„ასდოლარიანის“ 13 სათნოება

1
352

მრავალი ადამიანი საკუთარ არასახარბიელო ყოფასა და წარუმატებლობას უსახსრობასთან, გაჭირვებასთან აკავშირებს. აქედან გამომდინარე, ბევრის ოცნების საგნად, მხოლოდდამხოლოდ, ფულია ქცეული, რომლის მთავარ სიმბოლოდ, გამოხატულებად ასდოლარიან კუპიურებს მიიჩნევენ. ზოგიერთს დასტა-დასტად უნდა მათი მოპოვება, ნაწილს კი, გამოტენილი ჩემოდნის სახით სურს მისი მიღება. ცოტა უფიქრდება, არავინ აკვირდება იმას, თუ ვინ არიან გამოსახული სანატრელ „ასდოლარიანზე“. მოჭუტული თვალებით მწვანე ქაღალდზე შესაძლებელია ბენჯამენ ფრანკლინის გვარის ამოკითხვა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ იგი აშშ-ს რომელიმე პრეზიდენტი გახლავთ, მაგრამ დიდ მოაზროვნეებს, პატრიოტ მოქალაქეებს თანამდებობათა გარეშე შეუძლიათ ისტორიული პატივისა თუ სახელის მოხვეჭა. ზუსტად ასეთ ადამიანად უნდა მოვიაზროთ ბენჯამინ ფრანკლინი.

ღატაკი ხელოსნის ოჯახში გაზრდილი უმთავრეს ამერიკელ განმანათლებლად იქცა. ბენჯამენ ფრანკლინი ამერიკის განმათავისუფლებელ მოძრაობასაც მოთავეობდა, მას აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთ მთავარ თანაავტორადაც სამართლიანად მოიხსენიებენ, დიდი ხნის განმავლობაში იგი ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ხელმძღვანელობდა „ბებერ კონტინენტზე“. 

გარდა პოლიტიკური საქმიანობისა, ფრანკლინი უსერიოზულესი საზოგადოებრივი მოღვაწეც გახლდათ, მან უამრავი სასარგებლო ნაბიჯი გადადგა ამერიკაში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისა და  პუბლიცისტიკის ფართოდ გავრცელებისათვის. მან ელექტროფიზიკის დარგშიც მოახერხა წარმატების მიღწევა. მის სახელს უკავშირდება პირველი საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის დაფუძნება და ყველაზე ავტორიტეტული, მაღალტირაჟიანი ამერიკული პრესის გამოცემა. 40 წლის ასაკში კი,  მან მეხამრიდის გამოგონებაც კი მოასწრო.

ალბათ, მასზე ამიტომაც ამბობდნენ: „მან ზეცას მეხი და ტირანს ძალაუფლება გამოგლიჯაო“ მიუხედავად ასეთი მარავალმხრივი, წარმატებული და ყოვლისმომცველი საქმიანობისა, ფრანკლინის მთავარ მიღწევად და დანატოვრად, მაინც მის შეგონებებს ასახელებენ. ამერიკელმა განმანათლებელმა ღირსეული ადამიანისათვის აუცილებელი მახასიათებლები, 13 სათნოება გამოჰყო:

  • თავშეკავება – არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე
  • დუმილი – ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს
  • წესრიგი – ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს
  • გაბედულება – გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულე ის, რაც გადაწყვეტილია
  • მომჭირნეობა – ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერში გაფლანგო
  • სიბეჯითე – არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე
  • გულწრფელობა – არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
  • სამართლიანობა – არავისმიაყენოზიანიარჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეებირომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
  • ზომიერება – მოერიდე უკიდურესობასშეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
  • სისუფთავე – არ დაუშვა სხეულისჩაცმულობის და ადგილსამყოფლის უსუფთაობა.
  • სიდინჯე –  არ აგაღელვოს წვრილმანმაჩვეულებრივმა და გარდამავალმა ამბებმა.
  • უმწიკვლობა – იყავი ზნეობრივად წმინდა.
  • თავმდაბლობა – მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.

მგონი, ძალიან კარგი იქნება, როდესაც 100 დოლარიანი კუპიურა ჩაგვივარდება ხელში, მაშინ მაინც დავფიქრდეთ, ბენჯამენ ფრანკლინის მიერ ნამდვილი მოქალაქისათვის აუცილებელ თვისებებად მიჩეულ სათნოებებზე. არც ის იქნება ურიგო, თუ შეერთებული შტატების უკანასკნელი სიტყვებით მლანძღველ ქართველ პოლიტიკოსებსაც შევახსენებთ 13 დებულებას, რომელიც ამერიკელმა მოაზროვნემ ირგვლივმყოფებზე ზრუნვის მიზნით გამოჰყო.

ალბათ, სწორედ ფრანკლინის ამ საკმაოდ მარტივ და გასაგებ, პატარა ტექსტშია გადმოცემული ჭეშმარიტი ამერიკული ღირებულებები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ყოველდღიურად გათვალისწინებასა და ღრმად გააზრებას.

ავტორი:ლევან ლორთქიფანიძე

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი