მე ინვალიდი ვარ რუბენ გალიეგო

0
240

როდესაც საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, სულ მახსენდება რუბენ გალიეგოს აღნიშნული სტატია… იცით ალბათ, რომ ისიც ინვალიდია… შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც რუსეთში ბავშვთა სახლში გაიზარდა… და თუ როგორ პირობებში მაგაზე თავის წიგნში ” თეთრით შავზე”ყვება….

მე ინვალიდი ვარ. ინვალიდი, ხეიბარი მახინჯი, გლახაკი ჩენს დასახასიათებლად ყველა ეს სიტყვა გამოდგება. არცერთი არ არის სხვაზე უკეთესი ან უარესი. ინვალიდი კარგი სიტყვაა იგი ლექსიკონში, ყველა ხეიბრის, უმწეოს, უსმენოს და უსინათლოს, უფეხოსა და უხელოს, პარალიზებულის აღსანიშნავადაა შესული. კარგი სიტყვაა, მე მომწონს.

ყოველთვის მახსოვდა, რომ ინვალიდი ვარ, სხვებისგან განსხვავებული, როდესაც აშკარა დამცირებასა დაცინვას საკუთარ ტყავზე ვგრძობდი. ყოველ წუთას მახსენებდნენ და ახლაც მახსენებენ, რომ ჩვენი პატარა მწვანე პნალეტა ჩემნაირებისთვის არ არის შექმნილი, მე ზედმეტი ვარ, უცხო. ვიცოდი, რომ ნამდვილი უბედური და უიღბლო ვარ და მთელი ძალით ვცდილობდი გავმხარიყვავი ისეთი, როგორიც ყველაა, შევერთებოდი ჯანმთელთა და ბედნიერთა მეგობრულ ოჯახს. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ეს ყოველივე სისულელეა. მთელი ჩემი არსებით შევიგრძენი, რომ ჩემი ინვალიდობა არც ისე დიდი პრობლემაა. ადრეც ვხვდებოდი, რომ ჯანმთელთა და ბედნიერთა მოდგმა ისეთივე უტიპიაა, როგორც უბედურთა და ინვალიდთა. ვიცოდი, ჩემი მეზობელი, დეიდა მაშა ჩემზე უკეთესად ან უარესად არ ცხოვრობდა. ვიცოდი, რომ ტკივილს საკუთარ თავს ჩვენვე ვაყენებთ, რომ ცხოვრება თავისთავად მშვენიერია.

არსებობენ სულელი და ჭკვიანი ადამიანები, არსებობენ ბედნიერები და არცთუ ძალიან ბედნიერები. ადამიანები განსახვავებულნი არიან. ზოგიერთ მათგანს ხელ ფეხი არ აქვს ზოგი ვერ ხედავს, არ არ ესმის, ზოგს ინვალიდის ეტლი სჭირდება, ზოგს კი სანიტრები არჯულებენ ხოლმე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არსებობენ ჯანმთელი ინვალიდებიც, მაგრამ ზღვარი ამ ადამიანიბს შორის ძალიან ძნელი დასანახია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენი ოცნებები, მისწრაფებები, სურვილები ერთმანეთის მსგავსია, და რთულია ჩვენი მკაცრად დაყოფა-დანაწილება სახეობებად და ქვესახეობებად.

მე ინვალიდი ვარ. მაგრამ დანარჩენი ადამინებისგან ყველაზე მეტად ინვალიდობა არ განმასხვავებს. მე ინვალიდი ვარ. ინვალიდობა ჩემი ნაწილია. ჩემი განსხვავებულობის უარყოფა სისულელეა. კიდევ უფრო სისულელეა უარყო სიტყვები. სიტყვები იბადებიან და იხოცებიან, ისევე როგორც ადამიანები. სიტყვები იცვლიან მნიშვნელობას, ბერდებიან, ხუნდებიან. სიტყვების უარყოფა სისულელეა, ისევე როგორც ადამიანების უარყოფაა სისულელე. ადამიანები არსებობენ და მორჩა. ეს მოცემულობაა, ცხოვრების რეალობა. სიტყვა “ინვალიდი” არაფრით არ არის აღმნიშვნელზე უკეთესი ან უარესი.

შესაძლებელია იეშმაკო ქვეშიდან გამოძვრე, საგნებს სხვა სახელები დაუძახო, მაგრამ ეს არაფერს შველის. სხვაგვარად არ გამოდის, ან უარესი გამოდის – ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი”.

შევეცადოთ მოვძებნოთ ანტონიმი. სკოლაში გვასწავლიდნენ საპირისპირო მნიშნვნელობის სიტყვების მოძიებას. თუ სტივ უანდერი ბრმაა, მე ვხედავ. თუ სტივ ჰოკინგი გენიალური ფიზიკოსია, მე საშუალო მონაცემების მქონე ფიზიკოსი ვარ. უფრო პატიოსნად რომ ვთქვა, საერთოდ არანაირი ფიზიკოსი არ ვარ, და არც მუსიკოსი. ყველაფერი მარტივია, ცხადი და გასაგები. ყრუ ბეთხოვენმა დაწერა მუსიკა, რომლის მსგავსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ დაწერს. ბეთხოვენის შესაძლებლობები უსაზღვრო იყო. ბეთხოვენის მუსიკის შემოსაზღვრა სიკვდილმაც კი ვერ შესძლო.

პრეზიდენტი რუზველტი ინვალიდი იყო. ეს ფაქტია. მაგრამ ვინ დადგება მის საპირწონედ ისტორიის სასწორზე? აბა სცადეთ, თანამედროვე პრეზიდენტთაგან მას ბადალი მოუძებნე!

სტივ ჰოკინგი ინვალიდი იყო. ეს ფაქტია. მაგრამ ვინ გაეჯიბრება მას? მხოლოდ ნიუტონი. ნიუტონი არ იყო ინვალიდი. ჰოკინგი ინვალიდია. მერე რა? ვინ უწოდებს ჰოკინგს ადამიანს “შეზღუდული შესაძლებლობებით” მაინტერესებს, თუ ჰოგინგისა და ნიუტონის შესაძებლებები შეზღუდუალია, ვიღასია უსაზღვრო?

იყო თუ არა ჰომეროსი ინვალიდი? არ ვიცი. არავინ არ იცის. ფილოლოგები თავს იკლავენ ამის გამოსაცნობად. პირადად ჩემთვის არ არის საინტერესო, ხედავდა თუ არა ჰომეროსი. საუკუნეებისა და ძველ ბერძნული ენის გავლით ჩემმამდე მისმა პოემებმა მოაღწია. საუკუნეებისა და ძველი ბერძნული ენის შემდეგ, ისეთი წვრილმანი, როგორც მხედველობაა, აზრს კარგავს. იყო ჰომეროსის შესაძლებლობები შეზღუდული? რა თქმა უნდა იყო. მაგრამ არც მეტად არც ნაკლებად, ვიდრე მისი სხვა თანამედროვეებისა.

მე ინვალიდი ვარ. არ შემიძლია და ვერც ვერასოდეს შევძლებ დამოუკიდებლად დავლიო ჭიქა წყალი. და ამ წვრილმანის გამო ვინმეს უფლებას მივცემ შეზღუდული შესაზლებლობები პირი მიწოდოს? არასდროს.

მე ინვალიდი ვარ. ჩემი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, შეზღუდულია. ამ ქვეყნად ყველა არსების შესაძლებლობები შეზღუდუალია. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მაგრამ არაზუსტი ფორმულირების გამო, დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფას არ ვაპირებ. არ მსურს რამე სხვა, უკეთეს სახელს მარქმევდნენ. მინდა მიღებდნენ არ უარმყოფდნენ სწორედ როგორც ინვალიდს. მინდა ვიყო ის, ვინც ვარ და მიწოდებდნენ იმას, რაც ვარ.

მე ინვალიდი ვარ, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა მირჩევნია არ ვიყო ინვალიდი, შევიცვალო, გავხდე ისეთი, როგორიც სხვები არიან მაგრამ ეს შეუძლებელია. ისეთი ვარ, როგორიც ვარ. სიტყვა “ინვალიდი” ნორმანული სიტყვაა. არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. მოდი, სიტყვას ნუ შევცვლით.

მე ძალიან მინდა რომ სიტყვა “ინვალიდი” არ აშინებდებს და აფრთხობდეს ადამიანებს. მჯერა, ეს შესაძლებელია. ძნელია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი ადამიათა საზოგადოებისთვის.

გარდა ამისა, მინდა, რომ სიტყვა “ინვალიდს” ხშირად ამატებდნენ ისეთ სიტყვებს როგორიცაა: “პანდუსი”, “ლიფტი”, “ტროტუარი’, “ავტობუსი”, “ტაქსი”, “მეტრო’, “თეატრი” – მარტივ და გასაგებ სიტყვებს.

P.S.“ეს წიგნი ჩემს ბავშვობაზეა – სასტიკზე, საშინელზე, მაგრამ მაინც ბავშვობაზე. სამყაროსადმი სიყვარული რომ შეინარჩუნოს, გაიზარდოს და დაკაცდეს, პატარას ცოტა რამ სჭირდება – სალის ნაჭერი, ძეხვიანი ბუტერბროდი, ფინიკი, ლურჯი ცა, რამდენიმე კეთილი წიგნი და თბილი სიტყვა. ეს საკმარისია, საკმარისზე მეტიც.”
რუბენ გალიეგო

ვისაც არ წაგიკითხავთ… წაიკითხეთ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი