ვერიკო ანჯაფარიძის ანდერძი

0
286

1987 წლის 30 იანვარი გათენდა. 90 წელს მიტანებული დიდი ტრაგიკოსი მსახიობი საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით იწვა. მიუხედავად ასაკისა, ყველას უკვირდა – რა დაემართაო! ის იყო, მართლაც, უბერებელი ხელოვანი, მარად ახალგაზრდა, რომელმაც ამ ასაკშიც კი შეინარჩუნა სხივი და ელვარება მზერაში, თვალი არ დაუბერდა!

ჯერ კიდევ 1986 წლის 1 სექტემბერს, 5 თვით ადრე გარდაცვალებამდე, მაშინდელი თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა საზეიმო შეკრება მიძღვნილი სასწავლო წლის დაწყებასადმი. როცა ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა, ეთერ გუგუშვილმა, სიტყვა ვერიკო ანჯაფარიძეს მისცა, დარბაზი ფეხზე წამოდგა:

თქვენ ფეხზე ადექითრატომ(პაუზა…) თუმცავიცირატომ და სწორია რომ ადექითთქვენ ადექით იმიტომრომ მე 88 წლის ვარ (რამდენიმე დღეშიშეუსრულდებოდა 89 წელიამიტომ გამოიყენა ეს საშუალება და არ თქვა, 89 წლის ვაროდა აქ ვდგავართქვენ წინაშემაგრად ვდგავარ და ეს ფეხზემაგრად დგომა ასეთი უსასრულოდ გრძელი და ძნელი გზის დამლევს ის საკვირველებაარომლის წყაროცსაწყისიც და ახსნაც ისევ და ისევ თეატრიამეარასოდეს არ მქონია თეატრისაგან გამიჯნული არც სახლიარც კერაარც სიცოცხლეარც მიზანი… თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთანუდიდეს პიროვნულ დრამასთანუდიდეს მსხვერპლთანარც ერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისაგან ისეთ თავგანწირვასისეთშეიძლება ითქვასღალატს პირადი ცხოვრებისოჯახისა და ახლობლებისასროგორსაც _ თეატრიმე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახიშვილებიჩემი სოფიკორომლებსაც რამდენი რამ მოვაკელირადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დროარც გულისყურიარც სუნთქვაარც სისხლი… ყველაფერს მოითხოვდა თეატრიყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა.

დაამასთან ერთადარცერთი სხვა პროფესია არ მოგანიჭებთ ისეთ ბედნიერებასროგორსაც _ თეატრიიმიტომ რომ თეატრითქვენი საკუთარიერთადერთი სიცოცხლის ნაცვლადათასი სხვა სიცოცხლით მოგამარაგებთთეატრი მოგანიჭებთ უნარსათასჯერ გაიმეოროთ თქვენი ცხოვრებაათასქვეყანაშიათას ეპოქაშიათასი სახით… მოგცემთ ბედნიერების ისეთ განცდასრომელიც ათასჯერ აღემატება ჩვეულებრივსცხოვრებისეულსბედნიერებასრომლის გამო სამუდამოდ თეატრის მონა ხდებიყველაფერს თმობ ამ გაუმაძღარისასტიკი და ზებუნებრივი სიხარულის მომნიჭებელისასწაულისთვისდა აიმეამ უძნელესი და უბედნიერესი გზის ბოლოს მდგომიდღეს გზას გილოცავთ თქვენახალფეხშემოდგმულთ“.

არ წამიკითხავს და არც მომისმენია პროფესიის ასეთი შეფასება და ანალიზი. მსახიობის ეს გამოსვლა ნიმუშია აზრისა და განცდის უკვდავებისა!!!

მას არ ვიცნობდი, არ შევხვედრივარ, არც სცენაზე მინახავს… მაგრამ მთელი ბავშვობა გავატარე მისი და, შესაბამისად, თეატრის სიყვარულით, რადგან ჩემთვის ვერიკო თავად იყო თეატრი. მისი ყოველი გამოჩენა ტელეეკრანზე თავისი მკვეთრად გამორჩეული, შთამაგონებელი და შთამბეჭდავი ფაქტურით, განუყრელი სამაჯურით, რაღაც იდუმალს რომ თხზავდა მასში, დასამახსოვრებელი ინტონაციით, მანიჭებდა აუხსნელ ბედნიერებას!

ვერიკო არ იყო გამორჩეულად ლამაზი, მით უფრო მაშინ, როცა მე ის მახსოვს, მაგრამ ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნდა. მას ჰქონდა გასაოცარი მომხიბვლელობა.

 დიდი ქართველი თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე თავის მონოგრაფიაში `ვერიკო ანჯაფარიძე~ წერს: ”ერთხელ ძალზე საქმიანად დამიბარა: ჩემს რამაზთან დამასაფლავეთ. თუ სისხლი ჩამექცეს, მაშინვე მომისპე სიცოცხლე, _ ამას შენ გიბარებ. შემაძრწუნა დანაბარებმა… რა დაგიშავეთ-მეთქი?! _ წარბი შეიკრა და მკვახედ მიპასუხა:,,შენ თუ არ გესმის, რომ არ შეიძლება ვინმემ სახემონგრეული ვერიკო ანჯაფარიძე ნახოს, რა ფასი აქვს ჩემდამი შენს დამოკიდებულებასო”.

დედის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, სოფიკო ჭიაურელმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო მის ნივთებთან მიახლება. უჯრაში კონვერტს წააწყდა წარწერით – სოფიკოს – ხელწერა იცნო, ანდერძი აღმოჩნდა. ვერიკო ანჯაფარიძე შვილს სწერდა: თუ დამბლა დამეცემაგაფიცებ ყველას, – მამისა დაძმის ხსოვნასშენი შვილების სიცოცხლეს, – ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვისსულ ერთიასიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონმაინც ხეიბარი დავრჩები – ეს კი მეარ დამიმსახურებიაძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოშიაქსაკუთარ საწოლში, უფრო ადვილი იქნება სიკვდილიარადარამდენი ხანიამინდა, ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენოსწორედ ამისთვის არსებობს ძლიერი დასაძინებელი საშუალებანი – უნდა გაკეთდეს ინექციაერთი პატარა ნემსიგეცოდინებარომ ამით მომგვრი სიმშვიდესმხოლოდ ამას გთხოვ!” (ანდერძი რუსულ ენაზე იყო დაწერილი: ”Если меня хватит удар, – заклинаю всеми, и памятью отца и брата, и жизнью твоих детей, – пожалеть меня. Не позволяй мучаться, все равно, – если приведут к жизни, останусь калекой, а я ничем этого не заслужила. Не тащи меня в больницу, – здесь, на своей кровати, мне легче будет умереть, а я так давно хочу лечь рядом с моим мальчиком. Поэтому существуют сильные усыпляющие средства. Надо сделать инъекцию, – один маленький укол. Ты будешь знать, что этим даруешь мне покой. Только об этом прошу!”).

როგორც ვთქვით, მარადიული ახალგაზრდობა შეინარჩუნა 90 წელს მიტანებულმა. სიცოცხლის ბოლომდე აქტიური იყო, ისევ – ძიებაში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მაშინდელ `საქინფორმის~ რედაქციას შესთავაზა მონოლოგი – მიმართვა ახალგაზრდობისადმი. უცნაურია, რატომ გაუჩნდა ამისი სურვილი, რა დარჩა კიდევ უთქმელი, გამოუვლენელი?! მაგრამ, მისი ეს წერილი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, მოღვაწის ტიპის მსახიობისგან კიდევ ერთი მაგალითია მომავალზე ფიქრისა, დასტური – მისი უბერებელი სულისა. მიმართვა, სათაურით ბედი არავის არ ანებივრებსიგიმხოლოდ ღირსეულთ აჯილდოებს” გაზეთმა ”კომუნისტმა” 1987 წლის 7 მარტს გამოაქვეყნა. ვერიკოს გარდაცვალებიდან ერთ თვეზე მეტი იყო გასული. წერილის უაღრესად საინტერესო მნიშვნელობის გამო, რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ:

რაც უფრო დიდ ხანს ვცოცხლობმით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერესსიჭაბუკე თუ სიბერეამას განსაზღვრავენ არა განვლილი წლებიარამედსულის ასაკი… კაცზე რომ გაიგონებთ, ”ბედის ნებიერიაო”, – ნუ დაიჯერებთბედი არავის არ ანებივრებსმაგრამ იგი გაჯილდოებს დაუცხრომლობისუდრეკობისპატიოსნებისა და უანგარობისათვისმით უფრო გულუხვად გაჯილდოებსრაც უფრო ნაკლებად ფიქრობ დიდებაზერაც უფრო მეტადპოულობ ამ ჯილდოს თვით შრომაში.

ერთგულება… ერთგულების ნიჭი დაბადებიდან არ დაჰყვება ადამიანსიგი უნდა გამოიმუშავოადამიანისსაქმისსამშობლოს ერთგულება იმ დიდი გარჯისჯაჭვიასაკუთარი იდეალებისა და მიზნების სრულყოფას რომ ხმარდება. ”თვითდამკვიდრება” და ”თვითგამოხატვა” _ ასეთი რამ გაუგებარია ჩემთვისცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიცსაკუთარ თავს კი არაიმას ვამკვიდრებრაც ადამიანებისათვის ჩემს როლს მოაქვსმან უნდა მოიცვას მთელი ჩემიარსებადამიპყროს მთლიანადდარაკი მე როლისთეატრისა დამაშასადამეჩემი საქმის ტყვე ვარ – სწორედ ეს არის ჩემი ნამდვილი თავისუფლება – შემოქმედებითიმოქალაქეობრივიუბრალოდადამიანური.

დრო გადისიცვლება თამაშის მანერათითქოსდა მოძველდა უწინდელი თეატრალურიმძაფრი ვნებანი”მაგრამ ნუ აურევთ ერთმანეთში ტექნიკასა დაგრძნობებსაზრი დიდი  ღირებულებაამაგრამ მაყურებელსუწინარეს ყოვლისაიტაცებს გრძნობებიგანცდებივნებანიდიახვნებანი და დრო აქ არაფერშუაშიაიქსადაც ნიჭიააუცილებლად აზრიც არის.

მე ცხოვრების დიდიგრძელი გზა გამოვიარეუამრავი რამ განმიცდია და გადამხდენია თავსდღეს გლოცავთ და მოგმართავთ თქვენახალგაზრდებსგანცდილს ნუ გამოედევნებითნუ ითხოვთ: ”შეჩერდიწამო!” დაეგადიოდეს დროდაემოჰქონდეს მას ახალი შრომაახალი ძიებანიახალი საქმენიცხოვრებას უფრო საინტერესოსშინაარსიანსუფრო ნათელს რომ ხდის!”.

ახლა, ჩენს კრიზისულსა და მახინჯ დროში, როცა ყველა და ყველაფერი მხოლოდ პიარზეა გადაგებული, როცა ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავის განდიდება და პირადი ამბიციები ახრჩობს, ვერიკო ანჯაფარიძის პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიცია იმ დისკურსის გამომხატველია, რომელსაც საქმის თავგანწირული სიყვარული, ერთგულება და უმაღლესი ადამიანური ფასეულობა – ცხოვრების საზრისის ძიება ჰქვია!

ავტორი:საბა მეტრეველი

GHN.GE

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი