რა არის ფსიქოსომატიკა

0
374

…თუ ვინმე გეტყვის – მინდა ვიყო ჯანმრთელი… ჯერ ჰკითხე მას: არის თუ არა ის მზად დაემშვიდობოს თავის ავადმყოფობის მიზეზებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გაუწიო დახმარება. – არ მახსოვს  ვის ეკუთვნის ეს აზრი, მაგრამ მე ვეთანმები.

ყველას გაგვიგია ცნობილი საოპერო მომღერლის მარია კალასიაის ისტორია. მის ბიოგრაფიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არისტოტელე ონასისთან რომანს. მარია კალასს მთელი გულით შეუყვარდა (მიუხედავად იმისა რომ გათხოვილი იყო) მილიონერი. მათი ურთიერთობები იყო რთული და ტრაგიკული. მაგრამ, მე ამ თემით, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მათი ურთიერთობის პერიოდში, მარია კალასმა შეამჩნია – ის, ნელ-ნელა კარგავდა უმშვენიერეს ხმას…

 ფაქტიურად მათი რომანის პირველივე დღეებიდან, მის ხმას მოსდიოდა გაუგებარი რამ. მიუხედავად იმისა, რომ დადიოდა მსოფლიოს საუკეთესო ექიმებში, ახსნა ვერ მოეძებნა. ექიმები იჩეჩავდნენ მხრებს და ამბობდნენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და ალბათ რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია. როცა მოგვიანებით მარიამ საერთოდ დაკარგა ხმა, ის ამბობდა: „მე ყოველთვის ვგრძნობდი, შინაგან კავშირს მარია მაგდანელთან. მხოლოდ მისგან განსხვევებით, მე თავიდან ვიყავი ერთგული, მერე გავხდი ცოდვილი. შესაძლებელია, ამიტომაც ღმერთმა მას აპატია, მე კი – არა“… აქედან აშკარად ჩანს, რომ მარია კალასისი ტრაგედია მდგომარეობდა იმაში, რომ მან თავად არ აპატია საკუთარ თავს, ეს რომანი.

რა არის ფსიქოსომატიკა?

ეს ღრმა და საინტერესო საკითხია, მაგრამ მე  დღეს მცირედით შემოვიფარგლები.

ის არის მიმართულება მედიცინასა და ფსიქოლოგიაში, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის წარმოშობის და განვითარების ფსოქოლოგიურ ფაქტორებს . ფსიქოსომატურ დაავადებებს უწოდებენ ფიზიკურ ავადმყოფობებს და დარღვევბს, რომლის გამომწვევ მიზეზებსაც წარმოადგენს ემოციური დაძაბულობა. ეს შეიძლება  იყოს – კონფლიქტები, ტანჯვა, აგრესია, წყენა, შიში რომელსაც ვერ აცნობიერებს ადამიანი, მაგრამ დარჩენილია მის არაცნობიერში…

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ფსიქოსომატიკა  – არის სულის ტკივილი და ტანჯვა, რომელმაც ვერ ნახეს სხვა გამოსავალი ფიზიკური სხეულიში, ტკივილად და ტანჯვად გამოვლინის გარდა. ეს სულის თხრობაა მის მდგომარეობაზე… უფრო მეტიც – სულის კივილია.

ფსიქოლოგიაში ხშირად აქცენტი გადააქვთ ფსიქოსამატური დაავადების 8 ძირითად წყაროზე.

პირველი წყარო – ეს შინაგანი კონფლიქტები. კონფლიქტი ცნობიერს და ქვეცნობიერს შორის, რომლის დროსაც ერთი ჯაბნის მეორეს.

მაგ: ზედმეტი წონის შემთხვევაში. ერთი ნაწილი ნაყროვანების დროს გეუბნება: „მე საჭმლით განიჭებ სიამოვნებას, გამშვიდებ, გაწყნარებ და გეფერები“ , მეორე ნაწილი – „ახლავე დაანებე ჭამას თავი, ჩაიხედე სარკეში – რა მახინჯი ხარ!“

მეორე წყარო – შეიძლება დავარქვათ „პირობოთი სარგებებლი“. ეს ძალიან სერიოზლი მიზეზია, რადგან ხშირად ავადმყოფობა ატარებს დაფარულ სარგებელს ავადმყოფისთვის.

მაგ: თავის ტკივილის „შაკიკის“ მოსაცილებლად საჭიროა, „თვალის გახელა“  გარშემო არსებულ ბევრ პრობლემაზე, რომელთა დანახვში ხელს გიშლის თავის ტკივილი და თუ „გაახილე თვალები მოგიწევს მათი გადაჭრა“.

მესამე წყარო – ადამიანისგან შთაგონების ეფექტი.

მაგ: ბავშვობაში… და არა მარტო ბავშვობაში, ხშირად ესმის ადამიანს მშობლებისგან: სულელი ბავშვი, ძუნწო, ფართხუნა, უვარგისი, დებილი, შტერი, ყველაფერი ხელიდან გივარდება, შენ ხომ არ შეგიძლია რამე გააკეთო ნორმალურად… ა.შ. ცნობილია თუ ბავშვს ამას ხშირად გაუმეორებთ, მაშინ ის იწყებს შესაბამისად ქცევას და იმის დემონსტრირებას, რაზეც ლაპარაკობთ.  რაც მთავარია რასაც ბავშვობაში უნერგავს გარემო, დიდობაში ხდება ავტომატურად, მისი პროგრამა.

მეოთხე წყარო – ეს „შეზღუდული მეტყველების ელემენტებია“.

მაგ: წინადადება: „გული მტკივა, ისე მეცოდება“, „მას ჭკუიდან გადავყავარ“, „ძალა გამოცლილი ვარ“… ამ სიტყვებს შეუძლიათ გადაიქცნენ რეალერ სიმპტომებად.

მეხუთე წყარო – მცდელობა ჰგავდე ვინმეს, ვიღაც იდეალს. თუ  მთელი ცხოვრება ადამიანი მიისწრაფის იდელისკენ და უარს ამბობს საკუთარ სხეულზე, ასე ვთქვათ, ცხოვრობს „სხვის ტყავში“, ამით ის დაიტანჯება.

მეექვსე წყარო – თავის დასჯა. თუ ადამიანი, მისი აზრით, სჩადის არაკეთილშობილურ საქმეს, ის ზოგჯერ არაცნობიერად ისჯის თავს.

მაგ: ბავშვს შთააგონეს – „პატივიეცი მშობლებს და მოიქცე ისე როგორც ისინი გეტყვიან“. თუ ის გადაწყვიტავს იცელქოს, მას უჩნდება დანაშაულის გრძნობა, რადგან თავის დროზე მას შთააგონეს:„დამნაშავე უნდა დაისაჯოს“. დანაშაულის განცდა, ბავშვობაში არ რჩება… ეს დაემართა მარია კალასს.

მეშვიდე წყარო – ემოციური რეაქცია – ტრაგიკულ, ტრამვირებად, შოკისმომგვრელ მოვლენებზე. ეს შეიძლება იყოს ახლობლის დაღუპვა, საცხოვრებელი სხლის დაკარგვა, ძალადობა, სამსახურის დაკარგვა და ა.შ.

მერვე წყარო – უფრო ღრმა მიზეზები. ტრამვა, ტრაგედია, შოკი წარსულში, ბავშვობაში რომლის შედეგებიც ზრდასრულ ასაკში ვლინდება. თუ არ მოხდა მისი განეიტრალება, გაწმენდა, გაშვება, პატიება, ის ჰპოვებს გამოვლენას ავადმყოფობის სახით….

ავადმყოფებები ვლინდება იმ წუთიდან როცა ადამიანში, მისი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა აღწევს ზღვარს. ზღვარი ყველასთვის ინდივიდუალურია. დრო ამ ზღვარის მიღწევის დამოკიდებულია, რა ენერგიის მარაგი აქვს ადამიანს და რამდენჯერ გადიტანა მან ერთი და იგივე, როგორ განიცადა ტკივილი და რა გადწყვეტილება მიიღო  (პატიება, გაშვება) მეტ წილად პროცესები მიმდინარეობს არაცნობირად.

შექმნილია ცხრილი სადაც მოცემულია რომელი დავადებები, რომელ ემოციურ ფონზე ჩნდება. ნეხეთ, მოიპოვეთ მათზე ინფორმაცია.

უბრალოდ, მინდა ვთქვა რომ ჩვენი ფიქრები, აზრები, შეხედულებები, მტკიცებულობები, ემოციები ვლინდება რეალობაში და მათ შინაარსზეა დამოკიდებული თუ როგორ ფორმას და სახეს მიიღებენ ისინი.

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი