თამარა კვარაცხელია:,,სად ვიყავი ადრე?“

0
253

ყოველი დილა განსაკუთრებულია!

სად ვიყავი ადრე? – ვფიქრობ ახლა, ამ გადმოსახედიდან და უმალვე მპასუხობს ჩემი შინაგან ხმა:

– „… არ იყავი მზად ამ ყველაფრისთვის, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. დრო მოვიდა და იცი რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ  შენ ისწავლე მადლიერება, მიტევება, მეტი სიყვარული, ყველაფერში საუკეესოს დანახვა და ცხოვრება აღიქვი როგორც საჩუქარი. შენ მიხვდი, თუ რა ძალა აქვს ქვეცნობიერთან, სამყაროსთან მეგობრობას, ხოლო ამის სანაცვლოდ მოვიდა იმ შესაძლებლობების გააზრება, რომელიც გარშემო უხვადაა!“ 

გამიგეთ სწორად, დილით ადგომა ეს სამყაროსთან მიახლოების მცდელობაა, რომელსაც დღის სხვა დროს რთულად თუ ახერხებ.

საიდან დაიწო?

გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე, ჩემი ერთი დღე აღმეწერა, რადგან აგერ უკვე ერთი წელია თითქმის, რაც ვდგები დილით ადრე და გავდივარ გარეთ სარბენად. რამდენჯერ მიფიქრია დამეწერა დღიურის სახით და აღმებეჭდა ფოტოზე ის მოვლენები, უფრო სწორედ საოცრებები, რასც სამყარო მიგზავნის ხოლმე. მაგრამ დღევანდელი დილით შემოვიფარგლები.

დილით ადგომა და სირბილი ჯანმრთელობისთვის რომ კარგია, ეს სხვა საიტებზეც შეიძლება ნახოთ, მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ ჩემთვის რას ნიშნავს ეს:

ეს ის დროა როცა ვდგები

– ეს, ენერგიაა.  როცა სხვა სიბრტყეში გადადიხარ და მთელი დღე ამაღლებული შეგრძნებაა. მეორე დღეც… მესამეც.. და აღმოჩნდა რომ ამ ბოლო დროს სულ სხვა ცხოვრებაა, რომელზეც  ერთი წლის წინ არც კი მიფიქრია. ადამიანები ვემზადებით ვიცხოვროთ მომავალში, მოგვიანებით… და ამ დროს გვავწყდება, რომ ათვლის წერტილი, ამ მომავლისთვის, იმყოფება ახლა და ამ წუთას.

– ეს იდეებია. ულევი, ზღვა იდეები. ეს სამყაროსთან ყოფნაა ახლოს. როცა არ გესმის მანქანის ხმა, დღისთვის დამახასიათებელი დუდუნი და ხარ ჰარმონიაში შემოქმედთან. ამ დროს ის გიგზავნის იდეებს, შენ მხოლოდ აირჩიე და განახორციელე (ჰგავს შვედურ მაგიდას, სადაც უამრავი საჭმელია და შენი ნებაა რას აირჩევ).

გამოსცადეთ და თქვენც მიხვებით, რაზე ვლაპარაკობ.

–  მადლიერებაა მადლიერება იმ წუთიდან როგორც კი დილით „პირველად“   ჩაისუნთქავ. გარეთ გახვალ რიჟრაჟზე თუ არა – ულამაზესი გაზაფხულის ფერების შემოფეთებაა. იასამნისფერი ცის მოსალმებაა, რომელსაც ვერ ითმენ და სურათს უღებ… ხშირად არ ვიცი ვირბინო თუ ვუცქირო, ისეთ სილამაზეს მიგზავნის სამყარო. ეს ჩიტების მუსიკალური გზავნილია, რომლებიც  მავთულებზე არეულად შემომჯდარან მუსიკალურ ნოტებად ისე, რომ შეგიძლია წაიღიღინო… ზოგჯერ ისე ახლოს ჩამიფრენენ და დანავარდობენ, მგონია, ჩემთან ერთად ხარობენ ახალი დღის დაწყებით.

 ეს რიჟრაჟია და მზის საოცარი ამოსვლა, რომელიც სიცოცხლით გავსებს. წარმატებული და ნაყოფიერი დღის საწყისია.

ასეთ ცის ფერებს სხვა დროს როდის ნახავთ?

ეს საოცარი მორიგი რიჟრაჟი

 IMG_20141018_071025[1]

რადგან ყოველი დღე საოცარია, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ განვლილ დღეთა ნაკრებიც საოცარია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი