ნონა ხიდეშელი – ძველი ადამიანიდან ახალ ადამიანამდე

0
655

იუნგის მიხედვით, ლამაისტური მანდალა,  ხშირად გამოხატულია ოთხნაწილიანი, კვადრატის ფორმის სტრუქტურით. მისივე განმარტებით, მანდალა შინაგანი სახე ხატია, რომლის თანდათანობით აგება აქტიური იმაგინაციის გზით ხდება მაშინ, როცა ირღვევა სულიერი წონასწორობა, ანდა საჭიროა განიმარტოს კითხვა, რომლის პასუხებიც წმინდა დოქტრინაში არ არის მოცემული.(98) მანდალა ისევე როგორც ჯვარი ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქეს ერთიანობის სიმბოლური გამოხატულებაა, ხასიათდება ფენომენოლოგიით, რომელიც მუდამ მეორდება და ყველგან ერთიანია

იოანეს გამოცხადებაში აღწერილია ადამიანის სულში მიმდინარე სინათლისა და სიბნელის, იგივე სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილი და დაპირისპირება, რაც საბოლოოდ სიკვდილისა და ჯოჯოხეთის სრული მარცხით მთავრდება და როგორც მოციქული გვამცნობს- “სიკვდილი და ჯოჯოხეთი  ჩაყრილი იყნენ ცეცხლის ტბაში“.

ეს არის ახალი ადამის სამოთხეში  დაბრუნების მომენტი, ოღონდ უკვე მოპოვებული საკუთარი ძალისხმევისა და ბრძოლის შედეგად, საკუთარ თავზე, ძველ ადამზე გამარჯვების ფასად. ამიტომ იხილა იოანემ სიცოცხლის ხე, რომელიც როგორც ბიბლიიდან ვიცით სამოთხეში ხარობდა. “..მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც მოაქვს თორმეტი ნაყოფი, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს, ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.”(გამ.22.გვ.520)

სიმბოლურად ეს არის მანძილი  ძველი ადამიდან ახალ ადამამდე, ანუ ქრისტემდე, ძე ღვთისამდე, დაბალი ცნობიერებიდან_ სიბნელიდან, უმაღლეს ცნობიერებამდე ანუ სინათლემდე, ყოველი საფეხური აღნიშნავს არასრულფასოვნების შეცნობასა და მისგან გათავისუფლებას, რაც საბოლოოდ მთავრდება ცნობიერის მიერ არაცნობიერის სრული შეცნობითა და გაცნობიერებით, ანუ სიბნელისა და ჯოჯოხეთის სრული გაუჩინარებით.

მთავარია,  ადამიანმა მიაღწიოს თავის შინაგან მთლიანობას და შემდგომ გახდება მთელი სამყარო და მისი პირადი ცხოვრებაც სხვა შეფერილობის, წერს რ. გორდეზიანი,  ნამდვილი საზრისის მქონე. ამ საქმეში კი ინტელექტი ვერ გვიწევს დიდ სამსახურს. მას შევყავართ “უღრან ტყეში”, მაგრამ არ გვიჩვენებს იქიდან თავის დაღწევის გზას. ლოგიკამ ჩვენ გვაქცია ისეთ “მშიშრებად”, რომ უყოყმანოდ ვემორჩილებით მის ბრძანებას, კანონებს. ჩვენ არ ვცდილობთ გადავლახოთ ლოგიკის ფარგლები, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს შეუძლებელი გვგონია. სინამდვილეში კი ნამდვილი, უმაღლესი საზრისის მქონე ჭეშმარიტებები არიან ლოგიკურ-თეორიული მსჯელობების ფარგლებს გარეთ, თეზისისა და ანტითეზისის, მტკიცებისა და უარყოფის საზღვრების მიღმა(278)

ამ სამყაროში ადამიანი გახდა ნივთი და ამის შედეგად იგი შიშითა და გულგრილობით, თუ არა სიძულვილით უპირისპირდება სიცოცხლეს, წერდა ერიხ ფრომი. საინტერესოა რატომ გახდა ნივთი გონიერი არსება, რომელსაც აზროვნების უნარი და თავისუფალი ნება გააჩნია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი