სიტყვები ფრთები

0
404

ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო პერიოდში. როცა ძალადობა უკან იხევს და დგება ინტელექტუალური შესაძლებლობების პერიოდი. როცა უკვე თვალნათელი ხდება ადამიანების შესაძლებლობების, პიტენციალის საიდუმლო, როცა შესაძლებელი ხდება საკუთარი თავის ,,შექმნა”. აღმოჩნდა, რომ ადამიანი ფლობს შინაგანად ამისათვის საჭირო რესურსებს.

ადამიანს შეუძლია აამუშაო კონკრეტული მექნიზმები, მიმართოს სწორად, ისწავლოს თავისი აზრების მართვა… ყველაფერი ჩვენს ხელშია, სწორედ აქედან იღებს სათავეს თავის უფალი.

…უბრალოდ ამისთვის ცოდნაა საჭირო.

წარმატების ნაბიჯებს ეხსნება საიდუმლოებებით მოცული ფარდა და ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. კონკრეტულად კი მათთვის – ვინც მზად არის სიახლეების მისაღებად, საკუთარ თავში შინაგანად ცვლილებების განსახორციელებლად.

ჩვენ ვცხოვრობთ საოცარ ეპოქაში. როცა თვალ-ყურს ვადაევნებთ მოვლენებს, უაზრობაა გეშინოდეს სიახლეების (ჩვენი სურვილის მიუხედავად – ცვლილებები ერთ დღეში მაინც არ მოხდება)…

გთავაზობთ დაპირებულ ტკბილ ლუკმას.

იყავით დარწმუნებულნი – საქმე სასიმოვნო პროცესს ეხება – როგორ შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ?

დღეს შემოგთავაზებთ სიტყვებს, რომელიც უნდა გქონდეთ ლექსიკაში… ეს არ იქნება მაღალფარდოვანი, ზოგადი სიტყვებით, არამედ – ყოველდღიური სალაპარაკო ლექსიკონიდან. თუ ამ უნარებს შეიძენთ, ის მოგცემთ იმის საშუალებას იყოთ ნაკადში და აივსოთ ენერგიით!

წინა ორი თემა ,,სიტყვები დამანგრეველი” და ,,სიტყვები – ბორკილები” მეტ ინფორმაციას მოიცავდა, რადგან ისინი ჭარბობს ადამიანის ლექსიკონში.

რაც შეეხება, „სიტყვები ფრთები“– ძალიან ცოტაა, რადგან თითოეულ სიტყვას ოქროს ფასი კი არა აქვს, არამედ ფასდაუდებელია.

თუ რა ენერგიის შექმნა და რა სარგებლობის მოუტანა შეუძლია თითოეულისთვის „სიტყვა – ფრთების“ გამოყენებას, ამაზე შეგნებულად არ დავწერ. რადგან მსურს თავად გამოსცდოთ საკუთარ თავზე, შემდეგ კი აღწეროთ და ახსნათ თქვენი შეგრძნებები. უბრალოდ ავღნიშნავ, რომ პირადად მაქვს გავლილი და პტაქტიკაშიც მაქვს ამის მაგალითები. ამ სიტყვების დახმარებით – გადალახავენ წარმოუდგენელ სირთულეებს ცხოვრაბაში, თავს აღწევენ ფინანსური პრობლემებს, ავლენენ თავიანთ ტალანტს, იძენენ საკუთარ თავში  და ძალებში რწმენას, აღწევენ მათთვის ადრე წარმოუდგენელ სიმაღლეებს… და საერთოდ ეწყებათ ისეთი ცხოვრება,   რომლისთვისაც არის თითოეული მათგანი ამქვეყნად მოვლენილი.

აი ჩვენი მძლავრი რესურსები:

  • მე შემიძლია
  • მე ყველაფერი გამომივა
  • მე გავაკეთებ
  • მე ვაპირებ…

ეს სიტყვები კარგად რომ შეიგრძნოთ, პირდაპირ ახალვე გთავაზობთ  წამოდექით ფეხზე, გაიმართეთ მხრებში და წარმოთქვათ ხმამაღლა: „მე მინდა…“, შემდეგ ასევე ხმამღლა „მე ვაპირებ…“  „მე ამას შევძლებ!“ და თქვენ შინაგანად იგრძნობთ, რომ გააკეთეთ ენერგეტიკული გადაადგილება: შედარებით სუსტი ენერგია გადაიყვანეთ, შედარებით ძლიერში(უცებ იყავით სუსტი და გახდით ძლიერი). ამ გადასვლას კი ვერ დაინახავთ, არამედ – შეიგრძნობთ.

სწორედ, ამაში მდგომერეობს საიდუმლო: ზმნა „ვაპირებ…“, „გამომივა…“, „შემიძლია“ ქვეცნობიერში უშვებს გარკვეულ ქიმიურ რეაქციას.  სწორედ, ეს რეაქციები აიძულებს ადამიანს იაზროვნოს და იმოქმედოს დარწმუნებულად და არა ალალბედზე.

სწორ მეტყველებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის, ცნობიერის და არაცნობიერის თქვენს სამსახურში ერთგულად ჩაყენებაში.

სულ ეს იყო

„სიტყვები – ფრთები“ მცირეა როგორც ოქრო, მაგრამ მათი ძალა შეუფასებელია.

დავამტებდი იმას რომ, თითოეული ადამიანი თავად წყვიტავს რა უნდა შეცვალოს და რა არა თვის ცხოვრებაში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, ჩავერიო ან მივუთითო. ამავე დროს, არ ჩათვალოთ რომ პასუხსმგებლობას ვიხსნი ყოველივე იმაზე, რაც დავწერე.  

უბრალოდ,  მე არ მოგიწოდებთ – გინდათ თუ არა და რაც არ უნდა დაგიჯდეთ გადახედოთ თქვენს მეტყველებას და შეცვალოთ. ამას არ გეუბნებით ერთადერთო მიზეზის გამო: პრაქტიკამ აჩვენა ადამიანები აკეთებენ არა იმას რასაც ეუბნებიან, არამედ იმას, რასაც ხედავენ და თვლიან საჭიროდ.

ჩემი ამოცანაა – მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ასე მუშაობს და მიგაქცევინოთ ყურადღება, ჯანსაღად განიხოლოთ თქვენი უნარები და თავად გამოიტანოთ დასკვნა –  რა აჯობებს თქვენთვის.  „გააკეთე ისე… და არა ასე“…  კი, ესეც დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ საბავშვო ბაღში. 

ამ სტატიით მსურდა გადახედოთ მეტყველებას და ჩაატაროთ „გენერალური დასუფთავება“ , გაამდიდროთ ლექსიკონი გამარჯვებული, წარმატებული ადამიანების სიტყვებით, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია. არჩევანი თქვენთვის მომინდვია.

თქვენს წარმატებაში რწმენის ძალა, მხოლოდ და  მხოლოდ თქვენი ცნობიერის მდგომარეობაა!

მოამზადა თამარა კვარაცხელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი