზმი ძველი რომიდან, შემდეგ თავისი ფილოსოფიით პროტესტანტიზმში გადასულიყო, იქიდან სოციალიზმში, რომელიც შემდეგ ათეისტური გამხდარიყო.
მიუხედავად ამისა, დოსტოევსკის ნამდვილი რწმენები გაურკვეველი რჩება, რადგან ის ამაზე ცხადად არასოდეს

ახალი აღთქმა, რომელიც დოსტოევსკის 1850 წელს აჩუქეს, გაციმბირებამდე სულ ცოტა ხნით ადრე.

ახალი აღთქმა, რომელიც დოსტოევსკის 1850 წელს აჩუქეს, გაციმბირებამდე სულ ცოტა ხნით ადრე.

საუბრობს. ერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს 1876 წლის აპრილში მისი პასუხი მწერლის დღიურში სუიციდის თაობაზე, შენიშნავს, რომ ის იყო „ფილოსოფიური დეისტი“ — როგორც ამას „ყმაწვილში“ აღნიშნავს, თუმცა არ უთქვამს, რომ აქ საკუთარ თავს გულისხმობდა. ორი თვის შემდეგ, დღიურებში დოსტოევსკი წერდა, რომ მისი კუმირი ჟორჟ სანდი „მოკვდა დეისტი, მტკიცედ სწამდა ღმერთისა და სულის უკვდავების“. მაგრამ იმ დროის დეისტები განსხვავებულ რწმენას ეყრდნობოდნენ სულის უკვდავების თაობაზე. გარ­და ამი­სა, მისი შეხედულება ისეთ დოქტრინაზე, როგორიცაა სამება, ნათლადაა განხილული „ძმებ კარამაზოვებში“, მაგალითად აცხადებს, რომ მას ბოლომდე ვერ გაუგია ამ ტერმინის მნიშვნელობა.
საერთო ჯამში, ბევრი კრიტიკა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დოსტოევსკის რელიგიური შეხედულებები უჩვეულოა, ქრისტიანული დოგმებისგან ნაწილობრივ განსხვავებული. მკვლევარი მალკოლმ ვი ჯონსი აღნიშნავს, რომ დოსტოევსკის რელიგიურ რწმენებში ისლამისა და ბუდიზმის ელემენტებიც შეიმჩნევა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი