აპატიე და გაუშვი

0
2077

წარმატების ფსოქოლოგიაში  ცნობილია  ფრაზა:,,არავის შეუძლია წარსულის შეცვლა, მაგრამ მომავლის შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია”.  

ყველამ იცის ამის შინაარსი და ამიტომაც ადამიანები – თავისუფლდებიან, იწმინდებიან ფიზიკურადაც და  სულიერადაც.

დღეს უბრალოდ პრაქტიკული ფსიქოლოგიის კუთხით მსურს დაგანახოთ რამდენად მნიშვნელოვანია გაწმენდის – კერძოდ მიტევების  და გაშვების საკითხი.

ზოგიერთები  მთელი ცხოვრება მიათრევს ტვირთებს, თითქოს ფეხებზე ჰქონდეთ გამობმული უმძიმესი ლოდები და კი არ დადისნ მიფოფხავენ. ამ სიმძიმის მოცილებით, ადამიანს შეუძლია გაცილებით ადვილად იაროს თავისი მიზნების განსახორციელებლად. შეიძლება თქვენც ჩაჭიდებული ხართ წარსულის ტკივილებს,  შიშებს, წყენებს და დაუმთავრებელ საქმეებზე ფიქრს?

თუ ეს ასეა, გთავაზობთ განთავისუფლდით ამ ლოდებისგან! შეიძლება ეს იქცეს გადამწყვეტ მომენტად თქვენს ცხოვრებაში – ძველის განთავისუფლებით, ახალს უნთავისუფლებთ გზა.

ვიცი ადამიანები რომლებმაც აპატიეს მშობლებს და ამის მერე მათ ცხოვრებაში ბევრი რამ სასიკეთოთ შეიცვალა. ზოგმა ფიზიკური ტკივილებიც კი მოიხსნა უბრალო მიტევებით… სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუშვათ წარსული რათა ხელგაშლილ და სუფთა გულით შევხვდეთ მომავალს.

მსურს ავღნიშნო, სანამ არ აპატიებთ ვიღაცას რაღაცას, ის ვიღაცა და რაღაცა მუდმივად იქნება თქვენში და გამოგწოვთ იმ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც შეიძლებოდა დაგეხარჯათ პოზიტიურ ქმედებებზე. უფრო უარესი, სანამ ასეთ წყენას გულში დაატარებთ, მიზიდულობის კანონის მიხედვით – სადაც მსგავსები იზიდავენ მსგავსებს – თქვენ ყოველთვის მოიზიდავთ იგივე შემთხვევბს და ანალოგიურ მოვლენებს. თქვენ მაგნიტივით მიიკარით ეს მოვლენები და ჯიუტად არ გინდათ მისი გაშვება.. არის კატეგორია ადმიანების რომლებსაც მოსწონთ მსხვერპლის როლში ყოფნა, რადგან ამით ივსებენ იმ ყურადღების უკმარისობას.

თქვენ, ხომ არ ხართ ასეთი? 

საქმიან, ოჯახურ და პირად ურთიერთობებში აუცილებელია პატიება, რათა არ ჩაეფლათ ნეგატივების ჭაობში. უნდა აპატიოთ თქვენს ძველ მეგობარს, აპატიოთ მშობლებს, აპატიოთ ბიზნესს პარტნიორს. აპატიო – მოტყუებისთვის, აბუჩად აგდებისთვის, ცინიზმისთვის, ტკივილისთვის, წარმოუდგენელი სისასტიკისთვის…. აპატიო ყველას ვისგანც კი რამე ღრმა ჭრილობად დაგრჩა ცხოვრებაში… ეს არ ნიშნავს, რომ ამართლებთ ან  ეგუებით მათ საქციელს… ან ისევ ენდობით… ან ისევ მათ გვერდით ხართ... უბრალოდ გაითვალისწინეთ – მათი სახით ცხოვრებამ მოგცათ გაკვეთილი. სანამ თქვენ მათ არ აპატიებთ და არ გაუშვებთ ნეგატიურ ემოციებს, რომელიც გაგაჩნიათ მათ მიმართ, რაც არ უნდა მალოთ და ჩათრგუნოთ ისინი, გაკვეთილი დაგრჩებათ აუთვისებელი (ამზე ჩემს წიგნში „ტრანსფორმაცია წარმატების გზაზე“ ვსაუბრობ. გადმოიწერეთ და წაიკითხეთ),  მომავალში ანალოგიურ სიტუაცია ისევ და ისევ განმეორდება და ვერ შეძლებთ ცხოვრებაში წინსვლას.

ამიტომ აპატიეთ, გაუშვით და სიმსუბუქის შეგრძნებით გააგრძელეთ სვალა.

ნამდვილი პატიება დაგაბრუნებთ იმ წერტილთან, საიდანაც შეიძლება დაიწყოს ცვლილებები ცხოვრებაში…

მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს გაშვება და პატიება. წლები დამჭირდა სანამ ამას სინამდვილეში ვისწავლიდი. ბოლოს და ბოლოს ჩემამდე დავიდა – ყოველი ცხოვრებისეული სირთულე, გამოწვეა და მარცხი იყო და არის ის გაკვეთილი, რომლისგანაც რაღაც უნდა მესწავლა. ყოველ გამოცდილებას მოჰქონდა იმის გაცნობიერება, როგორ უნდა ამერიდებინა თავი მომავალში. როდესაც ვბრაზდებოდი ან დღესაც (ნაკლებად, მაგრამ მაინც ვბრაზედები) ვჯდები და ვიწყებ მიტევებაზე მუშაობას. მივხვდი: სანამ მე ამას არ გავაკეთებ, წარსული წყენები მე გამანადგურებს შიგნიდან, არ მომცემს იმის საშუალებას, ვფიკუსირდე იმ მომავალზე, რომლის შექმნასაც ვაპირებ.

მოდი კითხეთ თქვენს თავს: რატომ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ არ გამომდის ან წინ არ მიიწევს ჩემი საქმე?…

დაფიქრდით:

– ხომ არ დაგჩათ ვინმე ან რამე საპატიებელი და გასაშვები?

– რადგან, შენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე  სირთულეა – თავად ხომ არ უქმნი, ვინმეს სირთულეს?

– რადგან ცხოვრებაში გაქვს პრობლემა –  სხვაგან სად ქმნი, თავად პრბლემებს?

გულწრფელად გაეცით კითხვებზე პასუხი (აქ არა მარტო სხვების პატიება, არამედ საკუთარი თავის პატიებაც შედის და იმათიც, ვინც არ არის ცოცხალი), რადგან სანამ ძველზე ხართ ენერგეტიკულად მიბმული, სიახლე არამც და არამც არ შემოვა თქვენს ცხოვრებაში.

ეს ბუმერანგის, სარკის პრინციპია, მიზიდულობის კანონია და სანამ არ აღმოაჩენთ რაშია საქმე, მთელი ცხოვრება შეიძლება ვერ ამოხვიდეთ ჭაობიდან, იტრიალოთ ჩაკეტილ წრეში და იძახოთ ბედი…

აპატიეთ და გაუშვით!

მე არ ვიცი, რა ტკივილი გაქვთ გადატანილი, მაგრამ  მათზე დამიჯერეთ, ყურმოკვრით არ მსმენია….

გასათვალისწინებელია: გაცილებით მტკივნეულია ჩათრგუნული  წყენა,  თუ არ გამოუტყდებით თავს, ჩაიკლვათ გულში უარყოფით ემოციებს და დაუსრულებლად ატარებთ სიძულვილს.

გამოსავალი: მხოლოდ და მხოლოდ მიტევებაა.

პატიებით  თავისუფლებას აძლევთ არა მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, არამედ – საკუთარ თავს.

სიძულვილი – ეს არის ემოცია რომელიც გართმეს და არფერს არ გაძლევს. ის გწვავს შიგნიდან, შთანთქვს  ენერგიას და საბოლოო ჯამში გამოგაცლით სასიცოცხლოდ საჭირო ძალას.

„იყო ნაწყენი და ბრაზობდე – ნიშნავს დალიო საწამლავი იმ იმედით, რომ ის მოკლავს შენს მტერს“. -თქვა ნელსონ მანდელამ.

ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, გზა  წარმარებისკენ გადის მიტევებაზე. მხოლოდ ჩამოხსნილი ტვირთებით, გაშლილი ხელებით და გასუფთვებული გულით შეგიძლიათ საწაულების მოხდენა თქვენს ცხოვრებაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი