რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ღამის საათებში

0
376

22:00 საათზე
სისხლში ორჯერ მატულობს ლეიკოციტების რაოდენობა  — იმუნური სისტემა მინდობილი ტერიტორიების შემოწმებას ახდენს. სხეულის ტემპერატურა ეცემა. ბიოლოგიური საათი გაჰყვირის: ძილის დროა.

23:00 საათი
სხეული უფრო მეტად დუნდება, თუმცა ამ დროს, სხეულის ყოველ უჯრედში,  სრული ძალით მიდის აღდგენითი პროცესები.

24:00 საათი
ცნობიერს ნელ-ნელა იპყრობს „სიზმარეული“, ტვინი აგრძელებს მუშაობას და თაროზე ალაგებს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას.

01:00 საათი
სიზმარი მკაფიო ხდება. ამ დროს თუ რამე გაწუხებთ მაგ. კბილი ან მუხლი შესაძლებელია დილამდე ტკივილმა არ დაგაძინოთ.

02:00 საათი
ყველა ორგანო ისვენებს. მხოლოდ ღვიძლი შრომობს სრული ძალით და წმინდავს ორგანიზმს დაგროვილი შლაკებისაგან.

03:00საათი
სრული ფიზიოლოგიური ვარდნა: არტერიული წნევა ქვედა ზღვარზეა, პულსი და სუნთქვა შენელებულია.

04:00 საათი
იმიტომ რომ ტვინს მიეწოდება სისხლის მინიმალური რაოდენობა, ის არ არის ჯერ მზად გამოფხიზლებისთვის. სამაგიეროდ სმენა მძაფრდება – უმცირესმა ხმაურმაც კი შეიძლება გამოგაფხიზლოთ.

05:00 საათი
თირკმლები ისვენებს, კუნთებს ძინავთ, ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, თუმცა ორგანიზმი უკვე ნელა ემზადება გამოსაფხიზლებად.

06:00 საათი
თირკმელზედა ჯირკვლი იწყებს სისხლში ჰორმონების ეპინეფრინის და ნორადრენალინის გადასროლას, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას და გულის ცემას ახშირებს. ორგანიზმი უკვე მზად არის გამოფხიზლებისთვის, თუმცა ცნობიერს ისევ ძინავს.

07:00 საათი
იმუნური სისტების ზეიმის პერიოდი. ამ დროს უნდა გაიზმორო, ადგე და მიიღო „კონტრასტული“ შხაპი. სხვათა შორის ამ დროს მიღებულ აბს გაცილებით კარგად ირგებს ორგანიზმი, ვიდერს დღის სხვა პერიოდში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი