თამარა კვარაცხელია – აზრფორმა, როგორც გეომეტრიული ფიგურა

0
240

„იფიქრე თოთქოს ყოველი შენი აზრი, უზარმაზარი ალმოდებული ასოებით გაწერილა ცაზე და ყველა ხედავს მას – და ეს ასეა!“ მიჰაილ ნაიმის წიგნიდან “მირდადის წიგნი”

აზრფორმა – ეს არის კონკრეტული გეომეტრიული ფოგურა, რომელიც თავის თავში მოიცავს აზრის ენერგიას. ის შეესაბამება კონკრეტული აზრის შინაარს, ინფორმაციას რომლსაც ატარებს და ცნობიერის მიერ აღიქმება უსწრაფესად.

აზრფომა, განკარგავს უშუალოდ ადამიანის შინაგან სამყაროს. ის გარემოებების მიმართ არის ყრუ და გარე ძალები ვერ მოქმედებს მასზე. აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ერთადერთი რისი მართვაც შეგვიძლია, ეს არის, აზრები. ჩვენ ვართ თავისუფლები აზრის არჩევაში და მის სწორად წარმართვაში.

 ადამიანი რაზეც ფიქრობს, რას ლაპარაკობს და რასაც აკეთებს – მუდმივობაა!

წარმოგიდგენიათ?!

რაზეც არ უნდა იფიქროთ, თქვენი აზრი ენერგიის სახით რჩება სამყაროში, სამუდამოდ!რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ადამიანს! ამიტომაც საჭიროა, ავავსოთ ჩვენი თავი – კეთილი, ბრძენი, ნათელი და აღმშენებლობითი აზრებით. თუ ამას გააკეთებს თითოეული ადამიანი, თითოეულის ცხოვრებაში იქნება უკეთესი, ნაკლები ბოროტება და ტრაგედია…

ყველაფერი წარმოადგენს ენერგიას და შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ სამყაროს ენერგიულ ველზე.  ჩვენი აზრებით ვქმნით ენერგიას, რომელიც რეზონინსში შედის სხვა ანალოგირ ენერგიებთან. იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ენერგია იქნება მეტობაში – პოზიტივი თუ ნეგატივი, ის ახდებს ფორმირებას  ჩვენს რეალობაში. აზრის თვისებაა მიღოს ფორმა, გარდაიქმნას, გარდაისახოს შესაბამის ფიზიკურ ექვივალენტში – ეს ბუნებრივი, მასში ჩადებული თვისებაა.

„როგორც ვფიქრობთ, ისე ვცხოვრობთ“

ყველას ნამდვილად არ ააქვს გააზრებული ამ სიტყვების ძირეული არსი. ზოგიც ალბათ, გამკიცხავს თუ რას ვწერ, მაგრამ ეს, რომ ასეა, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ძალიან ბევრი ავადმყოფობს, პრობლემა პრობლემაზე აქვთ… კვდება! „გაჭირვებულ კაცა ქვა აღმათშიც დაეწიაო“- გაგიგიათ? დიახ, დიახ, სიკვდილიც კი დამოკიდებულია ჩვენს ცნობიერზე( 90%). ადამიანის სიცოცხლე გაცილებით მეტ ხანს უნდა გრძელდებოდეს, მაგრამ მან თავისი ცნობიერით დაამოკლა ის. არსებობს ადამიანიური წარმოსახვების უმძლავრესი კოლექტიური ცნობიერი, რომელიც არ აძლევს ადამიანს უფლებას გაარღვიოს ეს ჩაკეტილი წრე. მხოლოდ ერთეულები გამოდიან სტერეოტიპების ძალაუფლებიდან და ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია იცხოვროს ასი წელი, მინც. რადგანაც

„როგორც ფიქრობთ, ისე ცხოვრობთ“

არავის ვახვევ ამ მოსაზრებას თავს…

კვანტური ფიზიკა და მათი გენიალური წარმომადგენლები  სამყაროს აღიქვამენ, როგორც ერთ მთლიან ერთობლიობად, სადაც მისი შემადგენელი ყველა ნაწილი, ენერგია ერთმანეზე ახდენს ზეგავლენას.

მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო…

წარმატების მისაღწევად, პირველი ნაბიჯი ძალიან მარტივია – თვალყური უნდა ადაევნოთ აზრებს და მიმართოთ ის სასურველ კალაპოტში.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სისუფთავეს სახლში,  სხეულის სიუფთავეს ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ყველაზე მთავარ ნაწილში – თავში – დალეგება არ გვეხერხება..

როცა თავში იწყება ქაოსი, უწესრიგობა ამ დროს ადამიანი იწყებს ავადმყოფობას ან  „ერევა“ ცხოვრება. ის, მიდის ექიმთან და იწყება გარედან მკურნალობა… და როგორ? აბები. აბები. აბები… ნაკლებად, თუ ვინმე იტყვის: „რახან მტკივა თავი, უწესრიგობა მაქვს თავში ე.ი მოვიდა დრო გადავხედო აზრებს, მივასუფთავო იქაურობაოო“.

ჟღერს კიდეც არა ქართუულად, არა?

დამერწმუნეთ, ასეთი რამე თავში არასდროს მოუვა ადამაინების უმრავლესობას? უფრო მეტიც შეიძლება გააპროტესტოს კიდეც ეს მოსაზრება…

საქმე იმაშია, რომ მარტო აღიარებით თავის ტკივილს ვერ ვუშველით, საჭიროა უფრო შორს წასვლა!

მოვიდა დრო, უფრო ღრმად გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა გონებაში შემავალ აზრებზე და გავაკონტროლოთ ის. ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ და ვისწავლოთ როგორ კეთდება ეს ყოველივე.

განვიხილოთ შემდეგი მეტაფორა.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გესტუმრათ დაქალი და ის გიყვებათ: „იცი, რამდენიმე თვეა, არ დამიბანია და ჭუჭყიანი ვარ, მექავება, ტილები მყავს, უსიამოვნო სუნი ამდის… გრძნობ? შენ უნდა ნახო სახლში რა ხდება – ვერ შეხვალ ნორმალურად. ფანჯრები არ გამიწმენდია რამდენი წელია… იმდენი აბლაბუდებია სახლში… ოთხები ნაგავით არის სავსე. თავისუფლად ვერ დავდივარ მიწევს ნაგავზე გადაბიჯება“.

მითხარით არის თუ არა, ასეთი რამ შესაძლებელი რეალობაში? რა?

დიახ! შესაძლებელია და მერე როგორ…

უფრო მეტიც ასეთ ხალხს ვხვდებით ყოველ დღე. ისინი გვიყვებიან იგივე ისტორიებს ოღონდ, სხვა სიტყვებით.

მაგალითად: „ვაიმე, თავი ისე მტკივა – პირდაპირ მისკდება“ ან „ისეთი ძლიერი ალერგია მაქვს, რომ დავიტანჯე“ ან „ძალიან ვარ ავად, ვერ გამოვძვერი, ყველა ავადმყოფობამ ჩემთვის მოიცალა“  ან „მე ისეთი მძიმე ცხოვრება მაქვს, რომ სიცოცხლე არ მინდა!“  და ა. შ. გეცნოთ ალბათ?..

დააკვირდით, ამ სიტყვებში დევს და ჟღერს პრდაპირი მტკიცებულებაა იმისა –  „როგორც ფოქრობ, ისე ცხოვრობ“. ავადმყოფობები, პრობლემები,  ფულის უკმარისობა ან უქონლობა – ეს ყველაფერი შედეგია კომპლექსების, ცრუ შეხედულებების და უფრო მარტივად კი – თავში არსებული  აზრობრივი ჭუჭყის…

მოდი საკთარ თავს გამოვუტყდეთ და ვთქვათ პირდაპირ:„რადგან ასე ვცხოვრობ, ბევრი ჭუჭყიანი აზრები ანუ ნაგავი მაქვს თავში“. როდესაც ნაგავია სახლში ჩვენ ვყრით და ვალაგებთ ან ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ სხვამ არ ნახოს. მაგრამ გონების სიბინძურის და უწესრიგობის დემონსტრირების არ გვერიდება. ამ დროს, პირიქით ვიქცევით. სამწუხაროდ

დროა პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ნაგავზე და დავიწყოთ გენერალური გასუფთავება.

კოლექტიური ცნობიერი აყალიბებს ჩვენს საერთო, ზოგად რეალობას. მაგრამ მის შექმნაში მონაწილეობას ვიღებთ თითოეული ჩვენთაგანი ცალ-ცალკე და ერთად…

ამიტომ მეორე ნაბიჯი – მოაცილოთ  თავს და კოლექტიურ გონს მომაკვდინებელი აზრები, რომელიც ძალიან ბევრია ყოველდღიურობაში და აავსოთ აღმშენებლობითი აზრებით.

რომ შიცვალო ცხოვრება , უნად შიცვალო აზროვნება.

აზრფორმის შეცვლა, არსებითად ცვლის რელობას.

მუდმივად გახსოვდეს აზრების ძალაზე და მეტად პოზიტუირად აზროვნება.

მაგალითად, მე პირადად ძალიან მომწონს როცა   საკუთარ თავზე ისე ვფიქრობ, თითქოს ყველა ადამიანი არის შენი ნაწილი. ჩვენ ვართ ერთობაში ერთი დიდი გონთან და ეს არის სწორედ მთლიანი, კოლექტიური ცნობიერი. საკუთარი თავის ასეთი აღქმა მაძლევს საშუალებას, ვიცხოვრო მეტად გააზრებულად.

როცა თავს აღიქვამთ როგორც სამყაროს განუყრელ ნაწილად, მაშინ ავტომატურად ფიქრობთ გლობალურად. ამ პროცესში ერთვება შესაბამისი ენერგია და იხსნება სინქრონულობის კარები, რომელიც მოიზიდავს ისეთ მოვლენების, იდეების, შესაძლებლობების ადრე, რომ ვერ კი წარმოიდგენდით…

ასე ხსნიდნენ უდიდესი აღმომჩენები კაცობრიობის წინაშე მდგარ ამოცანებს და აღწევდნენ უდიდეს მიზნებს. მათი მიგნებების გარეშე, წარმოუდგენელია დღევანდელი სამყარო და რაც მთავარია, ჯერ კიდევ რამდენი რამეა წინ შესაცნობი… სწორედ ამიტომ, მეცნიერები, ოსტატები და განდობილები მოქმედებენ პრინციპით: გინდა ამოხსნა შენს წინაშე მდგარი ამოცანა – ამოხსენი ის ყველასთვის და ასე ამოიხსნება შენიც.

„იფიქრე თოთქოს ყოველი შენი აზრი, უზარმაზარი ალმოდებული ასოებით გაწერილა ცაზე და ყველა ხედავს მას – და ეს ასეა!“

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი