უნივერსალური სიყვარული

0
1185

როდესაც იმყოფებით მეოთხე საფეხურზე, თქვენ რამდენიმე ნაბიჯი გაშორებთ, იმისგან რომ მიწაზე ზეცა შეიგრძნოთ. პირველი სამი ჩაკრა მიეკუთვნება მიწას (ენერგია ინი), ზედა სამი ჩაკრა კი ზეცას (ენერგია იანი). ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან მეოთხე ჩაკრაში, ანუ გულში, და სპონტანურად იწვევენ სიყვარულის გამოვლინებას. ეს სიყვარული არ იწვევს მიბმას და მიჯაჭვას, ის არ ცდილობს დაუფლებას, ის თავისუფალია. მას მივყავართ იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ჩვენ უპირობო სიყვარულს ვეძახით. როდესაც მისტიკოსები ამბობენ, რომ სიყვარულს შეუძლია განმსჭვალოს მთელი ჩვენი არსი, ჩვენ ვხვდებით, რომ ისინი გაღვიძებული გულის სწორედ ამ ასპექტს გულისხმობენ.

თუ თქვენ მიაღწევთ გულის ჩაკრის ცნობიერების გაწონასწორებას, თქვენ ჩაიძირებით სიყვარულის ოკეანეში. თქვენსკენ მოისწრაფიან სხვებიც, და თქვენ გულუხვად უნაწილებთ მათ თქვენი სულის სიმდიდრეს… და როდესაც გასცემთ ამ ენერგიას, გრძნობთ როგორ გავსებთ სამყარო თავისი ენერგიით. სწორედ ასე ხდება რეალურადაც. თქვენი ენერგია ამოუწურავი ხდება, ამიტომ თქვენ აღარ გემუქრებათ გადაწვა, და გარშემომყოფები კი ვერასოდეს შთანთქავენ მას. რათქმაუნდა დღის ბოლოს თქვენ დაღლილობას იგრძნობთ, მაგრამ თქვენ არ იქნებით ძალაგამოცლილი. თქვენ ხვდებით, რომ როდესაც თავს გრძნობთ სრულიად უენერგიოდ, ესეიგი რაღაცას არასწორად აკეთებთ. ძალების დაკარგვის პირველივე ნიშნების დროს უნდა მიმართოთ მეოთხე ჩაკრას და თქვენი ცნობიერების შრეებს. თქვენ უკვე იცით ენერგეტიკული სიგნალების გარჩევა და იცით როგორ აღიდგინოთ ის უწყვეტი წყაროებიდან. ძალების აღდგენის შემდგომ კი თქვენ ისევ შეძლებთ გაუნაწილოთ ის გარშემომყოფებს.

თუ თქვენ მოახერხებთ გულის ჩაკრის დაბალანსებას და თქვენი არსების გავსებას მისით, თქვენ შეიგრძნობთ ენითაუწერელ გრძნობას. როდესაც აცნობიერებთ სიცოცხლის ამოუწურავ ძალას, თქვენ არასდროს აღარ გექნებათ რამის დანაკლისის შიში. უნივერსალური სიყვარული გაძლევთ საშუალებას იყოთ მადლიერი და გულუხვი. თქვენ მადლიერი ხართ ცხოვრების აურაცხელი საჩუქრების და ეს ყველაფერი გულუხვათ შეგიძლიათ გაუნაწილოთ სხვებსაც. ცნობიერების ეს საფეხური კარგად ჩანს სიტყვებში: “ეძებეთ ღვთიური სამეფო თქვენში და ყველაფერი მოგეცემათ”.

უნივერსალური სიყვარულის დონეზე ყველა მიჯაჭვა ქრება. მიჯაჭვას იწვევს შიში, მაგრამ როდესაც თქვენი გული გაიღვიძებს უნივერსალური სიყვარულისთვის, თქვენ აღარ იქნებით შიშის მძევალი. ეს იმას არ ნიშნავს რომ შიში საერთოდ გაქრება, ვინაიდან ის ადამიანური არსებობის შემადგენელი ნაწილია და ვერ გაქრება მთლიანად. ეს თქვენ წახვედით მისგან, მიხვდით, რომ შიში ბუდობდა თქვენში, მაგრამ სამყაროში ხომ უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება მისგან თავის დაღწევა. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ შიში და რწმენა – ეს ერთი მედლის ორი სხვადასხვა მხარეა და თქვენ ან ერთი უნდა იგრძნოთ, ან მეორე. ისწავლეთ ყურადღების გადატანა შიშის გამომწვევი ფაქტორიდან იმაზე, რაც რწმენას გაგიმყარებთ.

ერთერთი მნიშვნელოვანი გასაღები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: განავითარეთ თქვენში სიცოცხლის და შემოქმედების სიყვარული და დააკვირდით, თუ როგორ შესძენს ეს თვისება თქვენს ცხოვრებას ახალ აზრს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი