ერიხ ფრომის ძენ-ბუდიზმი და ფსიქოანალიზი

0
474
ადამიანის ცნობიერი გაცილებით რთული და სამწუხარო აღმოსაჩენი გამოდგა, რადგან ჩვენი ცნობიერება თავისი შინაარსით ბევრ რამეში “მცდარია”, რადგან ერთადერთი რამ, რასაც ვაკონტროლებთ, ისიც კი, გაჯერებულია უამრავი ილუზიით, არასწორი შეფასებით, სხვადასხვა შეზღუდულობით. ადამიანი უნდა შეეცადოს, დაძლიოს ყოველი მისი ნაკლოვანება, მისი ცნობიერი უნდა გაათავისუფლოს სოციუმის მიერ გაჯერებული ილუზიებით. ახლიდან დაბადება, გაცნობიერება ყოველდღე ხდება (უნდა ხდებოდეს), რასაც პრობლემის გადაჭრა ანუ იგივე “გასხივოსნება” მოჰყვება. ფსიქოანალზმისა და ძენ-ბუდიზმის პირველი მთავარი საერთო სამყაროს ცენტრში ადამიანის დაყენებაა, მისი ინდივიდუალობა და სუბიექტურობა, ამიტომაა ეს აღმოსავლური რელიგია ყველაზე ახლოს ეგზისტენციალიზმთან. “მომწიფებული ადამიანისათვის თავისუფლება ნიშნავს რეალობის გაცნობიერებას”, გვეუბნება ფრომი და გვაძლებს თავისუფლების შესანიშნავ განმარტებას. ყოფიერების პრობლემა კი არის ის, რომ ადამიანი რეალობას დამახიჯებულად აღიქვამს.
“რეალობა ადამიანის მიერ იმ ხარისხით ცნობიერდება, რა ხარისხითაც ეს აუცილებელია მისი გადარჩენის უზრუნველსაყოფად”. ხოლო “უმაღლესი რეალობა მხოლოდ დამოუკიდებლად მიიღწევა”.
ფროიდისა და იუნგის შემდეგ, ფრომს უფრო მეტი სიცხადე შემოაქვს იმ საკითხების გარკვევაში, რასაც “ცნობიერი” და “არაცნობიერი” ჰქვია. ძალიან კარგი ტექსტი, კარგად გასაგები და მნიშვნელოვანი, რომელიც სწრაფად იკითხება და ეს მთარგმნელების, ნ. ქორიძისა და ლ. ლომიძის დამსახურებაცაა.
ფრომის წიგნში “ძენ-ბუდიზმი და ფსიქოანალიზი” (1960 წ.), საუბარია, ერთი მხრივ, აღმოსავლური რელიგიური ორგანოს და მეორე მხირვ, დასავლური ცივილიზაციის დიდი მიღწევის, ფსიქოანალიზის მეთოდის ურთიერთკავშირსა და შეთანასწორებაზე. ფრომი იკვლევს ძენ-ბუდიზმის არსს (დოქტორი სუძუკის დახმარებით) და ასკვნის, რომ ის მთავარი პოსტულატები, რომლითაც ფსიქოანალიზი თავს იწონებს, კარგა ხნის წინათ უკვე არსებობდა აღმოსავლეთში და დღეს, მათი ერთობლივი შესწავლოთ, უფრო მეტი სარგებლის დანახვაა შესაძლებელი.
ადამიანის ცნობიერი გაცილებით რთული და სამწუხარო აღმოსაჩენი გამოდგა, რადგან ჩვენი ცნობიერება თავისი შინაარსით ბევრ რამეში “მცდარია”, რადგან ერთადერთი რამ, რასაც ვაკონტროლებთ, ისიც კი, გაჯერებულია უამრავი ილუზიით, არასწორი შეფასებით, სხვადასხვა შეზღუდულობით.
ადამიანი უნდა შეეცადოს, დაძლიოს ყოველი მისი ნაკლოვანება, მისი ცნობიერი უნდა გაათავისუფლოს სოციუმის მიერ გაჯერებული ილუზიებით. ახლიდან დაბადება, გაცნობიერება ყოველდღე ხდება (უნდა ხდებოდეს), რასაც პრობლემის გადაჭრა ანუ იგივე “გასხივოსნება” მოჰყვება. ფსიქოანალზმისა და ძენ-ბუდიზმის პირველი მთავარი საერთო სამყაროს ცენტრში ადამიანის დაყენებაა, მისი ინდივიდუალობა და სუბიექტურობა, ამიტომაა ეს აღმოსავლური რელიგია ყველაზე ახლოს ეგზისტენციალიზმთან. “მომწიფებული ადამიანისათვის თავისუფლება ნიშნავს რეალობის გაცნობიერებას”, გვეუბნება ფრომი და გვაძლებს თავისუფლების შესანიშნავ განმარტებას. ყოფიერების პრობლემა კი არის ის, რომ ადამიანი რეალობას დამახიჯებულად აღიქვამს.
“რეალობა ადამიანის მიერ იმ ხარისხით ცნობიერდება, რა ხარისხითაც ეს აუცილებელია მისი გადარჩენის უზრუნველსაყოფად”. ხოლო “უმაღლესი რეალობა მხოლოდ დამოუკიდებლად მიიღწევა”.
თანამედროვე ადამიანის კრიზისზე საუბრისას, რაც მისმა თავმოყვარებამ (კოსმოლოგიური, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური) განიცადა, ზენიტს მე-20-ე საუკუნეშია მიაღწია, ამიტომ ფრომისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საკუთარი განუმეორებლობის გაცნობიერება დაგროვების, ფლობის, გამორჩენის საპირწონედ.
ოუდაურ-ქრისტიანულ და ძენ-ბუდისტურ აზროვნებას ერთმანეთთან აახლოებს იძულებისკენ, მბრძანებლობისკენ და შინაგანი და გარეგანი სამყაროს დათრგუნვისაკენ ეგოისტურ მისწრაფებებზე ინდივიდის მიერ უარის თქმის იდეა. განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ ძენ-ბუდიზმი სრულად უარყოფს ავტორიტეტს, სწავლებებს, თავად ბუდასაც კი (“სიტყვა “ბუდას” წარმოთქმისას განბანე ბაგეები”).თუკი მუდამ ბედნიერებისაკენ უნდა ვისწრაფოთ და ღიაობისკენ, მუდამ შევეცადოთ სხვისი გაგება და ვიყოთ გახსნილი, ყველაფერი კი სუბიექტურ შეგრძნებებამდე დავიყვანოთ, ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ “განცდა სრულფასოვანი რჩება მხოლოდ ენით გამოხატვის მომეტამდე”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი