ტოპ მოდელი,რომელიც 1 ჩვენებაში სამჯერ დაეცა და აქტიურ მოდელობას შეეშვა

0
246
A model falls as she displays a creation as part of Versace Spring/Summer 2012 women's collection during Milan Fashion Week September 23, 2011. REUTERS/Alessandro Garofalo (ITALY - Tags: FASHION TPX IMAGES OF THE DAY)
მაღალი მოდის ტოპ მოდელის პროფესია პოდიუმზე სამოსის კარგად წარდგენას გულისხმობს. ხშირად გოგონებს არაკომფორტული კაბებით წარმოუდგენლად მაღალ ქუსლებზე უწევთ სიარული, ამას კი წყალზე და პრიალა ზედაპირზეც აკეთებენ. თითქმის ყველა წარმატებულ მოდელს ჰქონია პოდიუმზე ინციდენტი, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ძალიან გამორჩეულია.

ლინდსი ვიქსონი 1994 წელს ამერიკაში დაიბადა. მოდაში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა. პოდიუმზე უხერხულ ვითარებებში ლინდსი ყველაზე ხშირად ვარდებოდა.

ლინდსი ვიქსონი

ვიქსონმა მოახერხა და 1 გამოსვლაში სამჯერ დაეცა, როცა კანში Fashion for relief -ის ჩვენებაში მონაწილეობდა.

ლინდსი ვერსაჩეს ჩვენებაზე ორჯერ წაიქცა, პირველად 2012 წელს

მეორედ 2014 წელს

დაეცა ალექსანდრ ვოტიეს ჩვენებაზეც

და ჟან პოლ გოტიეს ოტ კუტიურ ჩვენებაზეც

მიუხედავად ამისა, დიზაინერებს ლინდსის აყვანაზე უარი არ უთქვამთ. მათ ვიქსონი ყოველთვის გამორჩეულად უყვარდათ, თუმცა ხშირმა ინციდენტებმა ლინდსის ფეხი დაუზიანა. 2017 წელს ვიქსონმა აქტიურ მოდელობას თავი დაანება, რადგან ექიმების რეკომენდაციით მაღალ ქუსლზე ხშირად სიარული აეკრძალა

ავტორი:გვანცა კიკალიშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი