ილონ მასკი:„ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უპირველეს ყოვლისა, დიდი როლი ითამაშეს წიგნებმა და მხოლოდ შემდეგ მშობლებმა“

0
558

SpaceX-სა დაTesla-ს დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა ის 8 წიგნი დაასახელა, რომლებმაც მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს.

„ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უპირველეს ყოვლისა, დიდი როლი ითამაშეს წიგნებმა და მხოლოდ შემდეგ მშობლებმა“, – აცხადებს მასკი ჟურნალ „როლნიგ სტოუნსთან“ ინტერვიუში, რომლის ბოლო ნომრის გარეკანზეც არის გამოსახული.

მასკის თქმით, როდესაც 8 წლის იყო და მშობლებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა, დედმამის მოუცლელობის გამო სახლის მომვლელის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რომ ბავშვს არაფერი დაეზიანებინა. როგორც მასკი ამბობს, მისი ინტერესი წიგნების მიმართ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო და ასევე ამ დროს ჩამოუყალიბდა ცნობისმოყვარეობა რაკეტებისა და კოსმოსის მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ საქმე არაფერი ჰქონდა, ძალიან ბევრს კითხულობდა. მისივე თქმით, 9 წლის ასაკში მას უკვე სრულად წაკითხული ჰქონდა „ბრიტანული ენციკლოპედია“, ხოლო სამეცნიერო ლიტერატურას დღეში 10 საათს მაინც უთმობდა.

წარმოგიდგენთ იმ 8 წიგნის ჩამონათვალს, რომლებმაც ილონ მასკის განვითარებაში დიდი როლი შეასრულეს:

1. „სტრუქტურები; ანუ რატომ არ ცვივა ნივთები“ ჯ. გორდონი

2. „ბენჯამენ ფრანკლინი: ამერიკული ცხოვრებაუოლტერ ისააკსონი

3. „აინშტაინი; მისი ცხოვრება და სამყარო“უოლტერ ისააკსონი

4. „სუპერინტელექტი: ნაბიჯები, საფრთხეები, სტრატეგიები“ნიკ ბოსტრომი

5. “ეჭვმიტანილი ვაჭრები”ერიკ ქონვეი, ნაომი ორესკასი

6. „ბუზთა ბატონი“უილიამ გოლდინგი

7. “ნულიდან ერთამდე: ჩანაწერები სტრატაპებზე, ან როგორ ავაშენოთ მომავალი“პიტერ თილი

8. „ფუნდამენტი“ – ისააკ ასიმოვის ტრილოგია

თარგმანი:კოკა კვირკველია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი