აღძვრის დონე და აგრესია

0
193

ფსიქოლოგიაში არსებობს მოსაზრება, რომ აღძვრის დონის ამაღლება იწვევს მიმდინარე ქცევის გაძლიერებას. ანუ, როცა ინდივიდი ფიზიოლოგიურად აღძრულია, მის მიმდინარე რეაქციის ენერგიას გაზრდის ტენდენცია აქვს.

დგება საკითხი, აღძვრის დონის ამაღლებას აქვს თუ არა იგივე ეფექტი აგრესიის მიმართ?

კვლევები მიუთითებენ რომ აქვს. აღმოჩნდა, რომ ფიზიოლოგიური აღძვრა მომდინარე ისეთი განსხვავებული წყაროებიდან როგორიცაა კონკრეტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა, ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც გარკვეული ტიპის მუსიკა ხლს უწყობს აგრესიის დონის ამაღლებას. ერთერთი ახსნა ამ ეფექტისა, რომელიც მიღებულია სოციალური ფსიქოლოგების მიერ ცნობილია როგორც აგრესიის ტრასფერის თეორია (ზილლმენნი).

თეორია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფიზიოლოგიური აღძვრა ვრცელდება დროში. შედეგად აღძვრის გარკვეული ნაწილი შეიძლება დროში გამძლე აღმოჩნდეს, როცა ინდივიდი ერთი სიტუაციიდან მეორეში გადადის. მაგ.სტუდანტი რომელიც აღძრულია მისი აზრით გამოცდაზე ნაწილობრივი მარცხით, შეიძლება გააგრძელოს მსუბუქად აღძრულად ყოფნა რამოდენიმე წუთის შემდეგაც, როცა ის ურთერთქმედებას იწყებს მეგობრებთან ან ნაცნობებთან. ასეთმა ნარჩენმა აღძვრამ შეიძლება გამოიწვიოს მისი შემდგომი ემოციონალური განცდების გაძლიერება, თანაც ისეთი განცდებისაც კი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს აღძვრის საწყის მიზეზთან.

ასე მაგ., თუ მეგობარი მის მიმართ გააკეთებს შენიშვნას, მან შეძლება ამ პროვოკაციაზე ირეაგიროს უფრო მწვავედ ვიდრე მისი რეაქცია იქნებოდა თუ არ იარსებებდა ნარჩენი, ახალ სიტუაციაში გადატანილი აღძვრა. აგზნების ტრანსფერის თეორია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ასეთ ეფექტს უფრო მაშინ აქვს ადგილი, როცა ინდივიდი არ აცნობიერებს ნარჩენ აღძვრას, ან როცა ინდივიდი აღძვრას, აწმყო სიტუაციაში მიმდინარე მოვლენებს მიაწერს.

ამრიგად, ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალითში, სტუდენტი, მოსალოდნელი იქნება, რომ უფრო მწვავედ ირეაგირებს მეგობრის შენიშვნაზე თუ ის არ გააცნობიერებს იმ აღძვრას რომელიც წინა სიტუაციიდან მოდის და თუ ის მის ემოციონალურ რეაქციას მეგობრის შენიშვნას მიაწერს. თუ სტუდენტი გააცნობიერებს, რომ მისი აღძვრის ნაწილი წინა სიტუაციიდან მომდინარეობს, ის ნაკლებ აგრესიულად ირეაგირებს მეგობრის პროვოკავციაზე.სექსუალური აღძვრა და აგრესია. თუ აღძვრა, რომელიც მომდინარეობს წყაროდან, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს აგრესიასთან ( ფიზიკური ვარჯიში, კონკურენცია), ზრდის აგრესიის დონეს,

ხომ არ შეიძლება დაუშვათ, რომ სექსუალურ აღძვრასაც იგივე ეფექტი ექნება?

ხშირად სექსუალურ აღძვრას და აგრესიულობას ერთმანეთთან კავშირში განიხილავენ. მაგ ფროიდი ვარაუდობს, რომ სურვილი ატკინო სხვას ან მიიღო ტკივილი სხვისგან სექსულური ურთიერთობის ნორმალური მდგომარეობაა. ფრომი თვლის, რომ ნებისმიერი ძლიერი ემოცია –ატკინო სვას ან სხვისგან ტკივილის მიღების სურვილის ჩათვლით- შეიძლება შერეული იყოს სექსუალურ სურვილთან და ა.შ. როგორც ვხედავთ ზოგიერთი მკვლევარი თვლის,რომ მართლაც არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი სექსულურ აღძვრასა და აგრესიას შორის.

რამდენადაა სწორი ეს მოსაზრება?

ზოგიერთი კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ ეს მართლაც ასეა. კვლევები აჩვენებენ, რომ სექსუალური აღძვრის სუსტი დონე, როგორიცაა აღძვრა გამოწვეული საწინააღმდეგო სქესის მიმზიდველი წევრის შეშველი ან ნახევრად შეშველი სურათის ექსპოზიცია, ამცირებს აგრესიას იმ ინდივიდის მიმართ რომელიც ახდენს პროვოცირებას. ამასთან, აღმოჩნდა, რომ სექსუალური აღძვრის მაღალი დონე, გამოწვეული ეროტიკული პასაჟის კითხვით ან აშკარა სასიყვარულო სცენის ყურებით, ფაქტიურად ზრდის აგრესიის დონეს. ამრიგად, სექსუალურ აღძვრასა და ღია აგრესიას შორის ურთიერთობა არასწორხაზოვანი აღმოჩნდა. სექსუალური აღძვრის სუსტი დონე ამცირებს აგრესიულობას ხოლო აღძვრის მაღალი დონე აგრესიას ზრდის. ზილლმანნ-მა ამ დამოკიდებულების ასახსნელად შემოგვთავაზა ე.წ. ორკომპონენტიანი მოდელი (ზილლმანნ, 1984)

ამ მოდელის თანახმად, ეროტიკულისტიმულის ექსპოზიცია იძლევა ორ ეფექტს, პირველი, ის ინდივიდში ზრდის აღძვრის დონეს და მეორე, ეროტიკული სტიმული გავლენას ახდენს ინდივიდის მიმდინარე აფექტურ მდგომარეობაზე- მის პოზიტიურ ან ნეგატურ გრძნობებზე. სექსუალური აღძვრა ხელს უწყობს თუ შეაკავებს აგრესიას დამოკიდებულია ამ ეფექტის ნემუშზე. რადგან სუსტი ეროტიკული სტიმული წარმოშობს აღძვრის სუსტ დონეს და რადგან ამ დროს ადამიანების უმეტესობა განიცდის სიამოვნებას, არ არის გასაოცარი, რომ ამ დროს ადამიანს აქვს ტენდენცია შეამციროს აგრესია.

ამის საწინააღმდეგოდ, ეროტიკის უფრო გამოკვეთილი ფორმა წარმოშობს აღძვრის უფრო მაღალ დონეს, გაწყვილებულს ნეგატიურ გრძნობასთან. შედეგად ამ სახია ეროტიკამ შეიძლება გაზარდოს აგრესია. (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყვალა არ ეთანხმება მოვლენის ასეთ ახსნას).

ამრიგად, მიუთითებენ, რომ მართლაც არსებობს კავშირი სექსუალურ აღძვრასა და აგრესიას შორის. მაგრამ, მიუთითებენ, რომ ამ ურთიერთობის ბუნება უფრო რთულია ვიდრე ამაზე მიუთითებს აქ წარმოდგენილი ორ ფაქტორიანი მოდელი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი