მერაბ მამარდაშვილი:,,ქართველებში არსებული სიბნელე – როცა სახეში გეუბნებიან ტყუილს და თვალსაც არ ახამხამებენ”

0
935

მახსოვს ჩემი თავი, როცა ახალგაზრდა ვიყავი,.. ვიღვიძებდი თბილისში. სულიერად ვიღვიძებდი. და ამ გაღვიძების მთავარი მექანიზმი იყო განცდა სიბნელის, უსამართლობის, ძალადობისა და ტყუილის, რომელიც, როგორც ოკეანე, იყო ჩვენს გარშემო.

და სრულებით არ ჰქონდა მნიშვნელობა მაშინ იმას, რა ხდება მოსკოვში და ეს რუსების ბრალია თუ ვისი ბრალია. ეს იყო ჩვენი ცხოვრება – ქართველების. და ქართველების მიერ ნათქვამი ტყუილი; ქართველებში არსებული სიბნელე – როცა სახეში გეუბნებიან ტყუილს და თვალსაც არ ახამხამებენ;

გართმევენ უსამართლოდ რაღაცას, გახრჩობენ, გთრგუნავენ და თქმაც არ შეგიძლია არაფრის, რადგან გარშემო ბუნებრივი ენაც ოფიციალური და რიტუალური გახდა. და ენაში, რაც გტკიოდა, ის სიხარული იყო;  რაც არ გქონდა, იმით იყავი მდიდარი (ენაში – ეს ყველაფერი). და ამ ენაში ტკივილს ვერ გამოხატავდი. და ვერც ეტყოდი ადამიანს, რომ – შენ ამას იპარავ; ამას ართმევ საქართველოს; ამას ყიდი… საქართველო გაყიდული იყო. გაყიდული – ქართველების მიერ. ენაც გაყიდული იყო. აბა, „ქართული საბჭოთა ენა” ქართული ენის გაყიდვა არ არის?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი