ანაჰატა – სულის მიზანი და მეოთხე ჩაკრის გაღვიძების საშუალება

0
325
კოლექტიური ენერგიის ჩაკრის გაღვიძებას, ყოველთვის მოაქვს დიდი პასუხისმგებლობა. ეს თვისება ყალიბდება დროთა განმავლობაში, მაგრამ როდესაც ის ბოლომდე ხდება გაცნობიერებული, მოაქვს შინაგანი კმაყოფილება. ისინი, ვინც ახერხებენ ცნობიერების შენარჩუნებას მაღალი ჩაკრების დონეზე, არასდროს სვამენ კითხვას: რაში მდგომარეობს ცხოვრების მიზანი – მათ ეს იციან. ეს შეგრძნება იბადება მაღალი ჩაკრების გახსნისას. როდესაც თქვენ აღვიძებთ მეოთხე ჩაკრას, თქვენ ბუნებრივად გიჩნდებათ მოთხოვნილება დაეხმაროთ სხვებს მიიღონ ეს ცოდნა და შეიგრძნონ სიყვარული. თქვენ ცდილობთ მათი ყურადღება გადაიტანოთ სიყვარულზე და სილამაზეზე. ადამიანები გრძნობენ სიმშვიდის ატმოსფეროს, რომელიც თქვენს გარშემო სუფევს, ხვდებიან, რომ თქვენ მათ არ განიკითხავთ, და თქვენი თანდასწრებით არ ეშინიათ თავიანთი ნამდვილი ბუნების ჩვენება. თქვენ მათ უქმნით უსაფრთხო და მხარდამჭერ პირობებს.

 

თქვენ უბიძგებთ გარშემომყოფებს თანაგრძნობისკენ. თქვენი გული ყველასთვის გახსნილია. ეს გახსნილობა შთააგონებთ მათ არ განიკითხონ სხვები. თქვენ შეიგრძნობთ როგორ იძენს თქვენი არსებობა აზრს, როდესაც ხედავთ, როგორ იხსნება სხვა ადამიანების გულები სიყვარულისთვის და თანაგრძნობისთვის. გახსნილი გულის მდგომარეობაში ცხოვრება საოცრად სავსე და მდიდარია. ეს ერთგვარი რწმენაა ქმედებაში: ის, რასაც გარშემომყოფები აკვირდებიან თქვენს ცხოვრებაში, სტიმულს აძლევთ მათ თვითონაც გაიხსნან.

ანაჰატა მეოთხე ჩაკრის გაღვიძების საშუალება

როდესაც თქვენ გრძნობთ ძალების გამოფიტვას გარშემომყოფებთან ურთიერთქმედების დროს, გახსენით გული, რადგანაც, თუ თქვენ წინააღმდეგობას გაუწევთ ქმედებებს, ამით თქვენ ორმაგ დარტყმას მიაყენებთ თქვენს ენერგეტიკულ ველს. პირველ რიგში, თქვენ ვეღარ იგრძნობთ ენერგიის შემოდინებას იმ მომენტში, როდესაც თქვენ რამეს იღებთ, ამავე დროს თქვენ ხარჯავთ უზარმაზარ ენერგიას წინააღმდეგობაზე. კონცენტრირდით თქვენს გულზე, მოიხსენით დამცველი საფარი და იგრძენით, როგორ გიბრუნდებათ ძალა.
ყოველთვის, როდესაც თქვენ გიწევთ კონფლიქტის გადაწყვეტა ვინმესთან, კონცენტრაცია აუცილებლად ამ ჩაკრაზე უნდა გააკეთოთ. თავიდან თქვენ თვითონ გააკეთეთ ყველაფერი, თავდამსხმელს გულით უსურვეთ ბედნიერება, გადადით მადლიერების მდგომარეობაში – ეს ყველაფერი თქვენს გულში არსებობს. როგორც კი თქვენ კონცენტრირდებით და იგრძნობთ თბილი ენერგიის ნაკადს, გაიხსენეთ თქვენი მეგობარი. უთანაგრძეთ მას, თქვენს წინაშე ხომ სხვა სულია, რომელიც იბრძვის არსებობის სირთულეებთან. კონცენტრირდით გულის კავშირზე, რომელიც თქვენს შორისაა. წარმოიდგინეთ თქვენი მომავალი შეხვედრა მასთან, იპოვეთ თქვენს გულში მისი ადგილი, და მხოლოდ ამის შემდეგ წადით მასთან.
რამ დასი გვაძლევს ბრძნულ რჩევას: “არასოდეს არავინ გააგდოთ თქვენი გულიდან”. ის გვთავაზობს, რომ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ ყველა სახის სოციალურ ურთიერთობებში. თქვენ შეგიძლიათ ვინმეს მიუთითოთ დისციპლინაზე, ან იმედი გაგიცრუვდეთ, ან თუნდაც გაბრაზდეთ, მაგრამ არასოდეს გააგდოთ ადამიანი თქვენი გულიდან. თუმცა ამ რჩევაში ერთგვარი ხაფანგიც არის – თქვენ თვითონ ყოველთვის უნდა იმყოფებოდეთ იქ, რომ არ დაუშვათ თქვენი გულიდან სხვისი წასვლა!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი