გაიღიმეთ! მსოფლიოში ყველა სისულელე კეთდება, სერიოზული გამომეტყველებით!

0
373

«გაიღიმეთ ბატონებო, გაიღიმეთ! მსოფლიოში ყველა სისულელე კეთდება, სერიოზული გამომეტყველებით!» –  ბარონ მიუნჰაუზენი

ამ თემისთვის, ყველა ფაქტი სიცილის სარგებელზე მოვამზადე. გაეცანით და გამოიყინეთ!

აღმოჩნდა, არა თუ ნამდვილს, არამედ „ძალით სიცილსაც“ კი შეუძლია გაგიუბჯობესოთ ხასიათი. ფსიქოლოგები ამტკიცებენ – როდესაც თავს აიძულებთ სიცილს, აუცილებლად მოხვალთ კარგ ხასიათზე.

უკეთესია იღიმოდეთ, ვიდერე იყოთ მოღუშული!

როცა ხართ მოღუშული, გჭირდებათ გაცილებით მეტი კუნთების დაძაბვა, ვიდერ სიცილის დროს. შესაბამისად, ცუდ ხასიათზე ყოფნისას კარგავთ მეტ ენერგიას.

ღიმილი – ბედნიერების უტყუარი ნიშანია.

გაცნობის, კომპლიმებნტების, სასიამოვნო შეხვედრის დროს ვიღიმებით, რადგან თავს ვგრძნობთ ბედნიერეად. გარდა ამისა, სხვების მიმართ ღიმილით, გამოვხატავთ ჩვენს კარგ დამოკიდებულებას მის მიმართ.

მსოფლიოს ყველა ერში, ღიმილი ეფექტური და უნივერსალური საშულებაა, პოზიტივისთვის.

ღიმილის დროს მუშაობს 50-53 სახის კუნთი.

ბავშვები იბადებიან ღიმილის უნარით. ახალდაბადებული ბავშვი ღიმილს იწყებს პირველივე დღიდანვე. დაკვირვებიხართ, როგორი საყვრელი, თბილი და ტკბილი ღიმილი აქვს ძილის დროს პატარას. ექიმები კი ამბობენ, რომ ღიმილს ბაშვი იწყებს დაბადებიდან 4-6 კვირის შემდეგ, მაგრამ როცა უყურებ პატარას ღიმილს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ღიმილი წარმოადგენს – კუნთების უნებლიე მოძრაობას. 

ყველაზე ფანტასტიურად გაკეთებულ მაკიაჟსაც და ჩაცმასაც ფასი ეკარგება, თუ არ ახლავს სახეზე ქალს ღიმილი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 69% მამაკაცებისა, მიმზიდველად მიიჩნევს მომღიმარ ქალს.

სან-ფრანცისკოში, ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებმა ღიმილი 19 ტიპის დიაგნოსტირება შეძლეს და მოახდინეს 2 კატეგორიად მათი კლასიფიცირება:

  • თავაზიანი „სოციალური“ ღიმილი, რომელიც საჭიროებს ყველაზე მცირე ძალისხმევას.
  • გულწრფელი, გულითადი, რომელიც მოითხოვს ზემოთხსენებული ყველა კუნთის (53) ჩართულობას.

რაში გეხმარებათ სიცილი: 

აძლიერებს იმუნურ სისტემას

სიცილი აუმჯობესებს არა მარტო ფსიქიკური, არამედ, ფიზიკური ჯანმრთელობასაც. როდესაც იცინით ირგანიზმი მოშვებულია, სადღაც ქრება დაძაბულობა და მცირდება სტრესი. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დაუპირისპიროთ სტრესს? მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმიზმი.

 ავარჯიშებს ფილტვებს

სიცილის დროს აკეთებთ ღრმა, ხანგრძლივ ჩასუნთქვებს და მოკლე ამოსუნთქვებს. ამ დროს, ვარჯიშდება ფილტვები  და იშლება სრულად. აგრეთვე, თავისუფლდება დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი „სიბინძურისგან“. აუმჯობესებს ფილტვებში სისხლის მიწოდებას.

 გეხმარებათ სტრესის და ტკივილის დაძლევაში უფრო სწორედ, სიცილის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები – ენდორფინები. ეს ჰორმონი კი განთავისუფლებთ სტრესისგან და ტკივილისგან.

ავარჯიშებს პრესს

სცადეთ, გაიცინეთ გულიანად და იგრძნობთ. გარდა იმისა, რომ სიცილის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ხელს უწყობს კუნთებს იყვნენ ფორმაში. სპეციალისტებმა დაითვალეს კიდეც, რომ დღეში 15 წთ სიცილი ცვლის, 30 წუთიან ფიზიკურ ვარჯიშს 3-ჯერ კვირაში.

გეხმარებათ განტვირთვაში

სიცილის მერე, სხეულის კუნთები სრულიად მოდუნებულია. ასე, რომ დღეში 5წთ ხითხითი შეგიცვლით სრულ 30-40 წთ-იან დასვენებას.

აჯანსაღებს გულს

დაითვალეს, რომ ყოველდღიური  10 წთ სიცილი, დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

სახის კანის „მასაჟი“

არსებობს შეხედულება – სიცილი იწვევს ნაოჭებს სახეზე. სინამდვილეში, ბევრი კოსმეტოლოგი სიცილს ეძახის „ფეის-ბილდინგს“ ანუ სახის ვარჯიში. სიცილი ამკვრივებს სახის ნაკვთებს, აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას. ვ. ჰიუგო მაბობდა: „სიცილი – მზეა, ის ადამიანის სახიდან განდევნის ზამთარს“.

გეხმარებათ გახდომაში

რაც ხშირად იცინით, მით მეტად და ინტენსიურად მიდის ნივთიერებათა ცვლა და ციხმების წვა. გახდომა დიდი ძალისხმევის გარეშე!

იცინეთ ყოველდღე!

განეწყვეთ პოზიტივზე!

იყავით ბედნიერები!

სიყვარულით თამარა კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი