რის გამოც ღირს, რომ საყვარელ მამაკაცს მადლობა გადაუხადოთ

0
272

რომანტიკულ ურთიერთობას ბევრი სირთულე ახლავს თან, მაგრამ ამავდროულად, სასიამოვნო მომენტებითაც არის სავსე. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მადლობის თქმას უდიდესი ძალა აქვს და მადლიერების გამოხატვა ურთიერთობას უფრო მყარს ხდის.

არსებობს ისეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა გამოც დიდი ალბათობით საყვარელ მამაკაცს მადლობას არ ეუბნებით, მაგრამ აუცილებლად იმსახურებს ამას. ფსიქოლოგების მტკიცებით, თუ საყვარელ მამაკაცს ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებების გამო მადლობას ეტყვით ხოლმე, ურთიერთობა უფრო მყარი გახდება.

საყვარელი მამაკაცი მზად არის, რომ თქვენს ცრემლებს მოთმინებით შეხვდეს, დაგამშვიდოთ და თქვენს გამხიარულებაზე იზრუნოს – ზოგჯერ, გოგონები ვტირით უმიზეზოდ, შესაძლოა არც კი ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ცრემლების მიზეზი. კარგი იქნება, თუ რომანტიკულ პარტნიორს მადლობას გადაუხდით იმისთვის, რომ ასეთ დროს თქვენ გვერდითაა და ცდილობს გაგაბედნიეროთ.

იღებს უთვალავ სელფს თქვენთან ერთად – მამაკაცების ნაწილს უყვარს ფოტოების გადაღება, მაგრამ ნაწილს ძალიან აღიზიანებს ეს საქმე, განსაკუთრებით კი სელფების გადაღება. მიუხედავად იმისა, თუ სელფების გადაღება არ უყვარს და მაინც, წუწუნის გარეშე იღებს თქვენ გვერდით ასეთ ფოტოებს, გადაუხადეთ მადლობა.

საყვარელი მამაკაცი მზად არის დაგიცვათ ყველა სიტუაციაშია. მაშინაც კი, როცა დამნაშავე ხართ – ის თქვენი საუკეთესო ადვოკატია და გაუხარდება, თუ მადლობას ეტყვით.

მან იცის, რომ ხანდახან გჭირდებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რომ გჭირდებათ საკუთარი, პირადი სივრცე – მამაკაცების ნაწილს ეს არ ესმის, თუმცა, თუ თქვენი პარტნიორი აცნობიერებს, რომ ზოგჯერ მარტო ყოფნა ორივე თქვენგანისთვის აუცილებელია, გაგიმართლათ და უთხარით მას ამისთვის მადლობა.

თუ არასოდეს მალავს ტელეფონს და არ გაძლევთ საბაბს ეჭვიანობისა და ნერვიულობისთვის – თუ მას შეუძლია თავისი ტელეფონი მოგცეთ ისე, რომ პაროლი არ ჰქონდეს. უთხარით მადლობა ასეთი ნდობისთვის და იმისთვის, რომ არ გაძლევთ საბაბს, რომ არ ენდობოდეთ.

თუ მას შეუძლია ამბავი თქვენი თვალებით დაინახოს და თქვენს ადგილას წარმოიდგინოს თავი – ეს ყველას არ შეუძლია და თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი ასე იქცევა, გილოცავთ. უთხარით ამისთვის მადლობა.

თუ არ აკონტროლებს თქვენი კვების რაციონს და თქვენ გვერდით ხანდახან არაჯანსაღადაც იკვებება – თუ არ ითვლის თქვენს კილოგრამებს, გვერდით შესანიშნავი კაცი გყოლიათ. უთხარით მადლობა იმისთვის, რომ არ განგსჯით და იმის გამო, რომ 2კგ მოიმატეთ თქვენი კვების რაციონის გაკონტროლებას არ იწყებს.

უთხარით მადლობა იმისთვის, რომ თქვენთან ერთად სისულელეების ჩადენა შეუძლია – იმისთვის, რომ მის გვერდით ცხოვრება საინტერესო თავგადასავალია.

უთხარით მადლობა სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხართ.

წყარო:trend.ge

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი