რას ნიშნავს კემპი? მეტ გალა 2019 – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

0
205

როდის ტარდება მეტ გალა? 
ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს.

რა არის მეტ გალა? 
მოდის კალენდარში კოსტუმების ყველაზე ძვირადღირებული საღამო, რომელიც 1948 წლიდან ნიუ-იორკის მეტროპოლიტან მუზეუმში იმართება.

რას ნიშნავს მეტ გალას თემა?
ყოველ წელს მეტ გალას აქვს თემა,რომელსაც გამოფენის კურატორი და საღამოს ორგანიზატორები არჩევენ. თემის გათვალისწინებით არსებობს „დრესკოდი,“ რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა უნდა დაიცვან.

ანა ვინტური 2018 წლის მეტ გალაზე © Kevin Tachman / Contributeur

რა არის წლევანდელი მეტ გალას თემა? 
სუსან სონტაგის 1968 წლის ესეზე დაყრდნობილი „კემპი.“

რას ნიშნავს კემპი? 
ტერმინი “კემპი” პირველად 1909 წელს გამოიყენეს, როგორც გადაჭარბებული გამომხატველობა. წლების განმავლობაში კემპს იაზრებდნენ, როგორც გეების სტილს, ფემინურ ქცევებს, მანერებს, რომლითაც ჰომოსექსუალი მამაკაცები ჰეტეროსექსუალებისგან გამოირჩეოდნენ. მოგვიანებით კემპის მსგავსი გაგება შეიცვალა. ვინაიდან, შესამჩნევად ფემინურ მამაკაცებს თვითრეალიზება უჭირთ, გეებში ფეხი მოიკიდა ე.წ მამაკაცურმა, “straight-acting” კულტურამ და თუ ადრე ისინი გადაჭარბებულად ემოციურად, თეატრალურად, ხელოვნურად, ირონიულად გამოხატავდნენ საკუთარ სტილს, ახლა საკმაოდ ბევრი გეი მამაკაცი სტილით, ქცევებით ემსგავსება ჰეტეროსექსუალს, ამიტომ ამბობენ, რომ გეებში კემპი მოკვდა. სუსან სონტაგმა თავისი ნაშრომით კემპი წარმოგვიდგინა, როგორც ესთეტიკა, საკუთარი თავის შეცნობის მეთოდი, სტილი, დეკორაციულობა. სწორედ მისი ესეს შემდეგ ეს სიტყვა ესთეტიკების, სტილის ლექსიკაში დამკვიდრდა. რაიან მერფიმ ვოგის მოდის მამოძრავებელი ძალების კონფერენციაზე სიტყვა კემპი ასე განმარტა: „კემპი თავისი ბუნებით შეცნობაა. ის ბურთია რაღაც უცნაურ გზაზე. იმ მგრძნობელობის მოხვევაა, რომელიც სამყაროს თან სდევს გარკვეული განზრახვით, მე კი ვგრძნობ, სიკეთეს. ასე რომ კემპში ნამდვილად არავითარი სისასტიკე არ არის… კემპი ამბოხებაცაა. ვთვლი, რომ როცა რაღაც კემპს აკეთებ, იმის წინააღმდეგ იბრძვი, ვინც გითხრა რომ ეს ასე უნდა გააკეთო.” სიტყვა კემპის მრავალ განმარტებათა შორის გამოფენის კურატორის, ენდრიუ ბოლტონის ფავორიტი არის: „ეს იმ ადამიანების გმირობაა, რომელთა მიზანიც გმირობა არ ყოფილა. ასევე გამიგია, რომ კემპი სქესია გენიტალიების გარეშე.”

ვიქტორ & როლფის 2019 წლის კუტიური, რომელიც შეიძლება აღვიქვათ კემპად

ვინ არიან წლევანდელი საღამოს ორგანიზატორები? 
ანა ვინტური საღამოს უცვლელი ორგანიზატორია. ანა ყოველ წელს იწვევს 1 ცნობილ დიზაინერს და 3 ვარსკვლავს. წელს საღამოს სპონსორია გუჩი. ანას მიწვეული დიზაინერია გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ალესანდრო მიკელე. ვარსკვლავები: ლედი გაგა, სერენა უილიამსი და ჰარი სტაილსი.

რომელი დიზაინერების სამოსი იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი?
ვინაიდან თემა კემპია, წელს შერჩეულ დიზაინერებში და ბრენდებში არიან: მოსკინო,ჯერემი სკოტი, ვალენტინო, სკაიპარელი, ვეტმანი, დემნა გვასალია, ოფ-უაითი, ვირჯილ აბლო, დიორი, ვიქტორ & როლფი, პრადა და ა.შ.

ვის უნდა ველოდოთ წითელ ხალიჩაზე?
მეტ გალა ძალიან პრესტიჟული საღამოა, რომელზე დასწრებაც ყველას ოცნებაა. გასული წლის სტუმრებს შორის იყვნენ: მადონა, როჯერ ფედერერი, რიანა, ჯარედ ლეტო, ლანა დელ რეი, ჯენიფერ ლოპესი, ბრედლი კუპერი, ჯორჯ კლუნი, ბლეიკ ლაივლი, პრიანკა ჩოპრა და ა.შ. ვარსკვლავთცვენა იქნება წელსაც.

როდის გაიხსნება გამოფენა?
9 მაისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით.

მოამზადა გვანცა კიკალიშვილმა

fashionholicsonline.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი